Wednesday, August 20, 2008

უსასრულობა

3 step

მსუბუქი თავბრუსხვევა სიამოვნებას მგვრიდა..რეალობას მოვწყდი და სხვა განზომილებაში გადავინაცვლე..რიტმი მეორდებოდა და მეორდებოდა..ირგვლივ კი ჩვენ ვიყავით,რობოტები..ყველას ღიმილი გვეხატა ან კაიფისგან დამანჭული სახეები იყო..ბრბოში შევბარბაცდი და ავყევი მუსიკას..მთელ ცხოვრებას ვაქსოვდი კლუბურ მუსიკაში..ეს არის მომენტი როცა მე სულ სხვაგან ვარ.

ხან ვინ მეტმასნება ხან ვინ..არც ოფლის სუნი იგრძნობა და საერთოდაც არავის არა აქვს ჩემთვის აქვს მნიშვნელობა და  არაფერს..თვალწინ ჩემი ტანვარჯიშის გაკვეთილები მიდგას,სიხარული ჩამეღვარა სხეულში და ისევ ბავშვად ვიგრძებნი თავი როგორც ადრე..10 წლის წინ..გავიმეორე..რა მსუბუქი ვიყავი და რა ბედნიერი სახე მქონდა..ყირაზე გადავედი  და ვგრძნობდი რომ მასა ცქერად იქცა,მცნობდნენ ამ ბარში და პირველადაც არ გამიოცებია პუბლიკა,უბრალოდ ისევ და ისევ ოვაციები მერგო..თავდაკარგული მთვრალი მასის ოვაციები..დადუ ამყვა როგორც ყოველთვის ცეკვაში და დავაგვირგვნეთ..გველივით მოქნილია : ) ბრრრ... ხალხი გაგიჟდა..უკვე მთხოვენ ბარზე ვიცეკვო..ბლიად..დამანებეთ თავი და უცებ მაზიდა საკუთარ თავზე..მერე ისევ გადავკარი..ყურადღებას არ ვაქცევდი კუთხეში მჯდარ ტიპს რომელიც თვალს არ მაცილებდა და ურცხვად მიყურებდა ამ ხნის განმავლობაში,ალბათ 9ჯერ გამხადა და ჩამაცვა.მე კიდევ დავაწექი და პირადაპირ მისკენ გავემართე,ახლოს რომ მივედი შემაქანა..მაგარი ტიპი იყო,ოდნავ მოშვებული წვერით და დემონური,მწველი თვალებით...

-დავლიოთ?_შევეკითხე მე და თვალებში ვუყურებ.ავყევი თამაშში რომელიც გაძლებაზეა..

საპასუხოდ დამისხა,ესეც კონიაკს  სვამს თურმე.მერამდენეს ვსვამდი უკვე აღარ მახსოვდა,მაგრამ უკვე აღარ მემატებოდა სიმთვრალე..

-ვერ მათრობს_დავიწუწუნე მე და კიდევ გადავკარი.

-ჰო,კონიაკი ვერ გათრობს შენ_რაღაცნაირად ჩაიცინა,ძალიან ჩუმად..გამეცინა,ძლიან მიზიდავდა ვგრძნობდი.

-წამოდი ვიცეკვოთ_სიგარეტი ჩავაქრე და წამოვდექი,ისევ თავბრუსხვევა და ისევ ბურუსი..ვგრნობდი როგორ ახდენდა ჩემზე გავლენას..ვეფერებოდი,ორივეს ალბათ ერთი რამ გვიტრიალებდა თავში,ეს უზომო დაუოკებელი სურვილი იყო..ლამაზი მაღალი კისერი ქონდა,ისეთი როგორიც მე მიყვარს..ვგრძნობ როგორ ვშორდები მუსიკას და რიტმიც აღარ ჩამესმის ისე მკვეთრად..გარეთ ვართ,სუნთქვა მეკვრის..მისი ცხელი ტუჩები ჩემს სხეულზე და თვალთ მიბნელდება..ალბათ ცოტა აკლდა პიკამდე მაგრამ რატომღაც ტაქსი გავაჩერეთ.ბინაში არ ავსულვართ,სახელოსნო იყო როგორც მერე გაირკვა აქ იღებდა ფოტოებს..

თნდება თითქმის..ალბათ დედამ ყველა დაქალთან დარეკა,ნეტა ვენაღვლები საერთოდ?მამა მივლინებაშია და ეს კიდევ მესიჯებს წერს..მესიჯებს წერს..პატარა ჩაქუჩი თავში მირტყავს...იქნებ მამაც თავისთვის აჯაზებს ჰა?და საერთოდ ვენაღვლები რომელიმეს?ეჭვები მღრღნის...

არ მაცადა ფიქრი,ყელს მიკოცნიდა და მისი ხელები ჩემს მკერდს ნაზად ეფერებოდნენ,არ გავდა გამოუცდელი ლაწირაკს..შევტრიალდი და გავხადე მაისური..ვგრძნობდი როგორც ათრთოლდა თვითონაც,ყოველ მოძრაობაზე უცნაური რეფლექსები ქონდა..რატომღაც მეღიმება,ვერ ამჩნევს..რატომ უნდა გეცინებოდეს ამ დროს ადამიანს?

უკვე თვითონ მეფერება და მხდის,ვგრძობ რომ ჩემზე კარგად გამოსდის და ვკანკალებ..ნელ-ნელა ტემპი მძაფრდება..საათი უფრო წიკწიკებს..მარათონი ახლოვდება...და ჩვენ ორივენი გამარჯვებულნი გამოვდივართ მდინარის ნაპირას...

გულში მიკრავს და თმაზე მეფერება..

მძიმე ფარდებიდან შუქი ძალიან სუსტად ატანს..იატაკზევე გაშლილი ლოგინი არეულია და ორივენი ვეწევით.საუბრის დაწყებას არ ვცდილობ..

-რა გქვია?_მეკითხება და თვალებში მიყურებს ისევ ისე,ურცხვად..

მეხსენება ტვინის ერთი უჯრედი და ვაფიქსირებ რომ მისი სახელიც არ ვიცი..გამეღიმა

-ელე.შენ?

-ელე თუ ელენე?მე ნიკი მქვია

-ნიკი თუ ნიკა?_ახლა მე შევუბრუნე

-ნიკი..მამამ დამარქვა ასე

ისევ მეცინება და ვდგები,დედიშობილა ვარ და არ მცხვენია,წუხნდელის მერე ალბათ ეს ბუნებრივია.ზურგზე კი ისევ მზერას ვგრძნობ..

-ლამაზი სხეული გაქვს_მითხრა და თვითონაც წამოდგა

-არამარტო სხეული.._ხაზი გავუსვვი ამ სიტყვებს 

-მე სხვაზე არაფერი მითქვამს ელე_გულზე მომხვდა რატომღაც ეს სიტყვები,მიკბინა რა..მართალია არც მე ვიყავი მასზე შეყვარებული და არც ვიცნობდი მის შინაგან სამყაროს..მაგრამ მაინც გამიტყდა.თუმცა არ გაკვირვებია..უბრალოდ ჩემთვის სადღაც რაღაც ჩამწყდა..არ შევიმჩნიე და უხმოდ დავტოვე,არც თვითონ გამომშვიდობებია,იჯდა და სიგარეტს ეწეოდა,მიყურებდა რა თქმა უნდა.მხოლოდ მზერა იყო ეს ადამინი დამიჯერეთ!სატანის თვალები..მოელვარე თვალები..ამ თვალებითვე გამომაცილა..

გარეთ მზე აცხუნებდა,დავოლნი მოვდიოდი რატომღაც და ეს ბიჭიც ჩამრჩა სადღაც სიღრმეში..მობილური ჩავრთე და დედას დაურეკავს...დედა.. და ისევ მომაწვა გულში რაღაც..მზეც უკვე აღარ ანათებდა ისე მაგრად...

18 comments:

vinme kritikosi said...

davolni ^^

ნინა said...

მარტო ეს გემეტება? : )

ცოტა ვრცლად დააქომენთე...

marto eg ro emeteba is said...

sainteresoa ;) mara is nawili araa rasac me velodebi

ნინა said...

ნეტა რას ელოდები....

ragacas ro elodeba is said...

msgavsebas...

Kate said...

საინტერესო იყო...

ხოდა რომელი ხარ???

ფორუმელი ხარ ხო???

ნიკი???

Word Verification არ გინდა რა... :(

ნინა said...

კი ფორუმელი..

არ მიცნობ შენ : )


Word Verification რა იგულისხმე?

hellcaster said...

ყოველთვის მეზიზღებოდა ეგეთი კაცები. მაგათ წარმოდგენაზეც კი უარყოფითი გრძნობები მიჩნდება.. ალბათ იმიტომ, რომ ეგეთები მე არც შემომხედავენ.
და ყოველთვის მომწონდა ასეთი ქალები. თან საყვარელი,თან თავდაჯერებული, თან სექსუალური და ამ ყველაფერთან ერთად, გრძნობის უნარიც აქვს



ველი გაგრძელებას..
:პოპკორნ:

ნინა said...

: hellcaster
ალბათ იმიტომ, რომ ეგეთები მე არც შემომხედავენ.

ასე რატომ ფიქრობ?


კი გიყვარს ასეთი ქალები მაგრამ ძირითადად არ უმართლებენ ხოლმე მასეთებს.. :)

hellcaster said...

ცხოვრებისეული გამოცდილებიდან :პ


ეგ იმიტომ, რომ თავის შესაფერისს ძალიან იშვიათად პოულობენ



არა, უნდა გამოვიცნო რომელი ფორუმელი ხარ.. ჯერ ვერ ვხვდები

cursed said...

xo neta romeli forumelia :user:

:evil:

tu gaiget mitxarit :D

Kate said...

word verification არის ის, რაც ყოველი კომენტარის წერისას რომ გთხოვს...
ანუ რაღაც სიმბოლოები რომ უნდა აკრიფო.
ხოდა setting–ებში შედი და იქიდან მოაშორე...

ხოდა, რომელი ფორუმელი???
იქნებ გიცნო???

შეიძლება დაგამატო ჩემს ბლოგში???

bigcrow said...

ნეტა მართლა რომელი ფორუმელია? არადა წერის სტილიც რაღაც ისეთი აქვს, სექსუალური... ფორუმლური... :გივსონ:

ჰოდა მაიცა კაცო, ორ დღეში ორი სხვადასხვა კაცი, ერთი წინა დღეს გაცნობილი კოკაინით ხელში და მეორე იმავე დღეს, ბევრი ხომ არ არის, ახალგაზრდავ?

არ მომწონს მე თქვენი საქციელი, არ შეეფერება საბჭოთა, მორალურ, პროგრესულ ახალგაზრდას. ვოტ. და ხო კიდევ... კრიტიკის პონტში... ფაქტები არ ემთხვევა ხოლმე ზოგჯერ ერთმანეთს :) ეს ისე, კინოებში რომ შეცდომებს ეძებენ ხოლმე, ისეთი კომენტარია...

გამვლელი said...

ფორუმი რაღაა??

ნინა said...

: hellcaster
არა, უნდა გამოვიცნო რომელი ფორუმელი ხარ.. ჯერ ვერ ვხვდები

უჰუ..გიცნობ მე შენ შორიდან კიარდა :უსერ:

: Kate ააამ :)

ჯერ-ჯერობით არ ვიტყვი :2კისს:

მაგრად საიდუმლოდ არ დარჩება გარწმუნებთ :პ


კი რა პრობლემაა,ვცვლით ლინკებს ;)

: bigcrow
ნწ ნწ აბაა? რას ირტყვის კომპარტია? ხომ გარიცხავენ პარტიული სიიდან და ეგაა თავის მოჭრა :გიგი:



არა ისე თუ ვინმეს მოეწონება სცენარი ბაზარი არ,ვიღებთ ფილმს :დ

: გამვლელი

ოოო :)

ნინა said...

: cursed

შენც ფორუმელი ხარ? :სპყ:

რომ არ მეცნობი? :როლლეყეს:

:Kate გავასწორე : )

Kate said...

გაიხარე გასწორებისთვის.
ხოდა ისა, იმედია მალე გაამხელ შენს ფორუმულ ნიკს.
ხოდა მე უკვე დაგამატე. :)

ნინა said...

: Kate :

გავამხელ,ალბათ როცა მოვრჩები წერას .. :2კისს: