Wednesday, August 27, 2008

უსასრულობა

6 step

”შენ და მე.. შენ თუ გაგაჩინა მზემ”ჰაერს არხევს ჩaხლეჩილი და სევდიანი ხმა,არა რა ნიაზი..”ბებერი კეშა” პადზემკაში,გაღეღილი საროჩკით და მოშვებული წვერით.სუულ სხვანაირად მღერის,თავისუფლად და თავისებურად..და არც ისეთი ბებერია,როგორც ეძახიან.

წყვილ-წყვილი გაუბედავი თვალები და ხურდების ჩხაკუნი,ჩaხუტებული წყვილები და მოკისკისე,უდარდელი გოგონები.

პირიდან ორთქლი ამდის ძaლიან ცივა ეტყობა,თუმცა ცოტაოდენი არაყი შეგრძენას მიკარგავს და გახურებული ვარ,მე არ მცივა.ორივენი ვმღერით,არ ვიცი რამდენად გამომდის სიმღერა,კეშა მიცინის  და ვმხიარულდები..მერამდენედ ვარ აქ,უაზრო დროს ვფლანგავ და გულს ნიავს ვაყოლებ..ერთხელაც ადამიანს უნდა ეყოს ძალა და ყველაფერი დაიკიდოს...

ნახევარი წელი გავიდა მამას გარდაცვალებიდან გულის შეტევით.რაც აღარაა,სახლში არ მივდივარ დედაჩემი გრძნობს ალბათ მასთან ვერ ვიცხოვრებ,ჯოჯოხეთია ჩვენი  თანაცხოვრება..მამას სკვდილში რომ ბრალი მიუძღვის ალბათ ამასაც გრძნობს,რომ არა ბოლო დროინდელი მათი დაძაბული ურთიერთობა,ალბათ არ მოკვდებოდა მამა..შეიძლება ასე ვარაუდით არ ღირს აზრის გამოთქმა მაგრამ,არასდროს მინახავს დედა და მამა ასე გადაკიდებული,როგორც ბოლო დორს იყვნენ...

ვნანობ,რომ ძალიან ცოტა დრო მაქვს მამასთან გატარებული..ახლა კი ის აღარაა,ცხოვრებაშივე ვერ ხვდება ადამიანი უმთავრესს,მერე კი გვიანია...

რატომღაც სულ პოზიტივი მახსნედება მამასთან მიმართებაში,ცუდი რაც იყო თითქოს ყველაფერი დაილექა.ბოლოს ვხვდები რომ ძალიან მიყვარდა მამა.

ალბათ ასე უნდა ყოფილიყო ყველაფერი,როგორც არის,ვფიქრობ და სულ ბოლოს მოგონებებს თავს ვანებებ..

ხალხი უკვე კანტიკუნტად დადის,აღარც გოგონების კისკისი არღვევს გაყინულ ჰაერს,არც ხურდა ფულის ჩხაკუნი.კეშა იბარგება და უსიტყვოდ მიდის,ისევ მიტვებულის გრძნობა მიჩნდება,ჩუმად ვზივარ კედელთან და თვალს ვაყოლებ..დრომოჭმული ნათურა ძლივს ბჟუტავს,უზარმაზარ პადზემკაში.არსად წასვლას არ ვჩქარობ,ისედაც ალბათ ყველას ყელში ვყავარ გამჯდარი,ხან რომელ მეგობართან ვათენებ ხან რომელთან..ჰეჰ,ალბათ გოგოს სულ არ შეეფერება ასეთი საქციელი.მაშ რა შემეფერება ნეტა?ოი დიდო ზეცავ...მომეცი ნება გავიარო..გავიარო ეს ჯურღმული რაც აქ არის დედამიწაზე..

ნახმარი ნივთივით ვარ,რომელსაც მალე გადააგდებენ..კეშაც ისე წავიდა არც კი დამემშვიდობა..აი ისევ მოგონებები და წარსულში ვეშვები,თევზივით დავცურავ ყველა მოვლენას შორის.და მხარზე ხელს გრძნობ და უცებ ჩემს წინ მუხლებზე კეშა ეშვება,უაზრო მზერით შევყურებ,არაფრისმთქვმელი თვალებით.

-წამოდი ჩემთან ცხელი ჩაი მაინც დავლიოთ.

-რატომ დაბრუნდი?

-უბრალოდ მინდოდა ჩაი მარტო არ დამელია : )_იცინის და ვიშლებით,ფეხით მივუყებით გზას და უამრავ სისულელეს ვბოდავთ,ისეთი შეგრძნება მიჩნდება ეს სამყარო თითქოს მარტო ჩემია,განათებული ტროტუარები,გაზონზე ლამაზი ყვავილები..ჩვენი სიცილი არღვევს ღამის მყუდროებას და აი მოვედით.

სიცილით ვეუბნები ჩემს აზრს : არ უნდა იდგე პადზემკაში და ხურდებს არ უნდა უყურებდე_სიცილს ვაგრძელებ,ძალიან კარგად ცხოვრობდა და ჩემი მოკლე ჭკუით გარეთ სიმღერა კეშასთვის სისულელე და შეუფერებელი იყო..

-შენ თუ გგონია ეს ხურდების გამოა ჩემო პატარავ ცდები,ეს უბრალოდ ისაა რაც მე მსიამოვნებს და მომენტია,როცა მე თავს კარგად ვგრძნობ,თავისუფლად,ყოველგვარ ზღვარს იქით..თავისუფლება კი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და საერთოდ ადამიანი თავისუფლებისთვის არის დაბადებული..

დრო გადიოდა,მე და კეშა ერთად დავდიოდით სულ ყველგან,მხოლოდ დავდიოდით მეტი არაფერი..მოკრძალებულად განვეწყვე ამ ადამიანის მიმართ,დადებით აურას ქმნიდა ჩემში.უბრალოდ არაფერს არ ვჩქარობდი არც მე და არც ის..კარგად ვგრძნობდი თავს მასთან მეგობრობით,მხოლოდ ,მეგობრობით..

თუმცა კი ეს არ იყო მხოლოდ მეგობრობა,მაგრამ არც ის იყო რასაც ვნება აღძრავს ქალსა და მამაკაცს შორის..რაღაც ოქროს შუალედს გავდა.ჩვენ სადღაც დრო გავაჩერეთ და არ ვრთავდით ხელახლა წამზომს...

ბევრჯერ ვიგრძენი მისი მხურვალე სუნთქვა,ბევრჯერ ვიგრძენი მისგან ინიციატივა,მაგრამ არ მინდოდა რატომღაც...თითქოს სრულყოფილების შემეშინდა.ის კი წერდა ბევრ მუსიკას ჩემზე და მერე მღეროდა,საათობით მიყურებდა..

***

მაგრამ მე მხოლოდ ხიფათისთვის ვარ გაჩენილი..თანდაყოლილ უკმაყოფილებას ვერაფერს ვუშვები,კარგ ადამიანებსაც ვერ ვაფასებ და ცუდების მახეში კი ვებმები,ნელ-ნელა ადამიანის სახეს ვკარგავ,ნელ-ნელა ვხდები ცხოველი..

ცხოველი მხოლოდ ერთი რამისთვის,კმაყოფილებისთვის..და გადარჩენისთვის,მაგრამ ეს ბოლო ხარისხოვანია...

18 comments:

Anonymous said...

უკვე გაალოთა ქალი :)))))

რაღაც ჰეფი ენდისკენ მიდის და ვნერვიულობ.. მართალი არ აღმოვჩნდე..

electric wizard
:ევილ:

ნინა said...

: hellcaster
ჰოომ : )

მე საერთოდ არც ერთი მოთხრობა ჰეფი ენდით არ დამიმთავრებია და ახლა რავი რა იქნება :დ

ჯერ კიდევ არ მაქვს ბოლომდე დასრულებული..

შენ მაინც რა მოგოწნს ამ ამბავში? :პ

Anonymous said...

რა კარგია ისე მოთხრობების წერა.. სულ შენ ხელშია ვიღაცის ცხოვრება. შენზეა დამოკიდებული რა მოუვა და როგორ იქნება.
ცუდია ზედმეტად უნიჭო რომ ვარ :გივი:

მომწონს ის, რომ არ ხდება არაფერი ზებუნებრივი და ჰოლი სჰით ამბები. ჩვეულებრივი გოგოს ცხოვრებაზეა. და ეგ შეიძლება ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებად იქცეს
და კიდევ, რომ მაკომპლექსებს :პ

deka136 said...

ისე, მართლა ბევრს ხომ არ სვამს მთავარი გმირი? :)) არაყი, არაყი, არაყი...


თან რაღაც ”ბომბა-სექს-მაშინა” ჩანს :D

ისე, მომეწონა :)) კეშა კაი იყო :))

ნინა said...

: hellcaster

კი,მართლა შეიძლება ყველას შეემთხვას... : )

შეიძლება წერის ნიჭი არ გქონდეს მაგრამ სხვა რამის კი,ასე რომ ნუ წუწუნებ.. :'2კისს:'

: deka136

სექს მაშინა რატო,ერთი კაცი ჩანს მარტო მოთხრობაში :დ

მადლიობა ბავშვებო,მიყვარხართ

Anonymous said...

კაკრაზ რო არარეალურია... არცერთი ქართველი გოგჩო ეგრე არ სვამს არაყს ;) მინიმუმ შნაპსი ამარეტო...

და დავიგინები რო არცერთი არ გამოლაპარაკებია პადზემკის მუსიკოსს... ( ნუ პანკ და გოთ ბავშვებს არ ვთვლი)

deka136 said...

არა ტო, გამოლაპარაკებით, როგორ არ გამოლაპარაკებია :)) ჩემი თვალით მაქვს ნანახი :D თან ბევრჯერ :))

აი, სასმელზე კი რა ვთქვა... :))


ნინიკო: რავი, ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა რატომღაც :D

Anonymous said...

^^

არაყს არა, მაგრამ ლუდს ვსვამ ეგრე
:მო:

ნინა
არც სხვა რამის, დამიჯერე :)))))

კონკურენტი გამოგიჩნდა ისე :)))
ბროდჟეზე რომ დებენ უცნობი ავტორის მოთხრობას :PPPPP

ნინა said...

: ^^ კაკრაზ რო არარეალურია... არცერთი ქართველი გოგჩო ეგრე არ სვამს არაყს ;) მინიმუმ შნაპსი ამარეტო...

მე მაგალითად შნაფსი და ამარეტო საერთოდ არ მაქვს გასინჯული :დ

ეს ისე..

და რატო დაიგინები? ან რატო არ უნდა გამოელაპარაკოს მადზემკაში მუსიკოსს გოგო?თან თუ სიუჟეტს ჩუღრმავდები,ეს საქციელი სულაც არ არის პერსონაჟთან შეუფერებელი.

: deka136 აი მე ისედაც ბევრს ვიცნობ ვინც პადზემკაში უკრავს :დ

დეკუციიი :2კისს:


: hellcaster ნწ ნწ,ე შენ ახლოს უნდა გაგიცნო,ძალიან თვითკრიტიკული ხარ.. : )

deka136 said...

ძმაკაცები უკრავდნენ ადრე პადზემკაში, მე კიდე ჩავდიოდი და ფულს ვახევდი :D ეჰ, ტკბილი მოგონებებისა იყოს... :D

ნინა said...

: deka136 ვიცი ეგ ამბავი მონაყოლი გაქ :დ

Anonymous said...

ნინა

შენ ისა.. სად სწავლობ?
თუ დაამთავრე?

აი დაწყევლილი რომ სწავლობს, იქ ხომ არა? :გივი:

Anonymous said...

ლუდზე ცუდი არაფერი თქვათ :vik:

გოგო რომელიც ამ სერიალშია აღწერილი, შეესაბამება ქართულ რეალობას , ეგეთებს ვიცნობ ზედმეტისახელით "ზაპასკა"... მანქანებზე იწევენ ;)



მაგიტომაც არ ვმოძრაობ მანქანით ;)

ნინა said...

: hellcaster არა დაწყევლილის სამეფოში არ ვსწავლობ :დ ჯადოქრების სამეფოში ვარ მე :პ


: ^^ შენი არ მესმის ჯერ თქვი არარეალურიაო,მერე რეალურიო..

შეესაბამება ქართულ რეალობას , ეგეთებს ვიცნობ ზედმეტისახელით "ზაპასკა"... მანქანებზე იწევენ ;)

გაუგებრად ჟღერს ცოტა არ იყოს : )

Sweet said...

ხვალ არ დააგვიანო თორე გაგტყიპავ ! ^_^

ბოღმა ნანა said...

აუ, ეს რა ბანძი ნაწერი გაქვს რა! ჩემი ბევრად ჯობია!

მარიამ ბლანკი¹³ said...

i shen da Kexis ra mexamridizmi getakaT? :D

ნინა said...

: ჩორვენი აბა კექსის მეხამრიდი? :გივი: