Sunday, August 17, 2008

უსასრულობა

1 step

ჩემი ცნობიერება 5-6 წლის ასაკიდან იწყება,როცა სოფლის აღმართი ჩამოვიარეთ და ქალიქისკენ მიმავალ გზას დავადექით.ასე მახსოვს ჩემს ნამდვილ სახლში ჯერ კიდევ არ ვიყავი ნამყოფი,მე და ჩემი და სოფელში ვიზრდებოდით სკოლაში შესვლამდე.მახსოვს როგორ ვტიროდი იქიდან წამოსვლისას,ვერ ველეოდი იქაურობას,სულაც არ მინდოდა ახალი სახლი.არადა იმ წელს სკოლაში შემიყვანეს..მახსოვს როგორ შემეშინდა მე7 სართულიდან გადმოხედვისას,კინაღამ სული გავაპე.

 სკოლაში მაგარი დაზმანული წამიყვანეს,საერთოდაც ყოველთვის მაგრად მეცვა,საკაიფო შმოტკებით დავდიოდი.არ მიტირია სკოლაში,არადა ირგვლივ ყველა ბღაოდა,ვერც მაშინ ვხვდებოდი რა აბღავლებდათ და ვერც მერე მივხვდი.ყოველი შაბათ-კვირა კი ჩემი და ჩემი დის ტირილით თენდებოდა,სოფელში გვინდოდა დაბრუნება.ცოტა გაგვიჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება,მერე და მერე კი სოფელი აღარც გვახსოვდა რაც სკოლაში და უბანში ფეხი მოვიკიდეთ.
 ალბათ ძალიან მგრძნობიარე ბავშვი ვიყავი ყველა ასპექტში.კარგად მახსოვს ძალიან ადრეულ ასაკში დავიწყბე ფიქრი ბიჭებზე და ფიქრი სიკვდილზე,სიკვდილის შემგდგომ ბუნდოვან მდგომარეობაზე..რატომღაც პატარას მეგონა ადამიანები ხელახლა იბადებოდნენ.ფანტაზიაც ადრიდანვე განვითარდა ჩემს ორგანიზმში.ყოველთვის მომწონდა აკრძალული და ვცდილობდი ყველაფერი გამეგო,მაინტერესებდა რატომ მიკრძალავდნენ რაღაც ფილმების ყურებას..

 პატარაობაში ბავშვებს ხშირად მოგვიწყვია ფილმების იმიტაცია,ბევრჯერ ვყოფილვარ რომელირაც ფილმის გმირი,ხან ქალი ხანაც კაცი.ბავშვები ვცდილობდით იგივე გაგვეკეთებინა რაც კინოში იყო,მოგვწონდა ტუჩებით ერთმანეთთან თამაში.ამ დროს კი ჩვენს მშობლებს ალბათ ეგონათ მათი შვილები დედაშვილობანას თამაშობდნენ,არა..კი გვითამაშნია ისიც მაგრამ ბარბის თამაშს ყოველთვის ის სხვა ”აკრძალული” თამაში მერჩივნა.რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩვენს შეგნებაზე მაღლა იდგა,იყო რეფლექსური ქმედება ნანახით გამოწვეული და ბავშვური ცნობისმოყვარეობა.სწორედ ამ ასაკში სწავლობენ პატარები ყველაფერს,გვინდა თუ არა ეს ასეა..  მიუხედავად იმისა რომ ასეთი ,,რაღაცეები,, ტრიალებდა ჩემს თავში არასოდეს არაფერს ვიმჩნევდი.ყოველთვის ვიცოდი რომ ეს ის არ იყო რაც ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლისთვის ანა-ბანაა.ყოველთვის ვგრძნობდი,რომ ამის გამო მაგრად შეიძლებოდა მომხვედროდა.თვითონ ბავშვებიც როცა ,,თამაშს,, მორჩებოდნენ არასოდეს არ აგრძელებდნენ ამ თემაზე საუბარს,ალბათ ყველა ხვდებოდა რომ რაღაც ისე ვერ იყო.ახლა კი თქვენ განსაჯეთ რამდენად ნორმალურია ეს ყველაფერი,თუმცა ყველას გირჩევთ ჯერ ყველამ გულში ჩაიხედოთ და წარსულიც კარგად გადაქექოთ.

რაც თავი მახსოვს სკოლაში სულ შეყვარებული ვიყავი,სულ მიყვარდა და არასდროს ის,ვისაც მე ვუყვარდი,სულ ცალმხრივი სივარული მიშლიდა ნერვებს მახსოვს და მაგის გამო ცოტა არასრულფასოვნების კომპლექსიც ჩამომიყალიბდა,არასდროს არ მომწონდა ჩემი გარეგნობა,თუმცა სახალხოდ ამას არასოდეს არ გამოვხატავდი,არც მეგობრებთან,მხოლოდ ვგრძნობდი გულში.ის გონჯი სოფიკოც ჩემზე ლამაზი მეგონა,არადა ცა და დედამიწასავით ვართ ახლა რომ ვუყურებ.  თუმცა რაოდენ დიდი იყო მაცდური სურვილები,9-ჯერ დიდი იყო შიში გამხელისა,გარემო იყო ასეთი შეზღუდული და და ტაბუდადებული,მოკლედ რომ ითქვას ",,საქართველოა,,.მაგიტომაც 17 წლამდე მამაკაცისთვის არ მიკოცნია,მაშინაც როგორ გავბედე მიკვირს.  ყველაფერთან ერთად საკმაოდ ამბიციურიც გახლდით,ყველაფერში პირველობას ვცდილობდი და გამომდიოდა კიდევაც.სკოლაც ამიტომ ხუთებზე და დავამთავრე და პირველივე წელს ჩავირიცხე უნივერსიტეტში,ბიძების დახმარების გარეშე.  

  ** * *  

ჩვენს ოჯახს ალბათ საშუალო დონის ოჯახი ერქვა.დედა და მამა ორივე ქართულის მასწავლებელია,ერთი ჩვეულებრივი ინტელიგენტების ოჯახი,რომლის მთავარი ღირსება ყოველთვის წიგნი და განათლება იყო.დედას და მამას იდეალური ურთიერთობა ქონდათ,შეხმატკბილებული..მამა არასდროს შეხებია დედას ხელით,თუმცა შვილებს ორივენი საკაიფოდ გვიტყაპუნებდნენ.მახსოვს მამა დაუკრიფავში გადადიოდა ხოლმე..ერთხელ გონიც კი დავკარგე ისე მიმასიკვდილა.ვერ ხვდებოდა ალბათ რომ ამით თავს გვაზიზრებდა შვილებს,ან ასეთმა ნაკითხმა და სხვისი ჭკუის დამრიგებელს არ უნდა სცოდნოდა,რომ ძალადობა საშინელი სენია?ყოველთვის მინდოდა მშობლებისგან შორს ცხოვრება,მინდოდა გავცლოდი ტირან მამას..თუმცა უცნაურია,მაინც ორივე მიყვარს დღემდე,მიმტევებელი ვარ ძალიან...პლიუსია ეს?? კარგი თვისებებიც აქვთ ბევრი..სულ ძაგება არ შეიძლება ადამიანის.იდეალური სამყარო არ უქმნია ღმერთს და ადამიანი რომელიც ყველაზე ბოლოს იქნა სულჩადგმული,ამ ბედნიერებას არ ღირსებია.თუმცა არის კი სრული იდეალიზმი ბედნიერება?აბა წარმოიდგინეთ,ყველაფერი ისე იყოს როგორც ჩვენ გვინდა.ფული ჩეჩქვად იყოს,საყვარელი ადამიანისთვის ბრძოლა არ გჭირდებოდეს..წარმოიდგინეთ ფიქრი და რეალობა ერთი და იგივე იყოს.მე მგონია ზედმეტი სრულყოფილებისგან ადამიანი თავს მოიკლავდა.

  ** * *    

ბავშვობიდან ერთი თვისება მომყვება,წინასწარ მიყვარს ყველაფრისგან თავის დაზღვევა,ადრიდანვე ვითვლი რას რა შეიძლება მოყვეს და ჩემი აზრით ეს ცუდია.თითქოს ნებისმიერ მოულოდნელობას გზას უჭრი და გამორიცხავ.არადა სიურპრიზები მიყვარს.მაგრამ... ადამიანის ბუნება უმწეოა,ვერ წვდება ჭეშმარიტებას და ვერც მოვლენების განვითარებას განსაზღვრავს.ეს არის სხვა ძალა,დიდი და ბუმბერაზი,რომელიც აკონტროლებს ამ ყველაფერს საათის მექანიზმივით..  არც თუ ისე დალხენილი ბავშვობა გვქონდა მე და ჩემს დას,იყო პერიოდები როცა ოჯახს უჭირდა..თუმცა საჭმელი და სასმელი ყოველთვის ბლომად იყო ხოლმე.ფუფუნებაში არ მიცხოვრია ამის თქმა მინდა.საერთო ჯამში ბავშვობა კარგად მახსენდება,არაჩვეულებრივი კლასი მყავდა,ყველასთან ვმეგობრობდი.სკოლის მერე კი დავიფანტეთ,ყველამ თავისი გზა აირჩია და ის ბავშვური სიყვარულიც რაც ერთმანეთის მიმართ გვქონდა ბავშვებს თანდათან გაფერმკრთალდა.  ორი დაქალი მყავდა ბავშვობაში,აი ტრუსიკის დაქალებს რომ ეძახიან..ერთად გვიძინია და გვიჭამია,ერთი ტანისამოსი გვცმია და გაკვეთილებიც ერთად მოგვიმზადებია.უბანში პარადიც ჩვენ მიგვყავდა,აქტუალური გოგჩოები ვიყავით ყოველთვის და ყველა ჩვენს სასტავში ცდილობდა შემოძრომას.ალბათ გაგიკვირდებათ და დაქალებთან არასდროს მიჩხუბია..  გოგონებზე მეტად კი ბიჭებთან გამომდიოდა მეგობრობა,მათთან უფრო მაგრად ვერთობოდი,ფეხბურთიც ბევრჯერ მითამაშნია და ბომბობანაც.გარაჟებზეც ძაან ბევრჯერ მიძრომიალია და ა.შ ცელქი გოგო ვიყავი მოკლედ. ისე ერთ რამეს კი დავაკვირდი.ბავშვობაში მყავდა ორი ძმაკაცი(ვერ ვიტან ამ სიტყვას),ძალიან მაგრად ვიყავით ერთმანეთთან,მხოლოდ ვმეგობრობდით,მეტი არაფერი,თუმცა ჩემი თავი გამოვიჭირე იმაში,რომ რაღაც მომენტებში მათაც სხვა ბიჭებივით ვუყურებდი.მაგათ გულში კი რა ხდებოდა ამას ვერ გეტყვით,არ ვიცი.დროთა განმავლობაში ოერივესთან გამიქრა ურთიერთობა..მათგან ერთს კი ძალიან გამოვყოფ,რომელსაც სკოლის ბოლო წლებში ვემეგობრებოდი.  ძალიან უცნაურად დაიწყო ჩვენი მეგობრობა,თუ არ ვცდები მე ვიყავი 16 წლის ის 20ის.რატომღაც ერთმანეთთან არასასიამოვნო ურთიერთობა გვქონდა,თითქმის არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს,არადა ერთ სასტავში კი ვიყავით..ერთ დღესაც მოვინდომე ურთიერთობის გარკვევა და ვესაუბრე,რა თქმა უნდა პრიჩინა კონფლიკტისა ვერ აღმოვჩინეთ.მეც მეგობრობა შევთავაზე,მხოლოდ არა ლაითი მეგობრობა არამედ ამ ურთიერთობით ჩვენ ვხდებოდით ერთმანეთისთვის ძვირფასი ადამიანები და დამოკიდებულები,ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ რომ ამავე ურთიერთობას წერტილი მე დავუსვი. თითქმის ერთი წელი ვიმეგობრეთ..უაღრესად თბილი იყო ჩვენი ურთიერთობა,ამასთანავე ჩემზე ბატონობდა,რაც დამყოლი არ ვიყავი არავისთან მაგასთან დავთმე.თითქმის ყველა ნაბიჯი იცოდა ჩემი და მეც მსიამოვნებდა მის წინაშე ანგარიშების ბარება… Uამრავი ჭორი დადიოდა ჩვენზე,შეყვარებულები ვეგონეთ,რაღაც მომენტში მეც ვეჭვობდი..ხომ არ მიყვარდა? ახლანდელი გადასახედიდან,მიმაჩნია რომ ქალსა და მამაკაცს შორის თბილი და ძაან ახლო უღრთიერთობა მხოლოდ მეგობრობით არ შემოიფარგლება.ერთი მარტივი მიზეზის გამო,ქალი ქალია და კაცი კაცი,ბუნებრივი მოთხოვნილებები ყოველთვის თავს იჩენს…ყოველთვის როცა ამ თემაზე ვფიქრობ მახსენდება ფრაზა : “ქალისა და მამაკაცის მეგობრობას,საგრძნობლად აქვეითებს ღამის მოახლოება”..ნუ მართალია მთლად ღამეც არ უნდა ამ ყველაფერს,მაგრამ ჭკვიანი კაცის ნათქვამია. ძალიან უფერულად დასრულდა ჩვენი ურთიერთობა,მე დავასრულე..თითქოს ის მივიღე რაც მინდოდა და მოქმედება მორჩა….არ ვიცი ამ ურთიერთობის მაგალითზე ჩემს რა თვისებას ესმევა ხაზი??? აღიარებასავით გამომდის ეს წერა..მე თVითონ ვერ გამირკვევია როგორი ვარ და რა მინდა,ერთი ვიცი რომ სიმშვიდისკენ და ბედნიერებისკენ მივისწრაფი,სულიერი სიმშვიდისკენ.ჩემს სულში კი დღესაც ეიფორია და ქაოსია..ისე რომ დაფიქრდე,რამდენი რამის ჩადენა შეუძლია ადამიანს?ან რამდენი რამ აქვს ჩადენილი?ამ ბედკრული ხალხისთვის მიუღებელი და გასაკიცხი?ის სხვა საკითხია რომ განკითხვა მხოლოდ დ მხოლოდ ღვთის პრეროგატვაა..და როდესაც ეს ყველაფერი დამალულია და ჩვენს თვალთაგან უჩინარი,ეს ადამიანი გვიყვარს ჩვენ,პატივს ვცემთ და ზოგჯერ ვაღმერთებთ კიდევაც.თუკი ის ცოდვები,რომელიც მას მიუძღვის ღვთისა და ჩვენს წინაშე ფარდაახდილი იქნება,რატომ ვაქცევთ ხოლმე ზურგს?მერე რატომ აღარ გვიყვარს?როგორ..გირჩევნიათ ილუზიას ეთამაშოთ?ვიდრე მიუტევოთ მას წარსული და მიიღოთ ისეთი როგორიც არის?რატომ ვაიძულებთ ადამიანები ერთმანეთს ვითმშოთ?მსოფლიოს მართლა ვერ შევცვლი მე,ალბათ ასეთია კანონზომიერება,როგორც დღის მერე ღამე და ა.შ.. მაგრამ მე,ჩემს შემთხვევაში,არ ვცდილობა თავი გამოვუტენო ადამიანს ჩემი ლაყბობით,არ ვცდილობ ჩემი აზრით სხვები ვაცხოვრო!ყველას თავისი არჩეული გზა აქვს,რომელიც თოთო ბავშვობიდან მოსდევს,ცუდია თუ კარგია ეს..ბოლოს განისჯება……….. 

გაგრძელება იქნება : )

მალე : )

10 comments:

deka136 said...

აააააამმმმმმმმ


ააააამმმმმმმ

:მედიტაცია:

დავინტრიგდი გუშინ, ახლა გაგრძელებას ველოდები :აააააამმმმმმ:

Anonymous said...

momwons stili weris..........

ras gvishveba es gvadalupe da xorxe :mo:

Anonymous said...

: დეკა გაგრძელება იქნება აუცილებლად..ველი თქვენს კომენტარებს,ცემთვის მნიშვნელოვანია : )

: cursed მადლობა..იმედია თქვენს იმედებს გავამართლებ :პ

Anonymous said...

კარგად წერ,მიყვარს ტექსტი ყველანაირი ზაკარუჩკების გარეშე როა და მშვიდად რო იკითხებაა)

ნინა said...

: dreamer დიდი მადლობა :*

კრიტიკსაც არ მოერიდო თუ რამეა..

Anonymous said...

სექსები იქნება? ისე არ მინდა...

ნინა said...

: big crow წინასწარ დავაპროგნოზო? :დ :პ

Anonymous said...

მმმ..
რა თქმა უნდა პირველი ნაწილით დავიწყებ..
რაღაცით ჩემ თავს მაგონებს..
მიუხედავად იმისა, რომ მე არასოდეს ჩავსულვარ უბანში. + კლასელებმა მარტო ჩემი სახელი იცოდნენ.. დანარჩენი სკოლელები საერთოდ აზრზე არ იყვნენ მე თუ მანდ ვსწავლობდი.. და ერთ რიჟა გოგოს ვეზიზღებოდი.. ჩემზე 5 წლით პატარა მაინც იქნებოდა..
თუ ვინმე ”მიყვარდა” აუცილებლად იმასაც ”ვუყვარდებოდი”.. ეს ალბათ იმიტომ, რომ მხოლოდ იმ ადამიანებს ვაქცევდი ყურადღებას, რომლებიც ჩემ მიმართ სითბოს გამოხატავდნენ.. ხოდა ამიტომაც ”მიყვარდა” 2.. და მესამე უკვე მართლა შემიყვარდა..
კიდევ, არასოდეს შემეძლო ადმაიანთან ეგრე პირდაპირ მისვლა და დალაპარაკება. რა მე თუ ისე ვერ იყო, ჩემი ცხოვრებიდან ვშლიდი უბრალოდ

მაგრამ მაგრამ მაგონებს ჩემს თავს.. თან ძალიან. ეს უფრო შენი დამსახურებაა. ისე წერ, რომ ყველა ადამიანი აღმოაჩენს რამე თავის ნაწილს. და ამას უფრო ყურადღებით წაიკითხავს. უმნიცა

ნინა said...

: Nymphetamine შენს ბლოგზე ვიყავი,მეჩვენება რომ გამბედაობა გაკლია,ამ კომენტარშიც ჩანს ეს.არადა ძალიან ლამაზი გოგონა ხარ..
იმედგაცრუებულები კი ყველანი ვართ გარკვეული დროის მანძილზე..

დიდი მადლობაა :2კისს:

Anonymous said...

ნინა: ეგ ბლოგი ჩემი აზრების 6%ია. დანარჩენს არ ვწერ ':უსერ:
მადლობა :2კისს:

და არაფრის. საინტერესო ადამიანი ხარ