Saturday, December 13, 2008

უსასრულობა

New

10 step

ანისთან წავედი.დასთან,რომელიც არც მეგონა თუ მყავდა და რომელსაც მხოლოდ ფულის გამო ვიხსენებდი,ახლა კი მინდოდა ძალიან მაგრად ჩავხუტებოდი..
”ყველასგან მიტოვებული კაი ხანია ვყოფილვარ”,გავიფიქრე.”ვინები იყვნენ ჩემს ირგვლივ?ხალხი,რომელიც არ მიცნობს,ადამიანები,რომლებიც პატივს არ მცემენ,რომლებმაც არ იციან თუ როგორი იყო ჩემი ბავშვობა და რომლებსაც არ ვუყვარვარ.ნუთუ ეს ყველაფერი ჭირდებოდა იმ ვიღაცას,რომ საკუთარი თავი მეპოვა?გამეგო თუ რისთვის ვცხოვრობ და რა მინდა?იქნებ უკვე გვიანია?”
ის ადამიანები მინდა გვერდით,რომლებიც მიცნობენ,ვუყვარვარ და მენდობიან.ეს არის ცხოვრების აზრი,ერთი შეხედვით ადვილი გასაგები და მისაღწევი..
შიშით დავრეკე ზარი,მეშინოდა რეაქციის,მეშინოდა ისევ არ გამოვეგდე ანის ქმარს,მეშინოდა არ მენახა პატარა დისშვილი..
-ელე!რას გავხარ,რა მოგივიდა?_მისი რეაქციით თუ ვიფიქრებდი,საკმაოდ კარგად ვიყავი ნაცემი.სახლში შემიყვანა.მალე სასტუმრო ოთახში გოგა შემოვიდა.
-ამას აქ რა უნდა?!_უყვირა ცოლს_სასწრაფოდ წაერთრიოს აქედან!
არ მეგონდა ანი თუ დიდ წინააღმდეგობას გაუწევდა ჩემს გამო საყვარელ მეუღლეს.იმდენი იჩხუბეს,მგონი გოგას დივანზე მოუწია დაწოლამ...
დიდხანს ვტიროდით,ჩუმად,ჩახუტებულები.სიტყვები საერთოდ არ იყო საჭირო.უზომო სითბო იგრძნობოდა მისგან.ვგრძნობდი,როგორ მიყვარდა ჩემი სისხლის დაწილი,რომელზეც ჩემი ცხოვრებით უარი ვთქვი.
საკუთარი ხელით მომიზადა აბაზა და მაბანავა.შემდეგ ორივეს ჩახუტებულებს დაგვეძინა საწოლზე.ეს იყო ერთდროულად ყველაზე უბედური და ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში..
ბედნიერების საწყისი გახდა უბედურება და კოშმარი,რომლითაც მე ვცხოვრობდი..
დილით ჩჲმად გამოვეთხოვე და წამოვედი.არ მინდოდა ჩემი ლომკა დაენახა ანის და ჩემი სისუსტე,არ მინდოდა გული ისევ გაციებოდა ჩემზე.მინდოდა ისეთი ვგონებოდი,როგორც წლების წინ,ბავშვური და საყვარელი..
ორიოდე დღე გავძელი,მერე კი სშინელი შეტევები დამეწყო..
ადრე თუ ჩემი სურვილით ვიკეთბდი წამალ,ახლა ეს იყო ჩვეულება,ორგნიზმის მოთხოვნილება,როგორც უვარგისი საჭმლის ჭამა..სურვილის მიუხედავად მაინც ჭამ,იმიტომ რომ გშია..
ადრე თუ თუ მიტოვება არ მინდოდა,ახლა მიტოვება არ შემეძლო..
არ ვიცოდი,როგორ მომეშორებინა თავიდან ეს სენი..
ძალიან ხშირად დავდიოდი იმ პადზემკაში,სადაც კეშა უკრავდა,რამდენიც ვიყავი არ დამხვდა..გული საშინლად მომეწურ,რომ ვერ ვპოულობდი.სახლში მისვლის კი ძლიან მერიდებოდა და მეშინოდა..
”ქუჩში მობუზული დავდივარ,მეშინია არავინ დამინახოს,არავინ მომაყენოს შეურაცხყოფა,ასე მგონია ყველა ზეპირად იცის,თუ ვინც ვარ.არ მინდა ცუდი იფიქრონ ჩემზე,არ მინდა გარიყული ვიყო საზოგადოებისგამ,არ მინდა თითის გამოსშვერი ვიყო ვინმესგან..მაგრამ ისეთი უტოპიურია ეს სურვილები,რომ სიმწრის ცრემლები მერევა”
”ვგრძნობ,რომ არც ისეთი უმნიშვნელოა გარშემომყოფების აზრი..უბრალოდ მინდა,ნაცნობისთვის გამარჯობის თქმა არ შემრცხვეს და მეგობრებთან თავაწეულმა ვიარო,თუ საერთოდ შემომრჩა ისინია..ღირსება მინდა დავიბრუნო.ეს სინანულია ჩემი განვლილი ცხოვრების და იმ ცხოვრების,რომელსაც ვერაფერს ვუხერხებ.ძლა არ მყოფნის”

ფიქრი კეშაზე კი ი სევ არ მშორდებოდა,სულ მასზე ვფიქრობდი,იმიტომ რომ სითბოდა სიყვარული,ნამდვილი სითბო,მხოლოდ მისგან მახსოვს,მისგან მახსოვს ის ყურადღება,რომ სულ ერთი არვარ და რაღაცას წარმოვადგენ.თუმცა ალბათ მსასაც არ დასჭირდება საცოდავი ნარკომანი..
ვცდილობდი ნაკლები მეფიქრა..
სრულიად შემთხვევით კი ქუჩაში შემხვდ.წვერი აღარ ქონდა და იმაზე სათნო და საყვარელი იყო,ვიდრე უწინ..ვცადე თავი ამერიდებინა,მაგრამ ის თვითონ მოვიდა ჩემთან.
-ელე!_ჩამეხუტა და ესე მეგონა წამი გაჩერდა,როგრც ლექსებშია და ლამაზ რომანებში.ყველა მოძრაობა შეწყდა და მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით სამყაროში.
გულამოსკვნილი ვტირობი მის მხრებში მოქცეული.სიხარულის,სინანულის და სმწრის ცრემლები.ცრემლები იმის,რომ თავის დროზე უარი ვთქვი ამ ადამიანზე და ჩემი ”ცხოვრება ვარჩიე,როგორიც მე მინდოდა”
ყველაფერი,ყველა დეტალი მოვუყევი..ვხედავდი როგორ განიცდიდა,ვხედავდი როგორ ივსებოდ ბრაზით და როგორ იკავებდა თავს..სუ ყველაფრის მერე სიჩუმე ჩმოვარდა..არ ველოდი პატიებას და დაყვავებას,წიხლის კვრას კი ისედაც მიჩვეული ვარ..
დიდი ხანი იყო ჩუმად და ფიქრობდა,არ მიყურებდა..მისი მზერა სადღაც შორს იყო ჰორიზონტზე,რომელიც ფანჯრიდან მოჩანდა..
-შენ უნდა გამოსწორდე!_გულში ჩმიკრ და მაგრად მომიჭირა.
ალბათ ეს მჭირდებოდა,ბიძგი და დახმარება,სიყვარული,რომ დამენებებინა თავი.რაღც იმედი გამიჩნდა ისევ..
გადავწყვიტეთ,რომ აღრ გავეკარებოდი წამლს,რაც ჩემს ნებისყოფაზე იყო დამოკიდებული.
კლინიკაში კურნალობა არ მინდოდა.მერჩივნა მე თვითონ,ჩემი ნებით მეთვა უარი,წამლების დახმარების გარეშე..აქ ხომ ნებისყოფაზეა საუბარი.
ყველაფრისთვის მზად ვიყავი.
-ეს შენ უნდა გაკეთო!შენ უნდა შეძო,მე აქ უმნიშვნელო ფუნქცია მაქვს.ყველაფერი შენზეა დამოკიდებული,შენს მონდომებაზე.შეძლებ?გაიმარჯვებ..არა?მაშინ დაკარგავ ყველაფერს,რისი დაბრუნების შანსიც ახლა გაქვს.ნარკოტიკი ახლოს უნდა გქონდეს და არ გინდოდეს და არა მის არსებობას ივიწყებდე და პონტის გაჩითვის შემთხვევაში უარს ვერ ამბობდე.გესმის ჩემი?
იდეალურად მესმოდა,აი შესრულება კი არ ვიცი..მაგრამ მზად ვიყავი.მინდოდა ეს ყელაფერი ჩემთვის და კეშასთვის გამეკეთბინა.უნდა მეჯობნა წაბილწული ”მე”სთვის..

ოთახში ფარდები ჩამოვაფარეთ,შუქი არ აღწევდა..ოთახის ცენტრში,იდო სავარძელი რომელზეც შემდეგ კეშამ მიმაბა.
პირველი დღე ადვილად გადავიტანე,სულ ჩემთან იყო და რაღც სისულელეებზე ვლაყბობდით.არც ის მიბმული ხელ-ფეხი მიშლიდა და ესე მეგონა უკვე შევძელი და დავანებეთქო..
-ბევრი უნდა ჭამო,ძლიან გამხდარი ხარ.._მიმეორებდა.მხოლოდ ჭამის და ტუალეტის დროს მხსნიდა სკამიდა..
-ერთი კვირაც და წესით უნდა შეძლო ელე.._მიმეორებდა სულ..
მეორე დღე შედარებით გართულდა,მაგრამ ვითმენდი.ცივი ოფლი მასხამდა ხშირად..თვალს ვაპარებდი,გამზადებული დოზისკენ,რომელიც ოთახის კუთხეში იდო..მაგრამ,კეშას არ ვთხოვდი ავეშვი..
აი მესამე დღეს კი უკვე ვთხოვე..
-ცოტას გავივლი..მაგას კი ხელს არ ვახლებ,შენს თვ ვფიცავარ_კი როგორ არა,ერთი სული მქონდა ხელი მეტაცა..
მეოთხე დღე კიდევ უარესი გამოდგა,შეტევები დამეწყო.ვღრიალებდი და ვტიროდი,დორბბლები მცვიოდა.მოთმინება მელეოდა,ვემუდარებოდი,მაგრამ ის მაინც არ მისმენდა და სჯეროდა რომ გავძლებდი.
-უნდა შეძლო,ეს შენთვისაა დამიჯერე..
მეხუთე დღეს კი საშინელება ჩვიდინე.სურვილმა ცხოველად გადამაქცია და ტკივილმა გამაგიჟა.მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი,იმ კუთხემდე მიმეღწია სადაც იდო..
დილას როცა ტუალეტში მივყავდი,დრო ვიხელთე და გამწარებულმა ვაზა ჩავარტყი თავში.მოწყდა ადგილს,დაეცა..მე კი ტყიურივით ღრიალით ოთხში შევვარდი,ყურადღება არ მიმიქცევია სხეულისთვის რომელიც ძჳრს ეგდო..
ისევ..ნეტარების წამები,ნირვანა და ფერადი კედლები..მთელს სამყაროს დავთმობდი ამის ნაცვლად ალბათ,არამც თუ კეშას რომელსაც ჩვარტყი..
”ჩავარტყი”,”დაეცა””მე ჩავარტყი”..ნელ-ნელა ცნობიერება დამიბრუნდა და გიჟივით წამოვხტი.მეშინოდა მიხლოების და საშინელმა კანკალმა ამიტანა,ცრემლები კი თვისით მოდუიოდნენ..სისხლში იწვა.გაქვავებუი ვიდექი და შემდეგ ჩემმა ღრიალმავე შემაძრწუნა..
როცა გონზე მოვედი უკვე ყველაფერი გარკვეული იყო და თვს კეშს მეგობარი დათო მედგა...

Friday, December 12, 2008

უსასრულობა

New

9 step


ცხოვრება ყველას უმზადებს გამოცდას,ჩაბარება კი ალბათ რჩეულთა ხვედრია.მე ჩავიჭერი პირველსავე ცდაზე,მას მერე მქონდა ხელახლა ცდის შანსი,მაგრამ არ გამოვიყენე.
რაც უფრო ბევრს ვფიქრობ,ვხვდები რომ ბედისწერა არსებობს.ადამიანის ცხოვრების სცენარი უკვე დაწერილია.რაც არ უნდა იფთრთხიალო და ფეხები ფშიკო მაინც ის მოხდება,რაც უკვე იმ დიდმა ვიღაცამ გიანდერძა,ვინც ყველას ცხოვრებას ახდენს.
არ არის ადამიანი საკუთარი ბედის მშენებელი.ადამიანი მარიონეტია,პატარა მარიონეტი.ცხოვრება კი დიდი თეატრი,აი როლების განაწილების პრინციპს კი მაინც ვერ ვხვდები.
რა არის ჩემი როლი?მე ალბათ სივრცეში დაკარგული ადამიანის როლს ვთამაშობ,რომელსაც საკუთარი თავი ვერ უპოვია..და იპოვის კი ოდესმე?მე ალბათ ის როლიც მაქვს,რომ ჩემი შეცდომებით სხვას ვასწავლო ცხოვრება.ფაქტიურად საცდელი კურდღელი,რომელიც დავირუსებულია და თვითონაც არ იცის რამდენი დრო დარჩა.ანტივირუსის ქვეცნობიერი იმედი კი ძალიან პატარაა..
დაგეგმილი რომ არ იყოს ყველაფერი,მე ხომ შევდძლებდი შეცვლას და უარის თქმას საცდურზე,რომელიც თითქმის ყოველ ნაბიჯზეა.
ვინ იცის,იქნებ დადგეს დღე და ყველაფერი სიზმარი აღმოჩნდეს,დილას ისევ ჩვეულებრივად დავინახო ფანჯრიდან შემოსული მზე და გამიხადეს გათენება..ეს ჩემი ბავშვური ოცნებები..თორემ რეალობა გაცილებით სხვაა და მკაცრი.

თვალი გავახილე..მზის ნაცვლად ჩაბნელებული დარაბები დამხვდა.არც გაღვიძება გამხარებია და რეალობაც ნამდვილად არ იყო სიზმარი.სხეული მითრთოდა და ტანი ძლივს ავწიე..ნიკუშა ვერ დავინახე,გამიხარდა.ჯერ ერთი იმიტომ,რომ უკვე ზიზღს მგვრიდა მისი პიროვნება,მეორეც მეგონა წამლის საშოვნელად იყო წასული.
ჭაღი ავანთე და სიგარეტის ძებნა დაიწყე.
-როგორ დასუსტებლხარ და მოტეხილხარ ელე.._გამცრა ტანში,ეს ხომ გიგია,რომელთანაც ნიკუშას იდეით სარეცელი უნდა გავიყო ფულის სანაცვლოდ?!
-აქ რა გინდა?გგონია ყველაფერი ისე იქნება როგორც დაგეგმეთ?
მომიახლოვდა და ძალად დამსვა სკამზე.
-მისმინე ჩემო კარგო,მე არაფერი დამიგეგმავს,მით უმეტეს ნიკუშასთან,მაგას თუ რაღაცეები ელანდება,ჩემი პრობლემა არაა..მეორე შენ.აი შენ! ისეთ პოზიციაში არ ხარ,რომ პრეტენზიები წამომიყენო და თამაშის წესები იკარნახო.მე აქ მოვედი,რომ დაგეხმარო და შენი მშიერი ვენები გავაძღო,მაგრამ ხელი ხელს ბანს.. ყველა ვარიანტში შენ განწირული ხარ,ჩემთან თუ არ დაწვები,მაინც სხვა გიხმარს და მერე წამალს მოგიგდებს,და ეს არ იქნება 1 და 2.ეს იქნება ბევრი რადგან რამდენი ლომკაც გექნება,შოვნა შენი ტრაკით მოგიწევს და არა იმ სირის,რომელთანაც ახლა ხარ.და რომლის მოშორებაც მე არ გამიჭირდება..
თვალები გამიფართოვდა,ამ ყველაფერს ნიკუშას ძმაკაცი ამბობდა.თუმცა არც ნიკი განსხვავდება ამისგან რამით,როცა დათანხმდა რომ საყვარელი ქალი ძმაკაცთან გაიყოს.თუმცა რაღა საყვარელი,არც კი ვიცი რა ვარ მისთვის..
-შენ გინდა თქვა რომ ნიკი გაგყავს თამაშიდან??არ შემიძლია,მე ზურგს უკან არაფერს არ ვიზამ,შენ კი ნაბიჭვარი ხარ ძმაკაცს მიწას რო უთხრი!
-იზამ ელე იზამ,შენ მე უფრო გჭირდები ვიდრე ის ჱლე,რომელსაც წამლის შოვნის თავიც არ აქვს.შეხედე შენს თავს რას გავხარ,კაცი ზედ არ შემოგხედავს,თუ დამთანხმდები არ წააგებ,თავსაც მიხედავ და არც ყოველ მეორესთან მოგიწევს ჟიმაობა ფულისთვის.არც უნდა დაფიქრდე,ფაქტიურად ჭაობიდან გამყავხარ.
-რატომ აკეთებ ამას? რა დაგიშავა?_რევანშის სუნი მცემს,ოღონდ გონზე არ ვარ რა ხდება..სამაგიეროს რომ უხდის მაგას სხვა ფიქრი არ უნდა..
-მე ჩემი ინტერესები მაქვს და მაგას არ შერჩება,სხვის ნივთს რომ ხელი დააკარა..ეგ შენ არ გეხება და ნუ გარევ საკუთარ თავს.
ასე დაასრულა საუბარი გიგიმ..
მე კი ვხვდებოდი,რომ ერთი საშინელებიდან მეორეში მიწევდა გადასვლა და სხვა გზაც არ მქონდა..მე ხომ მარიონეტი ვარ.

ერთ თვეში უკვე მასთან ვიყავი,ერთად ვცხოვრობდით.თავიდან მართლა არაფერს მაკლებდა,რაც მთავარია წამალი დროზე მქონდა და არ მიწევდა კრიზისების გადატანა.ნელ-ნელა კი ყველაფერი შეიცვალა.
”ნამდვილი სათამაშო ვგონივარ,რომელიც უხმოა და უემოციო..გასართობი,რომელიც ნებისმიერ სურვილს ასრულებს..მომართავ და იბზრიალებს”
ერთხელ რომელიღაც ტუსოვკაზე,მაისური შემომხადა ყველას თვალწინ.შეიძლება დიდი არაფერი,მარამ ძალიან დამცირებულად ვიგრძენი თავი,მინდოდა მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე,ის კი იცინოდა..”ნახეთ რა ლამაზი გოგო მყავს.ნახეთ!”ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო და გამეხადა,საერთოდაც გავშიშვლებულიყავი რა თქმა უნდა არ განვიცდიდი,მაგრამ ეს არ იყო ჩემი ნება..ეს მხოლოდ ნიკის დემონსტრირება იყო,თუ როგროი ენამოჭრილი ქალი ყავს და როგორ ბატონობს მასზე.
’ვგრძნობ,რომ ყელში მებჯინება რაღაც და ვივსები,რომ გავივსები რა უნდა ვქნა?გამოსავალს ვერ ვხედავ,ასე მიწასთან გასწორებული არასდროს ვყოფილვარ.
რატომ ვითმენ და ვეგუები ამ ყველაფერს?რატომ ვცხოვრობ ჯოჯოხეთში ჩემი ნებით?
მხოლოდ ერთი რამის გამო!
დასწყევლოს ღმერთმა!
ნეტა შემეძლოს შევეშვა..ნეტა შემეძლოს..ნეტა..”
გამოვფხიზლდი ფიქრებიდან,შუბლზე წვას ვგრძნობდი,თავს ვურტყამდი კედელს..”ალბათ ვგიჟდები ნელ-ნელა..გამოსავალი რა არის?თვითმკვლელობა,ყველაზე ადვილი ერთი გადასახედიდან და რთული მეორედან..მაგრამ მე არ მინდა სიკვდილი.სიცოცხლე მინდა,ჩემი პატარა სიცოცხლე, ჩემთვის”
ცრემლი წამსკდა..
ასე ხდებოდა თითქმის ყოველ კვირა,რაღაც იფეთქებდა..მერე კი ისევ რეალობა..

ერთ საღამოს ძმაკაცთან ერთად მოვიდა.სამივემ მივიღეთ დოზა.შემდეგ მომეფერა,როგორ ჩვევია სექსი გვაქვს ხოლმე.მაგრამ ამ ადამიანის თანდასწრებით ნამდვილად არ მინდოდა,პორნოვარსკვლავის როლში ყოფნა.
გავუძალიანდი..გაცოფებულმა ხელი დამარტყა
-რას იტყვი ლევან,მაგარი ქალია?_მიუტრიალდა მეორეს.შეშინებული დივანზე ვიჯექი და ვკანკალებდი.მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი,როგრმე გამეღწია აქედან...
-იქნებ ლევანი უფრო მოგწონს?რას იტყვი?_კიდევ დამარტყა და მერე მხოლოდ ის მახსოვს,თუ როგორ მხდიდა ”ის მეორე”.გიგი კი იჯდა და მანიაკალურ სიამოვნებას ღებულობდა.მთელი ხმით ვღიალებდი,სულ ტყუილად..მერე გავჩუმდი და მხოლოდ სიკვდილი მინდოდა,მეტი არაფერი..მხოლოდ ერთი რამ,რაც ესე მიუწვდომელი აღმოჩნდა იმ მომენტში ჩემთვის..განსხვავებით სხვა უბედურებისგან,რომელიც ცხოვრებაში თავს დამტყდომია.
ჩუმად გამოვიპარე,როცა დაწყნარდნენ..ალბათ ორივეს ეძინა.მთელი სხეული მტკიოდა,ტუჩი კი სისხლით მქონდა მოთხვრილი.არაფერზე არ ვფიქრობდი,უბრალოდ ვეძებდი..ისეთ ბანალურ სიტუაციას,რაც ხიდს და მტკვარს უკავშირდებოდა.

უბრალოდ მინდოდა დასრულებულიყო ეს ყველაფერი,რომელსაც ბოლო არ უჩანდა..

მღვრიე მტკვარი,ბინძური და ბევრი ცოდვით სავსე..3-4 და თუ მოვინდომებდი გადავხტებოდი.
არ ვიტყვი,რომ ბეწვზე გადამარჩინეს და ხიდზე მდგომი დამიჭირეს.უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი გოგონა მოვიდა და რამოდენიმე სიტყვა მითხრა:
-თავის მოკვლით შენ ვერ იპოვი სიმშვიდეს,იქნებ რა გელოდება სიკვდილის მერე?სრული გაურკვევლობა.მაგას კიდევ,გარკვეულიო ჯოჯოხეთი გერჩივნოს,რომელიც გამოსწორებადია თუ საკუთარ თავში ძლას იპოვი..
მეორედ მოსვლის შანსი კი შენ აღარ გექნება!
სიმშვიდე მომგვარა მისმა საუბარმა,და დამაფიქრა,თითქოს იმედის სხივიც გამიჩნდა..არა სხვის,არამედ საკუთარი თავის იმედი,რომელსაც თითქოს მივუახლოვდი და ვპოულობდი..

”ნეტა ეს ილუზია არ იყოს”

Saturday, October 4, 2008

უსასრულობა

8 step

ბლინ ჩემი თავის მიკვირდა,რეები ვუთხარი ადამიანს,რომელიც ერთ დროს ალბათ სიცოცხლეს მერჩივნა..კინაღამ მოვკალი,თუმცა  გული მიგრძნობდა რომ ეს მხოლოდ ნარკოტიკისთვის არ იყო,ძველი ჭრილობები გამეხსნა და გადმოვანთხიე..მსიამოვნებდა მისი შეშინებული სახის ყურება,როგორ მებრძოდა და როგორ ვამარცხებდი.

-შენ ნუ გგონია ნიკუშას უყვარდი,მხოლოდ ფული უნდოდა შენთან მეტი არაფერი,ეგ რომ არა სანაგვეზე მოგისვრიდა..ახლა კი იოცნებე შენმა ძვირფასმა მეუღლემ არ შეიტყოს შენი თავგადასავლების შესახებ,ცუდი არ იქნება მის რქებს პირველმა მე მოვეფერო..რას იტყვი? _ბედნიერი  სახით ვუყურებდი და დავცინოდი,ალბათ ის მიიღო რაც  ეკუთვნოდა..თუმცა მე მაინც არარაობა ვარ და იარაღი,რომლის მეშვეობითაც ვიღაცას რაღაცა მიეზღო..

-წყალწაღებულ ნარკომანს არავინ დაუჯერებს!_მართლა არ მახსოვს რას ვაკეთბდი,აზრზე მოვედი მაშინ,როდესაც მისი ხროტინი შემომესმა..ვახრჩობდი და დავახრჩობდი კიდევაც,უბრალოდ რაღაცამ მომაბრუნა და გონზე მოვედი..შეშინებული მიყურებდა,აკანკალებული  პატიებას მთხოვდა და ცრემლებს აფრქვევდა..

თვითონაც გრძნობდა,რომ ეს არ იქნებოდა ბოლო შემთხვევა..ალბათ ხვდებოდა,რომ მისი ყოველდღიური კოშმარი ვიყავი.რა თქმა უნდა გამოსავალს დაუწყებდა ძებნას..

ვერც კი ვიგრძენი ისე მომეპარა ეს ყველაფერი უკნიდან და ზურგში ჩამცხო..

როცა ფული გვქონდა მე და ნიკი ბედნიერები ვიყავით,როცა არა ერთმანეთს ვჭამდით,ნიკის შევეჩვიე და შევეგუე როგორც ჩემს ყოველდღიურობას,მასზე ახლობელი მაინც არავინ მყავს,ერთადერთ რამეზე გვიწევს ზრუნვა და ერთი ინტერესები გვაქვს,მერე რა .. ორივეს გვგონია რომ ცხოვრება ვიცით და მუღამიც დავუჭირეთ,თვალებს ვხუჭავთ და ჩვენს პატარა სამყაროში ვხოვრობთ..

ბედნიერრების წუთები კი ზენიტამდე მაშინ მიდიოდა,როცა ორივენი გავცურავდით ვარდისფერ სამყაროში და ამ დროს ჩართული იყო ჩვენი საყვარელი მუსიკა,ქალის ლამაზი და დრეკადი ხმა,მთელს სხეულში ჩასახლებული სულივით იყო..ემოციების პიკი,სადღაც უდაბნოში გგონია თავი და ირგვლივ აქლემების ქარავანია,ბედუინები დადიან და ლამაზი ქალები კი შენს ირგვლივ ცეკვავენ...სიცხეს კი ვერ გრძნობ..დიდი ხანი ვეგდეთ ხოლმე ასე ძირს,ზოგჯერ კი მე ვცეკვავდი ნიკუშასთვის მთელი არსებით და გულით,ეს ყველაფერი გავდა არარსებულ სამყაროს რომელიც ჩვენ შევქმენით და რომელიც შუშის იყო.. წამიერი სიამოვნება..ცოდვით სავსე სიამოვნება..

დროთაგანმავლობაში ფული შემოგვაკლდა,ლიკუნა სადღაც იკარგებოდა და ვერ ვპოულობდით,მაშინ კი ჯოჯოხეთი იყო ჩვენი თანაცხოვრება,რა თქმა უნდა უნარკოტიკოდ ნიკუშა არაფერი იყო ჩმთვის..სრულიად არაფერი და მის სანაცვლოდ დ გვრდზეც კი გადავდებდი,ალბათ შესაბამისად ნიკიც,მართალია ამბობს რომ ვუყვარვარ მაგრამ წამალი ყველაზე მეტად უყვარს.. 

რამოდენიმეჯერ კეშა შემხვდა,ვიძაბები რომ ვხედავ და რატომღაც სინდისის ქენჯნა მეწყება მისი ნახვისას,განვიცდი და საკუთარ თავს ვაძაგებ..მისი სითბო მიღვიძებს რაღაცას რაც ჩემში კაი ხანია დაიკარგა და გაქრა..უბრალოდ კი სინანული იღვიძებს.რამდენჯერმე მთხოვა დანებება ყველაფრისთვის და შემპირდა რომ დამეხმარებოდა,რომ გამოვძვრებოდი..ერთი პერიოდი ვფიქრობდი კიდევაც ამაზე,მაგრამ რა თქმა უნდა ვერ შევძელი..უბრალოდ ათასში ორჯერ გავუვლიდი და ვუსმენდი თუ როგორ უკრავდა,ვუსმენდი და ვინაბებოდი,მერე კი ისევ ჩემს ”სახლში” ვბრუნდებოდი,სადაც მხოლოდ ორი რამ იყო..ნიკუშა და კაიფი..

რა თქმა უნდა,მხოლოდ ნარკომანი არ ვარ ..ჭკვიანიც ვარ და მიხვედრილიც,ალბათ წინასწარმეტყველების გრძნობაც გამაჩნია..რა თქმა უნდა ლიკუნამ ივაჟკაცა,დაკარგვა არ იკმარა და განსაცდელშიც ჩაგვაგდო..

სანამ ერთ დღეს პოლიცია არ დაგვადგ თავზე,მანამდე ვერ მივხვდით ალბათ რომ დანძრეული გვქონდა..დაგვფაქტეს,ნარკოტიკის შენახვა და მოხმარება..წინასწარი დაკავების საკანი,ზედამხედველის ნაგლი მზერა,საკანში შემოპარული ლომკა და სიკვდილთან ჭიდილი...უნიჭო ადვოკატი..წრიალი და ნერვების წიწკნა,თვალები ჩამილურჯდა..დედა მოვიდა ერთ დღესაც..მოვთხოვე სახლი გაეყდათ და ჩემი წილი თავდებად დაედოთ,სხვანირად არ მიშვებდნენ..ნიკუშას კი ვინ გამოიყვანდა ალბათ ისევ მე..დედაჩემი შეურაცყოფილი  მეჩვენა თითქოს მაგრამ ეს ყველაფერი მე ფეხებზე მეკიდა,მხოლოდ ის მინდოდა გავსულიყავი აქედან..2 თვე გაიჭიმა,საშინელებას დავემსგავსე,ქალი არ მერქვა ალბათ,საკუთარ თავს ვპირდებოდი რომ გადავაგდებდი საშინელებას,რომელმაც ამ დღეში ჩამაგდო..

მზის შუქის დანახვისთანავე ვიგრძენი რომ ადამინი ღმერთმა სამადლოდ  მოავლინა და  გადავწყვიტე ეკლესიაში შევსულიყავი და მადლობა მეთქვა მისთვის ამის გამო..თუმცა ყველას არსებობა,ცხოვრება ხომ არაა?მაინც მადლობა რადგან ვცოცხლობ..

რამოდენიმე დღეში ნიკის გამოყვანაც მოვახერხე..მინდოდა სერიოზულად დავლაპარაკებოდი,მინდოდა დაგვენებებინა..თვითონაც მგონი ჭკუაში დაუჯდა შეშინებული იყო..აქ მთავარია გამძლეობა,რომელი როდემდე გავძლებდით..თუმცა ეს ყველაფერი დიდ ხანს არ გაგრძელებულა,ან რა გაგვაძლებინებდა..როგორ და რანაირად?ერთ დღესაც ისევ მივეცით კმაყოფილებას თავი და ისევ გადავეშვით სხვა ტალღაში..”ალბათ არ არის გზა რომ სხვანაირად ვიარო,იყოს როგორც არის” ეს სიტყვები მიტრიალებს რატომღაც ყოველი დოზის წინ თავში,გამოსავალს კი არ ვეძებ..

ფული? აი ისევ ფული და სულ ფული..არავინ არიგებს ისე უბრალოდ არაფერს..არავის არ უნდა ნარკომანი სამსახურში,არავინ არ მეგობრობს ნარკომანთან,არავინ გასესხებს  ფულს..არავინ შეგიყვარებს.ყველს ეშინია მათთან სიხლოვის..

მაგრამ ზოგჯერ ნარკომნსაც აქვს სინანულის გრძნობა,არც ისე იშვიათად..სურვილი აქვს გამოსწორების,მაგრამ ძალა არა და ერთეულები შეძლებენ მხოლოდ ამას!არასოდეს მიფიქრია ჩემი თავი თუ იყო  მათ სიაში..

ნიკუშამ ფეხი ფეხზე გადაიდოსავით,ფულს ვეღარ შოულობდა.. აქ კი დამერხა,რა უნდა მექნა,ვერ ვიბოზებდი ნაღდად..არ მჯერა რომ აქამდე მოვედი,არ მჯერა..ნეტა სიზმარი იყოს,ცუდი სიზმარი..მეორე დღეს რომ ეფრემ ვერდს გადაშლი და წაიკითხავ თუ რას ნიშნავს...მაგრამ არა,შენც არ მომიკვდე..ეს რეალობაა!

დედასთან ვიყავი რამოდენიმეჯერ,ანისთანაც..ანი გათხოვდა ხო მართლა,არაჩვეულებრივი ქმარი ყავს..პატარაც ეყოლება მალე..

საბოლოოდ კი დედაც მოგიხურავს ცხვირწინ კარებს..არ მიგიღებს და დაგემალება..უარგყოფს და მოგაფურთხებს..

ანის ქმარმა კი კაი ხანია მათთან მისვლა ამიკრძალა,მითხრა საშიში ხარო..არადა ჩემს დაიკოს ვნახულობდი ..ახლა ვგრძნობ როგორ მიყვარს ანი,ჩემი პატარა დაიკო,მაგრამ მასთან ვერ მივდივარ,თუმცა ვიცი ალბათ შესაძლებლობა რომ მქონდეს მასაც ვთხოვდი ფულს..ე.ი მისი მეუღლე მართალია,საშიში ვარ..ამ მათ პატარას როგორ უნდა მოვეფერო..

ერთ საღამოს კი ნიკუშასგან ერთი ”მომგებიანი” წინადადება მოვისმინე და საგონებელში ჩავვარდი..

Tuesday, September 30, 2008

უსასრულობა

7 step

 მხოლოდ იმაზე ფიქრში შეიძლება დავბერდე თუ ვინ არის შესანიშნავი ტრაგიკომედიის ავტორი,ნორმალური ადამიანი კი ძალიან ცოტა დროს ატარებს ამ ყველაფერის გარკვევაში ალბათ.ყოველდღიურობა აი რა მავიწყდება მე..ხელებს ძალიან ფართოდ ვშლი და მაინც ვერ ვწევდები,სივრცეს მაინც ვერ ვიპყრობ,უზომოდ დიდია.მილიონობით განზომილებით,მილიარდობით მოქმედი სხეულით,განუსაზღვრელი შესაძლებლობებით.უსასრულობას ისევ უსასრულობა შთანთქავს.სრული ქაოსი და ეიფორია..მოდი და ეძებე ამ ყველაფერში შენი გზა და ფეხი არ აგერიოს..აშკარად ვართულლებ ცხოვრებას,თან ვიცი დასასრულს იმის ნახევარიც არ მეცოდინება,რამდენიც მინდა ვიცოდე..

 ალბათ პრეტენზიაც არ უნდა მქონდეს საკუთარი თავის სიყვარულის,არადა რომ მკითხოთ ყველაზე მეტად მე მიყვარს იგი..საბოლოოდ კი ჩაკბეჩილ კარალიოკს დავემსგავსები,რომელის ჭამასაც არავინ ისურვებს.ჭკვიანი ადამიანი ჩემსავით დინებას არ გაყვებოდა,არც ყველა სურვილს აუსრულებდა საკუთარ თავს,არ იცხოვრებდა რეფლექსებით.ზოგჯერ მწკრივში ჩამდგარ რომელიმე მეს მაინც დაუგდებდა ყურს და დაუჯერებდა..გაორება კი არა გაათება მაქვს..თუმცა ყველა მეს ძალიან უყვარს სიცოცხლე..აი საერთოდ ამ გაათმაგების..

 განძის მაძიებელივით ბედნიერებას დავეძებ,კუდში დავდევ და მაინც ვერ მიპოვია,სამაგიეროდ ოხრად ჩავარდნები მაქვს ყველაფერში,წინ კი არა უკან ვდგამ ნაბიჯებს.

მომბეზრდა კეშას თბილი და მომაბეზრებელკი საუბრები არ მიმდის ამ ადამიამთან არც გული და არც სხეული,არადა მე მგონი ერთადერთია ვინც მაფასებს და ისეთი ვუყვარვარ,როგორი არარაობაც ვარ..

ამ ხნის განმავლობაში არც უნივერსიტეტი მომიკითხვს,ალბათ უკვე გამრიცხეს კიდევაც..თუმცა არ ვდარდობ რატომღაც.დედა შემეხმიანა,სახლში დაბრუნდიო..ანი ჩმოსულა კიევიდან,ალბათ ორი წელი გავიდა რაც არ მინახავს დაიკო,მომენატრა,ერთხელაც ვნახავ დ გულში ჩავიკრავ..დედას კი უარი ვუთხარი,ყველაფერი მისი ბრალია,ახლა უფრო ბედნიერია ალბათ,მამა ხელს არ უშლის არაფერში და მეორედაც თავისუფლად გათხოვდება.

ნიკუშას მხარეს მომიხდა წასვლა,თავის სოროშია ალბათ ძველებურად..უზომოდ მომეძალა სურვილი მენახა..დიდ შეცდომას ვუშვებდი..თუმცა მე ხომ უპრინციპო ადამინი ვარ და არ გაგიკვირდეთ..

-ვიცოდი,რომ მოხვიდოდი..

ვცადე უკან გამოვბრუნებულიყავი,მაგრამ რომელიღაც მემ უარი მითხრა და მომერია..ჩვეულებრივზე გაციელბით გამხდარი იყო ნიკუშა.თითქოს არაფერი მომხდარა,ჩამოვჯექით და ჩვენ-ჩვენ ცხოვრებაზე ვსაუბრობთ,რა აზრი აქვს მაინც წარსულის გახსენებას..უბრალოდ იდიალია ზარმა შეწყვიტა,რომლის მოწმეც და მონაწილეც გავხდი..

-მე მგონი ჯობია წახვიდე.. მაგრამ მე დავრჩი..

სულ მალე ვიღა ტიპი მოვიდა და მოიტანა.ნიკუშა ასე განათებული და ”გასხივოსნებული” არასდროს მინახავს,აცმუკდა და მალევე შეუდგა განაწილებას..

ადამიანური ნეტარება არ შეიძლება იყოს ამაზე დიდი და სიამოვნება განუსაზღვრელი..ვგრძნობ როგორ მიპყრობს რაღაც და მაკონტროლებს.ამ დროს ადვილად წვდები ვარსკვლავებს და ყველაფერი შენია,ყველაფერი გიყვარს..არა,ბოდიში..გკიდია ჯასთ..

შეგრძნებები ათმაგდებადა ყველაფერი დადებით აურას იძენს..ნელ-ნელა კი სიამოვნებისგან კატასავით იკუნტები და თავს აძლევ..სექსიც სულ სხვაა,აბსოლიტურად სხვა და გაცილებით სასიამოვნო ვიდრე ეს ოდესმე მქონია,მოფერებაც სხვაა და ნიკუშაც..იქამდე ”ვიბრძოლეთ” სანამ ორი სხეული არ დაიქანცა და ორივენი ძირს არ დავეგდეთ...

-ჩემო პატარა,შენ იმაზე გაცილებით მშვენიერი ხარ,როგორიც შეიძლება ქალი იყოს..არავისთან სექსი ასე  არ მომწონს როგორც შენთან.დარჩი.. 

უარი არ მითქვამს,დავრჩი და არც ნარკოტიკი ყოფილა ჩემთვის პირველი და უკანასკნელი,როგორც ამბობენ შემომეჩვია და ყოველდღიურობად გამიხდა,აი ჩემმა ფიქრებმა გლობალიდან ერთ ნივთიერებაზე გადმოინაცვლა..აი სად დამერხა,აშკარად ვგრძნობდი,რომ გასავლელი გზა კიდევ უფო დამიმოკლდა და დამიმძიმდა,თუმცა ამაზეც ფიქრი ალბათ დიდი ბედნიერებაა ჩემთვის რადგან მხოლოდ ერთ რამეზეა ყველაფერი ორიენტირებული უკვე...

გაირკვა ისიც,რომ ნიკუშას ფულს ლიკუნა აძლევდა..ამაზე ძალიან დავიბოღმე,მოვთხოვე დაშორებოდა და აღარ ენახა..მაგრამ პასუსი აი ასეთი იყო:

-თუ ფულს შენ იშოვი,რა პრობლემაა!

რა თქმა უნდა გავჩუმდი,რისი ტრაკი მქონდა და მოვკეტე..ასე შევეგუე საკუთარი თავის მიწასთან გასწორებას და თავმოყვარეობის შელახვას..

თუმცა ერთ დღესაც ტუზმა გვიმტყუნა ორივეს და ლიკუნამ თვითონვე დაგვადო..აღარ უნდოდა ფულიანი საყვარლის თამაში..დავრჩი მშრალზე.ეს მაშინ როცა მე უკან დაბრუნებას ვერ ვახერხებდი..ნიკუშა გამხეცებული დადიოდა და ადამიანობის პირი არც უჩნდა..

-დღეიდან შენც მოგიწევს ამაზე იზრუნო!ხელს გაანძრებ და როგორც გინდა ისე იშოვი გაიგე?

-რა უნდა ვაკეთო ნიკი,არაფერი შემიძლია,იქნებ ლიკუნადითანხმო ისევ ..უკვე მე ვთხოვდი ამას და ავკანკალდი..

-გამორიცხულია!მაგას რა ენაღვლება ხვალვე იშოვის შემცვლელს..

საშინელმა აზრმა გამიელვა თავში,ჩემს თავს უკვე ვეღარც ვცნობდი..აზროვნების ყველა უჯრედი გამეხსნა,არარაობა გავხდი და ბოროტებამ შემიპყრო..იმ მომენტში კი საკუთრ ღირსებაზე არმიფიქრია,ანდაც სად აქვს ნარკომანს ღირსება..სასაცილო გავხდი ყველას წინაშე..

-არ არის საჭირო მაგას ეხვეწო! ისედაც მოგვცემს..

ლიკუნასთან იმ დღესვე ავედი..

Monday, September 1, 2008

შავბნელი დამსდევს

მოკლედ კი გადავწყვიტე,რომ ამ ბლოგზე მხოლოდ ნოველები და ა.შ დაიდებოდა მაგრამ ახლა ისეთი ნერვებ მოთხრილი ვარ რო რავი..უნდა დამეწერა ეს პოსტი.

ბევრი ფიქრის მერე გაგრძელება მოვუპოვე მოთხრობას და გონებაში სიუჟეტიც შევადგინე,მაგრამ რად  გინდა..ბლია წყალში ჩამეყარა.დილით ადრე იმისთვის ავდექი რომ მეწვალა,მებეჭდა და მერე წამშლოდა??არა,სიამოვნებით კი ვბეჭდავდი..იმიტომ რომ აშკარად მაკმაყოფილებდა ჩემი ფანტაზია,არადა ასეთ მუზაზე იშვიათად ვარ ხოლმე :(

ვინც კითხულობთ ამ ყველაფერს,მე მაპატიეთ :ს ხვალ კი ალბათ ქობულეთში წავალ და მოთხრობაც ტაიმ აუტს აიღებს ცოტა ხნით...

რაღაც ბოროტი ძალა დამსდევს აშკარად..

ჯერ იყო და ”ფიტოხლართი ჭიქაში” ისე გაქრა თვალი ვერ მოვკარი ამ დილას..

ნეტა რა ხდება,ვინმემ ხომ არ შემილოცა? :დ

იქნებ ბოღმა ნანამ და ბოღმა ნინომ დამწყევლეს? ა? :დ

Wednesday, August 27, 2008

უსასრულობა

6 step

”შენ და მე.. შენ თუ გაგაჩინა მზემ”ჰაერს არხევს ჩaხლეჩილი და სევდიანი ხმა,არა რა ნიაზი..”ბებერი კეშა” პადზემკაში,გაღეღილი საროჩკით და მოშვებული წვერით.სუულ სხვანაირად მღერის,თავისუფლად და თავისებურად..და არც ისეთი ბებერია,როგორც ეძახიან.

წყვილ-წყვილი გაუბედავი თვალები და ხურდების ჩხაკუნი,ჩaხუტებული წყვილები და მოკისკისე,უდარდელი გოგონები.

პირიდან ორთქლი ამდის ძaლიან ცივა ეტყობა,თუმცა ცოტაოდენი არაყი შეგრძენას მიკარგავს და გახურებული ვარ,მე არ მცივა.ორივენი ვმღერით,არ ვიცი რამდენად გამომდის სიმღერა,კეშა მიცინის  და ვმხიარულდები..მერამდენედ ვარ აქ,უაზრო დროს ვფლანგავ და გულს ნიავს ვაყოლებ..ერთხელაც ადამიანს უნდა ეყოს ძალა და ყველაფერი დაიკიდოს...

ნახევარი წელი გავიდა მამას გარდაცვალებიდან გულის შეტევით.რაც აღარაა,სახლში არ მივდივარ დედაჩემი გრძნობს ალბათ მასთან ვერ ვიცხოვრებ,ჯოჯოხეთია ჩვენი  თანაცხოვრება..მამას სკვდილში რომ ბრალი მიუძღვის ალბათ ამასაც გრძნობს,რომ არა ბოლო დროინდელი მათი დაძაბული ურთიერთობა,ალბათ არ მოკვდებოდა მამა..შეიძლება ასე ვარაუდით არ ღირს აზრის გამოთქმა მაგრამ,არასდროს მინახავს დედა და მამა ასე გადაკიდებული,როგორც ბოლო დორს იყვნენ...

ვნანობ,რომ ძალიან ცოტა დრო მაქვს მამასთან გატარებული..ახლა კი ის აღარაა,ცხოვრებაშივე ვერ ხვდება ადამიანი უმთავრესს,მერე კი გვიანია...

რატომღაც სულ პოზიტივი მახსნედება მამასთან მიმართებაში,ცუდი რაც იყო თითქოს ყველაფერი დაილექა.ბოლოს ვხვდები რომ ძალიან მიყვარდა მამა.

ალბათ ასე უნდა ყოფილიყო ყველაფერი,როგორც არის,ვფიქრობ და სულ ბოლოს მოგონებებს თავს ვანებებ..

ხალხი უკვე კანტიკუნტად დადის,აღარც გოგონების კისკისი არღვევს გაყინულ ჰაერს,არც ხურდა ფულის ჩხაკუნი.კეშა იბარგება და უსიტყვოდ მიდის,ისევ მიტვებულის გრძნობა მიჩნდება,ჩუმად ვზივარ კედელთან და თვალს ვაყოლებ..დრომოჭმული ნათურა ძლივს ბჟუტავს,უზარმაზარ პადზემკაში.არსად წასვლას არ ვჩქარობ,ისედაც ალბათ ყველას ყელში ვყავარ გამჯდარი,ხან რომელ მეგობართან ვათენებ ხან რომელთან..ჰეჰ,ალბათ გოგოს სულ არ შეეფერება ასეთი საქციელი.მაშ რა შემეფერება ნეტა?ოი დიდო ზეცავ...მომეცი ნება გავიარო..გავიარო ეს ჯურღმული რაც აქ არის დედამიწაზე..

ნახმარი ნივთივით ვარ,რომელსაც მალე გადააგდებენ..კეშაც ისე წავიდა არც კი დამემშვიდობა..აი ისევ მოგონებები და წარსულში ვეშვები,თევზივით დავცურავ ყველა მოვლენას შორის.და მხარზე ხელს გრძნობ და უცებ ჩემს წინ მუხლებზე კეშა ეშვება,უაზრო მზერით შევყურებ,არაფრისმთქვმელი თვალებით.

-წამოდი ჩემთან ცხელი ჩაი მაინც დავლიოთ.

-რატომ დაბრუნდი?

-უბრალოდ მინდოდა ჩაი მარტო არ დამელია : )_იცინის და ვიშლებით,ფეხით მივუყებით გზას და უამრავ სისულელეს ვბოდავთ,ისეთი შეგრძნება მიჩნდება ეს სამყარო თითქოს მარტო ჩემია,განათებული ტროტუარები,გაზონზე ლამაზი ყვავილები..ჩვენი სიცილი არღვევს ღამის მყუდროებას და აი მოვედით.

სიცილით ვეუბნები ჩემს აზრს : არ უნდა იდგე პადზემკაში და ხურდებს არ უნდა უყურებდე_სიცილს ვაგრძელებ,ძალიან კარგად ცხოვრობდა და ჩემი მოკლე ჭკუით გარეთ სიმღერა კეშასთვის სისულელე და შეუფერებელი იყო..

-შენ თუ გგონია ეს ხურდების გამოა ჩემო პატარავ ცდები,ეს უბრალოდ ისაა რაც მე მსიამოვნებს და მომენტია,როცა მე თავს კარგად ვგრძნობ,თავისუფლად,ყოველგვარ ზღვარს იქით..თავისუფლება კი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და საერთოდ ადამიანი თავისუფლებისთვის არის დაბადებული..

დრო გადიოდა,მე და კეშა ერთად დავდიოდით სულ ყველგან,მხოლოდ დავდიოდით მეტი არაფერი..მოკრძალებულად განვეწყვე ამ ადამიანის მიმართ,დადებით აურას ქმნიდა ჩემში.უბრალოდ არაფერს არ ვჩქარობდი არც მე და არც ის..კარგად ვგრძნობდი თავს მასთან მეგობრობით,მხოლოდ ,მეგობრობით..

თუმცა კი ეს არ იყო მხოლოდ მეგობრობა,მაგრამ არც ის იყო რასაც ვნება აღძრავს ქალსა და მამაკაცს შორის..რაღაც ოქროს შუალედს გავდა.ჩვენ სადღაც დრო გავაჩერეთ და არ ვრთავდით ხელახლა წამზომს...

ბევრჯერ ვიგრძენი მისი მხურვალე სუნთქვა,ბევრჯერ ვიგრძენი მისგან ინიციატივა,მაგრამ არ მინდოდა რატომღაც...თითქოს სრულყოფილების შემეშინდა.ის კი წერდა ბევრ მუსიკას ჩემზე და მერე მღეროდა,საათობით მიყურებდა..

***

მაგრამ მე მხოლოდ ხიფათისთვის ვარ გაჩენილი..თანდაყოლილ უკმაყოფილებას ვერაფერს ვუშვები,კარგ ადამიანებსაც ვერ ვაფასებ და ცუდების მახეში კი ვებმები,ნელ-ნელა ადამიანის სახეს ვკარგავ,ნელ-ნელა ვხდები ცხოველი..

ცხოველი მხოლოდ ერთი რამისთვის,კმაყოფილებისთვის..და გადარჩენისთვის,მაგრამ ეს ბოლო ხარისხოვანია...

Saturday, August 23, 2008

უსასრულობა

5 step

კარებთან შევჩერდი,თითქოს ვიყოყმანე შესვლა..”რა მინდა კაცთან,რომელიც მარტო ჩემი მძორით ძღება?მაგრამ მე მინდა მასთან ყოფნა,რომ ვხედავ მაჟრიალებს და მიტოვებული კნუტივით ვიბუზები.სულის შეხუთვამდე მინდა მომეფეროს და მიგრძნოს,მისი დანახვის მერე გამოწვეულ სიმხურვალეს კი ვერაფერს ვუშვები...”

სახელური გადავწიე და გაიღო..სულ ავილეწე,რაღაც ძაან ვიბნეოდი..ვიღაც გოგოს უღებდა ფოტოებს..ლამაზი გოგო,ძaლიან ლამაზი..”ვინ იცის იქნებ ამასაც ჟიმავს?”.რაღაც მომებჯინა ყელში და ვგრძნობდი რომ მახრჩობდა,ვიბოღმებოდი..

წავიდა გოგო და დავრჩი მე პირისპირ,ის კიდევ მიყურებს ისევ ისე მომნუხველი თვალებით და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება,თითქოს უამრავი ხალხის წინაშე შიშველი ვიყო..მიახლოვდება და მის ხშირ სუნთქვას ვგრძნობ..

არ უნახავს ჩემი ცრემლები..არც კი ვიცი რისთვის ეს ცრემლი? აკი ადრე მეცინებოდა?ძალიან ბედნიერი ვიყავი მასთან..ეს იყო რაღაც სიგიჟე..მის თავს მკერდთან ვიხუტებ და ჩუმად ვტირი,მემორჩილება და სულგანაბულია..ჭერს ვაშტერდები ფართოდ გახელილი თვალებით,არაფერზე არ ვფიქრობ და ამ წამებით ვტკბები..მაშტერდება და ცრემლიან თვალებს მიკოცნის,გული მეწურება..

-ნუ ტირი.. არ ღირს.. _მხოლოდ ეს სიტყვები,მაშინ ვერ მივხვდი რას ნიშნავდა..

***

ლიკუნას ქორწილი ახლოვდებოდა..თუმცა მე დიდი ხანია არ მენახა,სიხარულისგან დავფრინავდი,პირველად ვხდებოდი მეჯვარე,თან ჩემი უსაყვარლესი ადამიანის.დიდი სამზადისი აქვს ლიკუნას,უნაკლოდ უნდა ჩაიაროს ყველაფერმა,ასე აქვს დაგეგმილი..

ჩემი ცხოვრება კი ისევ ისე,უსაფუძვლო შეხვედრები და ისევ თავს გასული ვნება და საიყვარული??? არ ვიცი...

კარგად ვიცოდი,რომ არ ვიყავი ნიკისთვის მეორე ნახევარი,არც მე მოვიკლავდი ალბათ თავს მის გამო..უბრალოდ ჩვენს შორის იყო ის რაც ალბათ ყველა ადამინშია ცხოვრებაში ერთხელ მაინც.ვნება..მომენტი როცა სურვილი ყველაფერზე ხაზს გასმევინებს.მე კი მინდოდა ყველაფერი ამაზე მაღლა მდგარიყო მაგრამ..მარტო მე ვერ ავაწყობდი სრულყოფილებას..გულის სიღრმეში ძალიან მინდოდა ვყვარებოდი,რომ მხოლოდ მე ვყოფილიყავი მისთვის და არავინ სხვა..

***

ისევ ისე გაუფრთხლებლად მივდივარ,ისევ ისე სურვილს აყოლილი,ისევ ისე ამჩატებული,ისევ ისე ბედნიერების მოლოდინში,და მისი მოფერების მოლოდინში..

და..ყველა გრძნობა მაშრება უცებ,ვქვავდები და ხმას ვერ ვიღებ.დრო ჩერდება და თავში კი ისევ პატარა ჩაქუჩი მირტყამს,მონოტონურად..თითქოს კადრებიც შენელდა,ყველაფერი ისე ნელა ხდება და მკვეთრად,რომ მუხლებში ვიკეცები..ცრელები მაწვება და ჯიუტად არ ვტირივარ..რატომ უნდა მღალატობდნენ საყვარელი ადამიანები?ამ შემთხვევაში კი ნიკი არა..

რაღაც წამები გაგრძელდა ჩემი უმწეობა..წამოვდექი”დიდი ბოდიში რომ ორალს გაწყვეტინებთ..ბლიად ნაბიჭვრები”.ისევ ვიკავებ ცრემლებს და უცებ ძალაუნებურად ტაშს ვუკრავ..მოქმედება წყდება და გაოგნებული წყვილი შემომცქერის..ახლოს მივდივარ..

- მაშ ასე,ახლა ორივე გაქვს ლიკუნა ფულიც და სიყვარულიც??ლამაზი სახლიც და ლამაზი კაციც?

ჯერ კიდევ აზრზე ვერ მოვიდა ეტყობა,უსიტყვოდ შემომცქერის მისი უგულო თვალები..მინდოდა მიმეხრჩო,ერთი წამით არ დამიდანაშაულებია ნიკუშა..მე ლიკასგან მეტკინა,მიწასთან გამასწორა..

-კუსა მოიცადე..ყველაფერს აგიხსნი..

რა უნდა ამიხსნას ნეტა?რომ ეს ის არ არის რაც მე მგონია?არ ვიცი უნდა დავრჩენილიყავი მანდ და უნდა გამელანძღა ან რამე მეთქვა კიდევ?რა აზრი აქვს...

ჩქარი ნაბიჯით გამოვედი,გამოვედი კიარა გამოევთრიე...ბოტანიკურში ავედი.რა კარგი იყო აქ ადრე,ახლა კი გულამოსკვნილი ცრემლად ვიცლებოდი.ჭაჭანება არ იყო..ჩემს საყვარელ ადგილას ბალახზე გავიშოტე,მიტოვებულად ვგრძნობდი თავს და არარაობად,რომელიც არავისთვის არაფერს წამოადგენს..ცას მივაპყრე თვალები,არ ვიცი რამდენად ღირსი ვიყავი ამ ყველაფრის?ღრიალი მინდოდა,ისე რომ ცა შემეძრა,მაგრამ ესეც არ შემეძლო,უსუსური ვიყავი.ბოლოს კი ვიგრძენინ რომ რაღაც გათავდა და ისე ვერ იყო..და ემოციაც წავიდა..ორაგანიზმი დაიღალა ჩემით.ჩემს ფიზიონომიას ჩემი ფსიქიკა საშინლად შესძულდა..შეშლილი მე..კიდევ კარგი ისტერიული სიცილი არ ამიტყდა,როგორც ეს ფილმებში ხდება..

ალბათ შემეძლო ლიკუნას ქორწილის ჩაშლა.ალბათ რა,ნამდვილად შემეძლო..მაგრამ არ ვქენი.თუ თვითონ თავისმა სინდისმა ნება მისცა..ბედნიერად იყოს.თუმცა რომელ სინდისზეა საუბარი?მეორეც იყო..მომავლისთვის ვინახავდი ბოღმას,თუმცა ზოგჯერ შურისძიებაზე საერთოდ არ ვფიქრობდი და ამ ყველაფერს ღმერთს ვანდობდი..რა თქმა უნდა მეჯვარედ არ წავსულვარ და საერთოდ,მას მერე ლიკუნა არ მინახავს..ნიკუშაც არ მინახავს,აღარ მივეცი ჩემით თამაშის უფლება..მარიონეტის როლში ყოფნა აღარ მინდოდა.თუმცა ამ ყველაფერში ნიკი ყველაზე ნაკლებად არის დამნაშავე..ის არასდროს შემპირებია არაფერს,თუმცა შეეძლო ეს არ გაეკეთებინა..ალბათ სულ ცოტათი ძვირფასი ვყოფილიყავი მისთვის,ჩემს უსაყვარლეს ადამიანს არ მიადგებოდა..თუმცა კი გულიდან ვერ მოვიცილე მასზე ფიქრი,”ალბათ ერთი დღეც გათენდება და ისევ მივეტმასნები”

”მე ხომ ძლიან უნებისყოფო ადამიანი ვარ!”

იმეგაცრუებული,ყველაფერს ჩემს თავში ვადანაშულებდი..საკუთარ თავზე დავიბოღმე..როგორი უსუსური უნდა იყო ადამიანი,რომ ერთი ერთგული მეგობარიც არ გაგაჩნდეს გვერდზე?უაზროდ გავიდა რამოდენიმე დღე და ერთადერთ მეგობრად ალკოჰოლს ვთვლიდი...ლიკუნა კი მეზიზღებოდა და ვგრძნობდი რომ ამ ყველაფერს ასე არ დავტოვებდი..

Thursday, August 21, 2008

უსასრულობა

4 step

ამ კვირას ლიკუნა აწყობდა რაღაც ფართის თავის სახლში,მემუდარა მოდიო.ალბათ გაბღენძილი კაცები დამხვდებოდნენ და გადაპრანჭული ქალები.სნობური დვიჟნია რა.უარი ვერ ვუთხარი..ისე ლიკუნა ძაან  ჩაეშვა საზოგადოების ”ელიტაში” და არ მომწონდა ეგ.დილიდანვე შემაწუხა რეკვით ,ძალიან უნდად  ავსულიყავი.ასე თუ ისე მე ვყავარ მარტო,როცა ცუდადაა იცის რომ ჩემთან შეუძლია გული მოიოხოს,იცის რომ  არ გავკიცხავ და იცის რომ უბრალოდ სითბო ელოდება ჩემთან..ვერავის ვე გავკიცხავ,რა ჩემი საქმეა სხვისი ცხოვრება,ლიკუნასიც თქვენ წარმოიდგინეთ..მე ისეთივე მიყვარს როგორიც ახლაა და არა გარდაქმნების შედეგად მიღებული,ნიღაბ ქვეშ დამალული გოგონა..

უნდა გენახათ კედებით და ჯინსით რომ ავადექი რა სახე ქონდა,კინაღამ გამომაბრუნა.

-კუსა რა იყო,ხომ გთხოვე არა?_მწუხარებისგან დამანჭული სახე..-აქ თინეიჯერები არ იკრიბებიან,ჩაგეცვა რამე ნორმალური..

გამებუტა ლიკუნა წამიერად,კუსასაც მარტო ის მეძახის ბავშვობიდან,ლიკუნა ჩემზე დიდია 4 წლით და პატარაობიდანვე ეგ დამათრევდა ყველგან,შეჩვეული ვარ ამ ადამიანს და უიმისოდაც გამიჭირდება...

-გავბრუნდები მაშინ_ვეიაზვე

-რა სულელი ხარ.._უცებ გაუქრა ის წყენა და სახე გაებადრა_მთავარია შენ ხარ ჩემთან!

გულში ჩამიკრა,ეს იყო უზომოდ თბილი,უთბილესი ჩახუტება..სიყვარულით სავსე..ლიკუნა ჩემთვის დადებითი მუხტია,რასაც ვერ ვიტყვი დახვდურ საზოგადოებაზე.

გულში ვაგინე ამ ყველაფრის მასპინძელს..რა მინდოდა აქ?ღიპდადებული კაცები და უაზრო,შეუხამებელი მაკიაჟით შეჭმული ქალები.ალბათ მართლა თვალში საცემი ვიყავი..არც არავის ესიამოვნა დიდად,პატარა მაგიდაზე ფეხები რომ შემოვაწყე და სიგარეტის გაბოლება დავიწყე..ვარღვევდი მათ იდილიას. ”ნეტა რაში დასჭირდა ლიკუნას ეს ჯამბაზობა?”

თურმე ჯერ სად ვყოფილვარ...მოულოდნელი იყო ჩემთვის მისი განცხადება გათხოვების შესახებ.ძალიან მეტკინა გული..განა იმიტომ რომ ლიკუნას გათხოვება არ მინდოდა?არა..უბრალოდ ვის მიყვებოდა,ამათგან ერთ-ერთ ღიპდადებულ ბიძიას..ფულის ჩუჩელას.და დარწმუნებული ვარ რომ ლიკუნას არ უყვრდა რეზო..თუმცა ლიკუნას არც შეუძლია სიყვარული,კაცების სიყვარული..თან გონება უფრო მართავს,ვიდრე გული და ემოციები.მეწყინა მაგრამ არ გამკვირვებია..ვიცოდი ჭკუას კარგავდა ისე ტიპი ლიკუნაზე,რატომაც არა ახალგაზრდა გოგონა ლამაზი გარეგნობით,აი რა უნდათ კაცებს..ყველასთვის შესაშური ცოლი და ამავდროულად მისი ლამაზი სხეულით ტკბობა..საქს..

ცოტაც დავლიე და ოდნავ მოგვიანებით დავტოვე მეტად ”ღირებული” საზოგადოება....ლიკუნა კი მოცინარი დავტოვე,კისკისებდა..”ალბათ ფული მართლაც საკმარისია ბედნიერებისთვის”.გავიფიქრე და ნელი სვლით ჩამოვიარე კიბე.

ციოდა გარეთ,წვიმასაც აპირებდა..მეუცხოვა ყველაფერი,არადა ყველაფერი ძალზედ ნაცნობი იყო ამავდროულად,ნაცნობი და ძველი.ჩემი უბანი,ჩემთან ერთად გზრდილი ხეები,სიძველე შეპარული კედლები,გაცვეთილი ფილაქანი..ჩვენი სკამი,ბავშვობაში რომ სხოდკებს ვაწყობდით.ჩემი სახლი მოშორებითაა აქედან,არ ვაპირებდი ასვლას,ისევ არ მინდოა დედის ნახვა.ქურთუკში კარგად ჩავიფუთე და გავუყევი ფეხით,უბრალოდ წავედი,უცნაურად გამოფიტული,ცარიელი,აზრი ვერ ვუპოვე ვერაფერს,დასაწყისი და ბოლო ვერ ვპოვე..ჩემი ცხოვრების აზრს ვერ ვპოულობდი.რისთვის და რატომ ვიყავი,ან თუნდაც ვისთვის ვიყავი?პოზოტივს ვეძებდი ჩემში და ვერ მეპოვა,ყველაფერთან ერთად ჩემს თავსაც აზიზად ვუყურებდი.”არ ღირს ამ ცხოვრებისთვის თვალის გასწორება”.დალევა მინდოდა ისევ,არადა არ ვარ ლოთი,უბრალოდ მართლა ყელში მაქვს ყველაფერი და სასმელი მაბრუებს..გადავიფიქრე დალევა..ოი,სანამდე მოვსულვარ,ბარემ კინოში შევალ,მივჯდები ჩუმად და ვუყურებ დრამას..ხო დრამას.მულტფილმებზე და დრამებზე მეკეტება..როგორც ყოველთვის აცრემლებული გამოვედი,საერთოდ ვერ ვიტან როცა ფილმი კარგად მთავრდება..არარეალური მგონია.”ალბათ ჩემი ცხოვრებაც ერთი კარგად გადაღებული კინოა,სადაც მე ვარ მთავარ როლში,ჟანრი კი ჯერ-ჯერობით არ ვიცი”.გამეღიმა..წვიმდა გარეთ,სახლში ავედი და მკვდარივით დამეძინა.

***

ლიკუნა კაბას იზომავდა,უფრო სწორად მკერავი უღებდა ზომებს..ახლოს იყო ქორწილი.ეს ლიკუნას მეორე ქორწნება იყო.საოცრად უხდებოდა თეთრი,მართლაც რომ დედოფალივით იყო.მიყვარდა,ძალიან მიყვარდა ლიკუნა..სავარძელში ვიჯექი და ვუყურებდი,როგორ დინჯად აკვირდებოდა ყველა დეტალს.და უცებ წარმოვიდგინე,როგორ ეფერებოდა ის ბებერი ჩემს პატარა გოგოს და გული ამერია,ხასიათი წამიხდა..

-დავიჯერო მართლა ბედნიერი ხარ?_ვკითხე და ჩავაშტერდი.

-გააჩნია ვისთვის რ არის ბედნიერება კუსა_კალთაში ჩმიჯდა დ ჩამეხუტა-აი მე,ფუფუნების გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.გამოდის ეს არის ჩემი ბედნიერება.

-და ამისთვის იმ ბებერს უნდა ჩაუწვე?

-ფული და ლამაზი კაცი ერთად ვერ იქნება,ან ერთი უნდა იყოს ან მეორე.მსხვერპლს ყველაფერი ითხვს..მე უკვე შეჩვეული ვარ ასეთ ცხოვრებას,თან რეზო მაღმერთებს.მეტი რა მინდა?ცხოვრებაში მატერილური უფრო ფასობს ჩემო ძვირფასო.აი შენ,ჩმო პატარა,რა გაქვს?ან რაგინდა საერთოდ?დაწექი ვიღაცასთან,უქონელთან..თან ირკვევა რომ მაგრად კიდიხარ და შენთან სექსის გარდა სხვა  ღირებულს ვერ ამჩნევს.გამოდის შენ არც ერთი გაქვს და არც მეორე,არც ფული არც სიყვარული..

მართალი იყო,ცამდე მართალი და კინაღამ ავღრიალდი..

-უბრალოდ იმას ვაკეთებ რაც მინდა_მხოლოდ ეს ამოვილუღლუღე პასუხად.

-და სანამდე მიგიყვანს ეს?შენი ნაკლი ისაა,რომ ემოციებს ვერ აკონტროლებ.რა არის სასარგებლო ვერ არჩევ და რამ შეიძლება ცუდი მოგიტანოს მასაც ვერ არჩევ..მხოლოდ ცოტა დაფიქრდი კუსა..ჩემთვს კი უსაყვარლესი ხარ მაინც.

აღარ გამიგრძელებია,უბრალოდ ძალიან ჩავეხუტე..

იქიდან წამოსულმა კი ტაქსი გავაჩერე და მექანიკურად ჩემი ”უცნობის” მისამართი ვუთხარი....

Wednesday, August 20, 2008

უსასრულობა

3 step

მსუბუქი თავბრუსხვევა სიამოვნებას მგვრიდა..რეალობას მოვწყდი და სხვა განზომილებაში გადავინაცვლე..რიტმი მეორდებოდა და მეორდებოდა..ირგვლივ კი ჩვენ ვიყავით,რობოტები..ყველას ღიმილი გვეხატა ან კაიფისგან დამანჭული სახეები იყო..ბრბოში შევბარბაცდი და ავყევი მუსიკას..მთელ ცხოვრებას ვაქსოვდი კლუბურ მუსიკაში..ეს არის მომენტი როცა მე სულ სხვაგან ვარ.

ხან ვინ მეტმასნება ხან ვინ..არც ოფლის სუნი იგრძნობა და საერთოდაც არავის არა აქვს ჩემთვის აქვს მნიშვნელობა და  არაფერს..თვალწინ ჩემი ტანვარჯიშის გაკვეთილები მიდგას,სიხარული ჩამეღვარა სხეულში და ისევ ბავშვად ვიგრძებნი თავი როგორც ადრე..10 წლის წინ..გავიმეორე..რა მსუბუქი ვიყავი და რა ბედნიერი სახე მქონდა..ყირაზე გადავედი  და ვგრძნობდი რომ მასა ცქერად იქცა,მცნობდნენ ამ ბარში და პირველადაც არ გამიოცებია პუბლიკა,უბრალოდ ისევ და ისევ ოვაციები მერგო..თავდაკარგული მთვრალი მასის ოვაციები..დადუ ამყვა როგორც ყოველთვის ცეკვაში და დავაგვირგვნეთ..გველივით მოქნილია : ) ბრრრ... ხალხი გაგიჟდა..უკვე მთხოვენ ბარზე ვიცეკვო..ბლიად..დამანებეთ თავი და უცებ მაზიდა საკუთარ თავზე..მერე ისევ გადავკარი..ყურადღებას არ ვაქცევდი კუთხეში მჯდარ ტიპს რომელიც თვალს არ მაცილებდა და ურცხვად მიყურებდა ამ ხნის განმავლობაში,ალბათ 9ჯერ გამხადა და ჩამაცვა.მე კიდევ დავაწექი და პირადაპირ მისკენ გავემართე,ახლოს რომ მივედი შემაქანა..მაგარი ტიპი იყო,ოდნავ მოშვებული წვერით და დემონური,მწველი თვალებით...

-დავლიოთ?_შევეკითხე მე და თვალებში ვუყურებ.ავყევი თამაშში რომელიც გაძლებაზეა..

საპასუხოდ დამისხა,ესეც კონიაკს  სვამს თურმე.მერამდენეს ვსვამდი უკვე აღარ მახსოვდა,მაგრამ უკვე აღარ მემატებოდა სიმთვრალე..

-ვერ მათრობს_დავიწუწუნე მე და კიდევ გადავკარი.

-ჰო,კონიაკი ვერ გათრობს შენ_რაღაცნაირად ჩაიცინა,ძალიან ჩუმად..გამეცინა,ძლიან მიზიდავდა ვგრძნობდი.

-წამოდი ვიცეკვოთ_სიგარეტი ჩავაქრე და წამოვდექი,ისევ თავბრუსხვევა და ისევ ბურუსი..ვგრნობდი როგორ ახდენდა ჩემზე გავლენას..ვეფერებოდი,ორივეს ალბათ ერთი რამ გვიტრიალებდა თავში,ეს უზომო დაუოკებელი სურვილი იყო..ლამაზი მაღალი კისერი ქონდა,ისეთი როგორიც მე მიყვარს..ვგრძნობ როგორ ვშორდები მუსიკას და რიტმიც აღარ ჩამესმის ისე მკვეთრად..გარეთ ვართ,სუნთქვა მეკვრის..მისი ცხელი ტუჩები ჩემს სხეულზე და თვალთ მიბნელდება..ალბათ ცოტა აკლდა პიკამდე მაგრამ რატომღაც ტაქსი გავაჩერეთ.ბინაში არ ავსულვართ,სახელოსნო იყო როგორც მერე გაირკვა აქ იღებდა ფოტოებს..

თნდება თითქმის..ალბათ დედამ ყველა დაქალთან დარეკა,ნეტა ვენაღვლები საერთოდ?მამა მივლინებაშია და ეს კიდევ მესიჯებს წერს..მესიჯებს წერს..პატარა ჩაქუჩი თავში მირტყავს...იქნებ მამაც თავისთვის აჯაზებს ჰა?და საერთოდ ვენაღვლები რომელიმეს?ეჭვები მღრღნის...

არ მაცადა ფიქრი,ყელს მიკოცნიდა და მისი ხელები ჩემს მკერდს ნაზად ეფერებოდნენ,არ გავდა გამოუცდელი ლაწირაკს..შევტრიალდი და გავხადე მაისური..ვგრძნობდი როგორც ათრთოლდა თვითონაც,ყოველ მოძრაობაზე უცნაური რეფლექსები ქონდა..რატომღაც მეღიმება,ვერ ამჩნევს..რატომ უნდა გეცინებოდეს ამ დროს ადამიანს?

უკვე თვითონ მეფერება და მხდის,ვგრძობ რომ ჩემზე კარგად გამოსდის და ვკანკალებ..ნელ-ნელა ტემპი მძაფრდება..საათი უფრო წიკწიკებს..მარათონი ახლოვდება...და ჩვენ ორივენი გამარჯვებულნი გამოვდივართ მდინარის ნაპირას...

გულში მიკრავს და თმაზე მეფერება..

მძიმე ფარდებიდან შუქი ძალიან სუსტად ატანს..იატაკზევე გაშლილი ლოგინი არეულია და ორივენი ვეწევით.საუბრის დაწყებას არ ვცდილობ..

-რა გქვია?_მეკითხება და თვალებში მიყურებს ისევ ისე,ურცხვად..

მეხსენება ტვინის ერთი უჯრედი და ვაფიქსირებ რომ მისი სახელიც არ ვიცი..გამეღიმა

-ელე.შენ?

-ელე თუ ელენე?მე ნიკი მქვია

-ნიკი თუ ნიკა?_ახლა მე შევუბრუნე

-ნიკი..მამამ დამარქვა ასე

ისევ მეცინება და ვდგები,დედიშობილა ვარ და არ მცხვენია,წუხნდელის მერე ალბათ ეს ბუნებრივია.ზურგზე კი ისევ მზერას ვგრძნობ..

-ლამაზი სხეული გაქვს_მითხრა და თვითონაც წამოდგა

-არამარტო სხეული.._ხაზი გავუსვვი ამ სიტყვებს 

-მე სხვაზე არაფერი მითქვამს ელე_გულზე მომხვდა რატომღაც ეს სიტყვები,მიკბინა რა..მართალია არც მე ვიყავი მასზე შეყვარებული და არც ვიცნობდი მის შინაგან სამყაროს..მაგრამ მაინც გამიტყდა.თუმცა არ გაკვირვებია..უბრალოდ ჩემთვის სადღაც რაღაც ჩამწყდა..არ შევიმჩნიე და უხმოდ დავტოვე,არც თვითონ გამომშვიდობებია,იჯდა და სიგარეტს ეწეოდა,მიყურებდა რა თქმა უნდა.მხოლოდ მზერა იყო ეს ადამინი დამიჯერეთ!სატანის თვალები..მოელვარე თვალები..ამ თვალებითვე გამომაცილა..

გარეთ მზე აცხუნებდა,დავოლნი მოვდიოდი რატომღაც და ეს ბიჭიც ჩამრჩა სადღაც სიღრმეში..მობილური ჩავრთე და დედას დაურეკავს...დედა.. და ისევ მომაწვა გულში რაღაც..მზეც უკვე აღარ ანათებდა ისე მაგრად...

Tuesday, August 19, 2008

ექსპერიმენტული ეროტიკა

ახლა რა ხდება,მოკლედ მე და ერთმა ჭკუათმყოფელმა ადამიანმა შევქმენით ასე ვთქვათ,მოთხრობა Story დიალოგის რეჟიმში..მგონი საინტერესო გამოვიდა..ფაქტიურად წერის ახალი სტილია : )

ნუ იხილეთ თქვენივე თვალებით :

ყვავა: საღამოს ძალიან მძღნერ ხასიათზე ავდექი და საწოლზე ჩამოვჯექი. გასიებულ თავში საქსაფონის ხმა მესმოდა და მახსენებდა, რომ წინა ღამით საკმარისზე მეტად გავიჯვი... ჩავალ ქვემოთ, ბუნგალოში, ბარმენი რამე ჯოჯოხეთის მაშხალას დამალევინებს და თანაც... იქნებ ის გოგოც ვნახო, გუშინდელი.

 ტუალეტში შევდივარ, ერთ დაროჟკას აკანკალებული ხელებით ვისრუტავ და კიბეზე ბარბაცით ჩავდივარ. ბარი აქვეა და მეც ზურგით შემაქვს მისი სიფრიფანა კარი..

Eve: საშინელი პახმელია,მქონდა და ახლაც არ ვიტყოდი დალევაზე უარს,თან ცეკვა ძალიან მინდა..რამეს ჩავყლაპავ და შევუბერავ.გუშინდელის მერე ძლივს ამოვისუნთქე,ეს შვებულება ხომ უნდა ჩავაძაღლო და ბოლომდე გავაჯაზო..ბლია გაშრა ყელი.აქ რა ხმაურია და უფრო მეტი ხალხი ვიდრე გუშინ..

ყვავა: ვიღაცას დავეჯახე, არ მიგრძვნია, ზურგსუკნიდან ამომავალ გინებისწინა ტონებზე მივხვდი, მაგრამ ძალიან მეკიდა, მთავარია ახლა ბარამდე მივაღწიო, დავემხო ზედ და ორი თითი ავწიო. ცხვირიც მოქმედებას იწყებს, უკვე სასიამოვნო ღუტუნს ვგრძნობ გულის მიდამოში. ბარმენი მიღიმის და უხმოდ მისხამს ჭიქას, არც მაინტერესებს რა არის, მესამე ჭიქაზე ყველანარ მოძრაობას კიდევ არყის ბლარებიც ემატება და მე თავს ხმაურით ვარტყამ სტოიკას, ჩამესმის მარტო მუსიკა და გვერდზე ჩავლილი ქალების სურნელება. და აი... ის აქ არის, სადღაც აქ იქნება, შანსი არაა, რომ არ ვიპოვო. ნეტა თითონ არ უნდა ჩემი ნახვა? საბოლოოდ ვნებდები და ამღვრეული თვალებით კიდევ ვითხოვ...ბარმენი დანანებით აქნევს თავს და მისხამს.

Eve: ვერ გადავწყვიტე ბართან მივსულიყავი თუ სადმე დავდებულიყავი,რომელიმე პუფზე..ბოლოს ისევ ბართან მისვლა გადავწყვიტე.სრულ ქაოსად მომეჩვენა იქაურობა რაღაც მომენტში..და მესიამოვნა.კონიაკის ჩაძაღლების ხასიათზე ვიყავი და ბარისკენ გავემართე..ზურგით ვიცანი..ისევ გაპროჭილია გავიფიქრე,გამიხარდა? რავი ჯასთ გამიხარდა ალბათ მაგრამ საერთო ჯამში მეკიდა..არ შემოუხედავს,დავცალე ჭიქა,კიდევ დამისხა... ბარმენი არ მევასება,საერთოდ არ მევასება გოგო როა ბარმენი,მაგრამ ახლა მკიდია ლიშბი დამარტყას.

ყვავა: ...ბურუსუდან სუნს გამოვყავარ, ასე ნაცნობ და ამავე დროს უცხო სუნს, სადღაც ახლოს ზის, ალბათ ისე მე რომ ვერ დავინახო, ერთ ჭიქას წრუპავს და ოდნავ მოწვრილებული თვალებით მიყურებს... ვცდილობ ავდგე და მისკენ მივიწიო, საიდანაც სუნი მეძახის, იმას ვახერხებ, რომ ორი სკამით გვერდზე ვიწევი და უცებ მთელი ეს ენერგია ცხვირში მეფეთება და გრძნობას მიკარგავს, ცოტა ხანი თვალდახუჭული ვზივარ და ტუჩებს ვაცმაცუნებ...
 - ინა მქვია - მათავისუფლებს ტანჯვისგან - შენ?
 რა მქვია მე? ამომიფრინდა... ბოლოს მაინც ამოვღეჭე რაღაც, მგონი ისე, რომ არც გაუგია...

Eve: რა სირივით მიყურებს..თუმცა მთვრალია რას ვერჩი,მარა ფეხზე ძლივს დგება..რაზე ფიქრობს?კიდევ გადავკარი და მე თვითონ მივედი მასთან.ნიკუშა? ჰო ნიკუშა თუმცა რა მახსოვს..აქ რას აკეთებ? მეც ყოვლისმომცველი კითხვა დავუსვი რა.რას უნდა აკეთებდეს..ალბათ გამოიჭერს ვინმეს და დაითესება.ან გაპროჭილი ისევ მარტო წავა სახლში ან თუნდაც ბარდიურზევე დაიძინებს..

ყვავა: -რას აკეთებ?- მკითხა და ნახევარი ჩემი სული ამოსუნთქვას გააყოლა. რას ვაკეთებ და შხამს ვსვამ, შენც მიერ გაკეთებულს, ბოლო ორი დღეა მაგ შხამს ვსვამ დღე და ღამე, შესვენების გარეშე. რიტმმა საგრძნობლად მოიკლო და საქსაფონი აკვნესდა, მგონი კრის ბოტის ლავ გეტს ოლდია. ან ახლა, ან არასოდეს, მაქსიმალურად ჩემს თავში ჩავჯექი და წამოვბარბაცდი. ალბათ ჩემი გაწვდილი ხელიც დაპატიჟებას გავდა...

Eve: თუ არ დაეცემა ე.ი კარგად არის..წამოდგა და წამეპოტინა,ვგრძნობ მის მკლავს ჩემს მხრებზე და რატომღაც შემეცოდა ჩვენი თავი,რაღაცას ვაკეთებდით მაგრამ რას? მალევე გამიარა...-მოდი დავლიოთ და მივაფურთხოთ ამ ცხოვრებას რას იტყვი? გულში ვფიქრობ ნეტა ამას რა უდევს თავში,ან არ მკიდია? ბოლო ბოლო სმაში მაინც გამიწევს პარტნიორობას..

ყვავა: ნელი მოძრაობის რიტმს ავყევი. თავის აწევა არ მინდა, გარშემო ყველანი მონსტრებს გვანან, სამ-სამი ყური აქვთ და საოცარი ნიღბები უკეთიათ სახეზე და თან ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ყველამ იცის მე ვინც ვარ, ერთადერთი არაზომბი და დროა დავიმალო. თავს ინას მკერდში ვრგავ და ჩემდა გასაოცრად ვგრძნობ, როგორ მიცურებს თმებში ხელს. მკერდიდან დედობრივი სითბო ამოდის და გულში ვიკრავ. აქ აღარ მეშინია მასკების და მრუდე იატაკის, რომელიც კედლის გარეშე, პირდაპირ ჭერს უერთდება...

Eve: გავირტრუნე,თავბრუსხვევა მაწუხებს თან,ამან კიდევ მოიკალათა..არ მიშლის იყოს.ვფიქრობ ნეტა რამის თავი თუ აქვს? აშკარად უზომოდ მთვრალია,მე კიდევ მთვრალი კაცები არ მევასება..თუმცა მე ვევასებით მთვრალი? ბლიად.. ეს სხვანაირია,მგავს ვითომ? ძალაუნებურად ვეფერები თმებზე მაგრამ გული მიგრძნობს ამის იქით არ წავალათ.ხმის ამოღება არ მინდა და დროც იწელება..ჩუმად ვარ და ველოდები რას მეტყვის..იმედია რამე პაპსას არ დააბრეხვებს..ოხ როგორ მომბეზრდა ყველაფერი..მზრუნველად ვეხუტები და ვფიქრობ.. ისევ ვფიქრობ...

ყვავა: ...ვგრძნობ, თანდათან როგორ იცვლება გარემო, ბუნგალო აღარ არის, მარტო პლიაჟია და ამხელა პლიაჟზე მარტო ვარ, ყველასგან მიტოვებული დავდივარ ამ პლიაჟზე უკვე მთლი ცხოვრებაა და ვტირივარ, დედამ მიმატოვა, დამტოვა პლიაჟზე და წავიდა. მას შემდეგ ძალიან დიდი ხანია სულ ამ პლიაჟზე ვარ დღე და ღამე და ველი როდის მოვა, როდის ჩავეხუტები და როდის ვიგრძნობ მის სურნელებას. ზღვამ ჩაყლაპა დედა და მისი გადამრჩენელი ორი ბიჭიც, მათ შორის მამაც. და ახლა ვგრძნობ, რომ დედა აქაა, აქვე, ცხვირ წინ მაქვს ცხვირი ჩაყოფილი მის მკერდში და მის არომატს ვისუნთქავ... ღმერთო ჩემო, რამდენი ხანი გავიდა იმის მერე... სამი ცხოვრება გავიდა და ის აქ არის. ”დედა” ვჩურჩულებ მე და თანდათან ხმას ვუმატებ, ”დედა... დედა”. დედამ მომიშორა და წყლიანი თვალებით ჩამხედა, მერე ირგვლიც გამეფებული სამარისებული სიჩუმიდან მომზირალ ნიღბებს გაუღიმა და გარეთ გამიყვანა...

Eve: გაუგებარი ბუბუტი სულაც არ მხიბლავს,მით უმეტეს როცა ვიღაცა დედას მეძახის..თუმცა არ მწყინს რატომღაც.ისე ზედმეტად რომატიულია როგორც ჩანს.. იმდენად მეხშობა გონება,მისი ფიზიონომიის აღდგენას ვცდილობ გონებაში და არ გამომდის..გუშინდელიდან მახსოვს რომ კაი ტიპი უნდა იყოს.ისეთი გრძნობა მიჩნდება თითქოს ვიღაცამ გამაკერპა..”დედა..დედა”.ალბათ მე ვარ გამოსავალი ახლა მისთვის და ყველაფერი პოზიტივი,რა თქმა უნდა დროებითი მაგრამ ვარ.. გარეთ კიდევ საკმაოდ გრილა,თითქოს გამოფხიზლდა და ჩამაშტერდა.უცებ დავიბენი..მეგონა სულ თავჩაქინდრული იქნებოდა...

ყვავა: გარეთ გავედით და იქვე სილაზე დავსხედით. სუფთა ჰაერმა მწყვიტა და წამით გავითიშე, სულ რაღაც წამით, მაგრამ ლამის დავეცი ზედ. თავი ავწიე და სახეში შევხედე. ”რა ლამაზია, მართლა დედასავით ლამაზია”. სახეზე ხელით მოვეფერე. წამწამების ფორმას გადავაყოლე თითები, ჩამოქნილი ღაწვები და ტუჩები... რა თბილი და ნესტიანი ტუჩებია. რამდენიმე წვეთი დამეცა, არ ვიცი წვიმდა თუ ინას თვალებიდან დამეწვეთა, ”ვეცოდები ალბათ, როგორც ყველა ნარკომანი ეზიზღებათ ქალებს”... უეცრად უდიდდესმა ზიზღმა შემიპყრო, მინდოდა რომ წამოვმხტარიყავი და გავქცეულიყავი, რათა მისი საშინელი, ზიზღით და სიბრალულით სავსე სუნი არ მესუნთქა, მისი კოცნა არ მეგრძნო და შეხება, მაგრამ ტანს ვერ მოვერიე,უბრალოდ გადავტრიალდი და კისერში მომსკდარი ცრემლები რომ ჩამეყლაპა, ფეხზე სისხლამდე ვიპწკინე...

Eve: ალკოჰოლიანი ტუჩებით ვაკოცე და იდიოტივით ამომიტრილდა ფრაზა: ნეტა სუნი თუ აწუხებს ალკოჰოლის?ალბათ რა დროს ეს იყო..წამიერად გაბრუება ვიგრძენი..მმ ჩამეხუტა,მაგრამ ისე თითქოს რაღაცას ითხოვდა და რაღაცა უჭირდა..თითქოს მშველელელი ვიყავი და უცებ გამახსენდა რომ მარტო არ იყო,მარტო არ იყო სამყაროში და ერთი მეგობარი ყავდა მარტო..ალბათ ამიტომაც არის ცოტა დეპრესიული..კოკაინი..ძალიან მომინდა მისნაირი გავმხდარიყავი... აღარ ბუტბუტებს დედას.. და მეფერება..ირგვლივ მარტო ქვიშაა და ტალღების ხმაური ისმის...

ყვავა: პწკენას არ უშველია, რადგან კოცნა ვიგრძენი. რატომ მკოცნის, რა უნდა... მერე თავის დაქალოჩკებს რომ მოუყვეს საცოდავ ნარკუშაზე? ცას ავხედე და ვარსკვლავები მეცოტავა, ცუდის ნიშანია. ხელი ავტომატურად მუშაობდა, მუხლიდან ზემოთ ამოვყევი მის ოდნავ აკანკალებულ სხეულს, ვიცი რისი კანკალიცაა ეს... აგზნებულია... მუცელზე გავუსვი ხელი რამდენჯერმე, თითოეულ გასმას დაელექტროებულივით მოყვებოდა, კატასავით იფხორებოდა. მეც მეტის მოთმენა აღარ შემეძლო, ჩემში მხეცი იღვიძებდა და მიმორჩილებდა, კისრიდან ჩამოვყევი კოცნით, ძუძუსთავებზე ვაკოცე და ჭიპისკენ წავედი. ორივეს აგზნებამ პიკს მიაღწია, ჭიპზე ოდნავ შევეხე ენით, მერე უფრო დავიხარე და ლამაზად გაკეთებულ თეთრ ზოლს ჩავყევი ქვემოთ, მთელი არსებით შევისრუტე, ვიგრძენი როგორ ამეყარა ფხვნილი პირდაპირ ტვინში და ცას ავხედე, ვარსკვლავები ისევ გამრავლებას იწყებდნენ. ჯიბიდან პატარა პაკეტი ამოვიღე და გავუწოდე...

Eve: თითქოს არაფერი ხდებოდა უცნაური..ყველაფერი ამ დაბოლოების წინაპირობა იყო,მაგრამ ვგრძნობდი როგორ თრთოდა ჩემი სხეული,ახლა უკვე თვითონ აქტიურობდა და დაბოგინობდა ჩემს სხეულზე..მე კიდევ გავიტრუნე და სიამოვნებისგან თვალები მივნაბე..ველოდებოდი ზუსტად ამას,გამომიწოდა თეთრი რაღაც და კარგად ვიცოდი რა იყო,მინდოდა მეგრძნო იგივე რასაც ის გრძნობდა.. ტვინი დამეკეტა,და სადღაც თავში მაგრად დამარტყა..ცოტა ხანში კი ყველაფერი ბედნიერების ბურუსად გადაიქცა.. სადღაც დავფრინავდი.. ორივენი დაფრინავვდით.. ყველაფერი გამძაფრდა.. აღარ ვაცდიდი მოფერებას... ბოლომდე მინდოდა მეგრძნო ყველაფერი და მინდოდა გაგრძელებულიყო დიდ ხანს..

ორი სხეული კი ამ დროს ქვიშაში ეფლობოდა და თელავდა.. ცაში ვიყურები და არ მინდა მომშორდეს..გრძელდება ისევ და ისევ..

უსასრულობა

2 step(დასაწყისის გაგრძელება)


-შენ თვითონ ვერ გაგირკვევია რა გინდა,არც არაფერს ამბობ და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს არც ერთი ჩვენთაგანი არ გჭირდება,ბოლოს მარტო დარჩები ელე,იმიტომ რომ ვერავინ გაგიძლებს_მითხრა ერთ დღე ერთმა დაქალოჩკამ.

ჩემი ერთი მეც ამას მიჩიჩინებდა,სერთოდაც ვერ გამირკვევია რამდენ მედ ვარ დაყოფილი.ალბათ მართლა ცოტა რამ დარჩა და გადავიჩეხები,მაგრამ რატომღაც ყურებსაც არ ვიბერტყავ,სულ ერთია არაფრის შეცვლას არ ვცდილობ და ისიც კი მგონია რამეს რომ ვეცადო არაფერი გამომივა..დაე ვიყო ისეთი როგორიც ვარ..

ერთი რამ კი ავიკვიატე ჩემი ფსიქოლოგიური პორტრეტი მინდა,ზედმიწევნით კარგად შესრულებული ოღონდ.ნელ-ნელა პესიმისტი ვხდები და ეს სულაც არ მაღელვებს,არც ის დიდი მწვანე ველი მინდა,გვირილებით გადაჭედილი რომელზეც ბევრჯერ მიოცნებია.

არც ისეთი პატარა ვარ,21 წლის გახლავართ და პოზიტივი ჩემს პირად ცხოვრებაში არ მახსოვს,ყოველთვის ერთი მეორეზე უარეს სიტუაციაში ვხვდებოდი.არ მიმართლებს ურთიერთობებში და ვაღიარებ ამას.ჩემი პირველი შეყვარებული შიდსით გარდაიცვალა,არ მქონია მასთან არაფერი,თან ჩვენი ურთიერთობის მერე გაირკვა რომ ინფიცირებულიყოფილა..ძლივს გადავიტანე,მერე რა რომ რ ვიყავით ერთად?რაღაცნაირად ღირებული იყო ჩემთვის.სიკვდილამდე ვუყვარდი,მე კი სიკვდილამდე კაი ხნით ადრე მივატოვე...

მერე იყო ერთი ”სირი”,როგორც ახლა გოგოები იტყვიან : ) მისი ძმაკაცი იავნად მკერავდა და ეს ჩუმად იყო,არადა ვუყვარდი... ნუ თვითონ თუ ეკიდა ან მით უმეტეს ვერაფერს ეუბნებოდა,მეც კარგად დავიკიდე და შესანიშნავად ვფლირტაობდი...

ა.შ და ა.შ ყველა იდეინის ისტორია ნუ მომაყოლებთ,ისიც კმარა მაგათი გახსენებით ნერვები რომ მეწიწკნება.საბოლოოდ კი წაგებული მაინც მე ვრჩებოდი,იმიტომ რომ მარტოობა მაღიზიანებს უკვე კატასავით ვარ,სითბო მიყვარს,უზომო სითბო.გაგიმხელთ და ჯერ ჩემს ცხოვრებაში ესეთი რამ არ მიგრძვნია..ალბათ იმიტომ რომ ყველა ჩემი ურთიერთობა ხანმოკლე იყო,ადვილად შეველიე ყველას,ნერვიც არ შემტოკებია ისე.უცნაური კი ის არის,რომ მიუხედავად იმისა რომ ყველას მე ვშორდებოდი,მაინც გულნატკენი ვრჩებოდი,არადა წესით მაგარი დავოლნი უნდა ვყოფილიყავი,რადგან დაჩაგრულის როლში მე არ ვყოფილვარ.ყოველთვის მიკვირდა იმ გოგოების,ვისაც თავის დაფასება უყვარდათ,თუმცა ახლა ვხვდები რომ კაცებს მაინც ანგელოზის ქურქში შეფუთული გველები ურჩევნიათ.მოგებული ყოველთვის ამ ტიპის გოგოები რჩებიან,ბევრ რამეს მალავენ საყვარელ ადამიანთან,იტყუებიან,ბევრჯერ ასეთი ხერხით კაცის შებმა წარმატებულად გამოსდით.ტყუილს ვერ ვიტან!მიამიტი ბავშვის შთაბეჭდლებას ვტოებ? არ ვარ ბავშვი არადა.. უბრალოდ უშუალობას ვაფასებ ადამიანებს შორის,გრძნობების დაუფარავად გამოხატვას,პირდაპირობას.ალბათ შორს ვერ წავალ ასე,თუმცა ჩემგან ვიგოდნიკი მაინც ვერ დადგება.დაე იყოს ისე როგორც არის....

-კაცი იმისთვისაა,რომ სარგებელი ნახო_იტყვის ხოლმე ლიკუნა,ჩემი დაქალი.ფანი ვარ ამ გოგოსი,როგორ შეუძლია კაცები ასე ატრიალოს? თან ისე თვითონ რომ მათ მიმართ ოდნავი სიმპათიაც არ ქონდეს?

-უბრალოდ მიყვარს ფუფუნება და ამითვის სულაც არ არის საჭირო სიყვარული,უბრალოდ რამდენიმე საათით თვალები უნდა დახუჭო შენს თვითდარწმუნებულ პარტნიორზე.კარგი ქალი კი ყოველთვის ფასობს და კაცებიც გულუხვები არიან შესაბამისად._თვალს მიკრავს ლიკუნა.

ადამიანი რომელსაც ყოველთვის უმართლებს! ასე ახასიათებს საკუთარ თავს ჩვენი ლიკუნა.კმაყოფილია ამ ცხოვრებით და არასოდეს წუწუნებს პარტნიორის სიმახინჯეზე.სამაგიეროდ უფულო ჯორჯ კლუნსაც ზედ არ შეაფურთხებს.ხშირად იცვლის მანქანებს და მისი ბინაც ყოველთვის იდეალურ მდგომარეობაშია.

სიმრთლე გითხრათ არ მესმის ლიკუნასი,თითქოს ყველაფერი იდეალურად აქვს,როგორც თვითონ ამბობს,მაგრამ არამგონია თავის თავს მაინც არ უტყდებოდეს სიმართლეში,რომ ეს იდაეალიზმი სულაც არ არის ბედნიერება..ასე თუ ისე ჩემნაირ რომანტიკოსს ალბათ ისევ ლიკუნასნაირი რეალისტობა ჯობია..

კიდევ უფრო უცნაური ის არის,რომ ჩემს პირველ სექსს სიყვარულთან კავშირი არ ქონია,სურვილი იყო და ვნება.სექსისთვის ალბათ,მართალია სულაც არ არის სიყვარული საჭირო თუმცა გაცილებით სრულფასოვანი იქნება მასთან ერთად..მორალურად კი უფრო გამართლებული.

-არ მელოდო!_გამოვიჯახუნე კარი და გამოვედი სახლიდან.სისხლი მასხამმდა თავში და ბოღმისგან სუნთქვა მიჭირდა.თავში ტრიალებს ერთი კითხვა,მხოლოდ ერთი : რატომ? და მეორდება ისევ და ისევ.ამოვიღე სიგარეტი და გავაბოლე,ბიჩოკიც წიწკნად მეყო.არადა ვფიქრობ,მამაჩემი ნაღდად არ არის იმის ღირსი რომ დედამ ვიღაც ნაბიჭვარს სასიყვარულო ესემესები წეროს.ბლიად..უცებ ცრემლები მომერია,გული ამოვარდნას მქონდა ვერაფრით მოვაბი ფიქრს თავი და ბოლო.მეზიზღებოდა და დედაჩემი!რატომ? კაცი მუდამ ხელის გულზე გატარებდა და ეს კიდევ ვიღაცას ეფლირტავება,გული მერევა..მიმტკიცებს ეს მარტო მესიჯებიაო და სხვა არაფერი.უნდა დავუჯერო?რა მნიშვნელობა აქვს?სულით ხომ მრუშობს?ვერც იმას მივხვდი მამაჩემისთვის უნდა მეთქვა ეს თუ არა..გაფანტულად ვაზროვნებდი.ნამწვი გადავაგდე და ტაქსი გავაჩერე.ჩემსავით დაგრუზული მძროლი შემხვდა,მთელი გზა ხმა არ გაუცია.

 ბარში როგორც ყოველთვის ცვენა იყო და ბოლი იდგა,მონოტონური ელექტრო..დიჯეი ვერ ვიცანი.ბართან კი ნიკუშა,კაი ტიპი მართლა კაი ტიპი,ადამიანი რომელიც მარტო თავისი ცხოვრებით ცხოვრობს.გამიხარდა მისი დანახვა.როგორც ყოველთვის ჯიგრულად მომესალმა.ვგრძნობდი რომ დალევა მწყუროდა,რამოდენიმე ჭიქა კონიაკი გადავუშვი,არ მეყო და კოქტეილი დავამატე..დამკრა...


Sunday, August 17, 2008

უსასრულობა

1 step

ჩემი ცნობიერება 5-6 წლის ასაკიდან იწყება,როცა სოფლის აღმართი ჩამოვიარეთ და ქალიქისკენ მიმავალ გზას დავადექით.ასე მახსოვს ჩემს ნამდვილ სახლში ჯერ კიდევ არ ვიყავი ნამყოფი,მე და ჩემი და სოფელში ვიზრდებოდით სკოლაში შესვლამდე.მახსოვს როგორ ვტიროდი იქიდან წამოსვლისას,ვერ ველეოდი იქაურობას,სულაც არ მინდოდა ახალი სახლი.არადა იმ წელს სკოლაში შემიყვანეს..მახსოვს როგორ შემეშინდა მე7 სართულიდან გადმოხედვისას,კინაღამ სული გავაპე.

 სკოლაში მაგარი დაზმანული წამიყვანეს,საერთოდაც ყოველთვის მაგრად მეცვა,საკაიფო შმოტკებით დავდიოდი.არ მიტირია სკოლაში,არადა ირგვლივ ყველა ბღაოდა,ვერც მაშინ ვხვდებოდი რა აბღავლებდათ და ვერც მერე მივხვდი.ყოველი შაბათ-კვირა კი ჩემი და ჩემი დის ტირილით თენდებოდა,სოფელში გვინდოდა დაბრუნება.ცოტა გაგვიჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება,მერე და მერე კი სოფელი აღარც გვახსოვდა რაც სკოლაში და უბანში ფეხი მოვიკიდეთ.
 ალბათ ძალიან მგრძნობიარე ბავშვი ვიყავი ყველა ასპექტში.კარგად მახსოვს ძალიან ადრეულ ასაკში დავიწყბე ფიქრი ბიჭებზე და ფიქრი სიკვდილზე,სიკვდილის შემგდგომ ბუნდოვან მდგომარეობაზე..რატომღაც პატარას მეგონა ადამიანები ხელახლა იბადებოდნენ.ფანტაზიაც ადრიდანვე განვითარდა ჩემს ორგანიზმში.ყოველთვის მომწონდა აკრძალული და ვცდილობდი ყველაფერი გამეგო,მაინტერესებდა რატომ მიკრძალავდნენ რაღაც ფილმების ყურებას..

 პატარაობაში ბავშვებს ხშირად მოგვიწყვია ფილმების იმიტაცია,ბევრჯერ ვყოფილვარ რომელირაც ფილმის გმირი,ხან ქალი ხანაც კაცი.ბავშვები ვცდილობდით იგივე გაგვეკეთებინა რაც კინოში იყო,მოგვწონდა ტუჩებით ერთმანეთთან თამაში.ამ დროს კი ჩვენს მშობლებს ალბათ ეგონათ მათი შვილები დედაშვილობანას თამაშობდნენ,არა..კი გვითამაშნია ისიც მაგრამ ბარბის თამაშს ყოველთვის ის სხვა ”აკრძალული” თამაში მერჩივნა.რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ჩვენს შეგნებაზე მაღლა იდგა,იყო რეფლექსური ქმედება ნანახით გამოწვეული და ბავშვური ცნობისმოყვარეობა.სწორედ ამ ასაკში სწავლობენ პატარები ყველაფერს,გვინდა თუ არა ეს ასეა..  მიუხედავად იმისა რომ ასეთი ,,რაღაცეები,, ტრიალებდა ჩემს თავში არასოდეს არაფერს ვიმჩნევდი.ყოველთვის ვიცოდი რომ ეს ის არ იყო რაც ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლისთვის ანა-ბანაა.ყოველთვის ვგრძნობდი,რომ ამის გამო მაგრად შეიძლებოდა მომხვედროდა.თვითონ ბავშვებიც როცა ,,თამაშს,, მორჩებოდნენ არასოდეს არ აგრძელებდნენ ამ თემაზე საუბარს,ალბათ ყველა ხვდებოდა რომ რაღაც ისე ვერ იყო.ახლა კი თქვენ განსაჯეთ რამდენად ნორმალურია ეს ყველაფერი,თუმცა ყველას გირჩევთ ჯერ ყველამ გულში ჩაიხედოთ და წარსულიც კარგად გადაქექოთ.

რაც თავი მახსოვს სკოლაში სულ შეყვარებული ვიყავი,სულ მიყვარდა და არასდროს ის,ვისაც მე ვუყვარდი,სულ ცალმხრივი სივარული მიშლიდა ნერვებს მახსოვს და მაგის გამო ცოტა არასრულფასოვნების კომპლექსიც ჩამომიყალიბდა,არასდროს არ მომწონდა ჩემი გარეგნობა,თუმცა სახალხოდ ამას არასოდეს არ გამოვხატავდი,არც მეგობრებთან,მხოლოდ ვგრძნობდი გულში.ის გონჯი სოფიკოც ჩემზე ლამაზი მეგონა,არადა ცა და დედამიწასავით ვართ ახლა რომ ვუყურებ.  თუმცა რაოდენ დიდი იყო მაცდური სურვილები,9-ჯერ დიდი იყო შიში გამხელისა,გარემო იყო ასეთი შეზღუდული და და ტაბუდადებული,მოკლედ რომ ითქვას ",,საქართველოა,,.მაგიტომაც 17 წლამდე მამაკაცისთვის არ მიკოცნია,მაშინაც როგორ გავბედე მიკვირს.  ყველაფერთან ერთად საკმაოდ ამბიციურიც გახლდით,ყველაფერში პირველობას ვცდილობდი და გამომდიოდა კიდევაც.სკოლაც ამიტომ ხუთებზე და დავამთავრე და პირველივე წელს ჩავირიცხე უნივერსიტეტში,ბიძების დახმარების გარეშე.  

  ** * *  

ჩვენს ოჯახს ალბათ საშუალო დონის ოჯახი ერქვა.დედა და მამა ორივე ქართულის მასწავლებელია,ერთი ჩვეულებრივი ინტელიგენტების ოჯახი,რომლის მთავარი ღირსება ყოველთვის წიგნი და განათლება იყო.დედას და მამას იდეალური ურთიერთობა ქონდათ,შეხმატკბილებული..მამა არასდროს შეხებია დედას ხელით,თუმცა შვილებს ორივენი საკაიფოდ გვიტყაპუნებდნენ.მახსოვს მამა დაუკრიფავში გადადიოდა ხოლმე..ერთხელ გონიც კი დავკარგე ისე მიმასიკვდილა.ვერ ხვდებოდა ალბათ რომ ამით თავს გვაზიზრებდა შვილებს,ან ასეთმა ნაკითხმა და სხვისი ჭკუის დამრიგებელს არ უნდა სცოდნოდა,რომ ძალადობა საშინელი სენია?ყოველთვის მინდოდა მშობლებისგან შორს ცხოვრება,მინდოდა გავცლოდი ტირან მამას..თუმცა უცნაურია,მაინც ორივე მიყვარს დღემდე,მიმტევებელი ვარ ძალიან...პლიუსია ეს?? კარგი თვისებებიც აქვთ ბევრი..სულ ძაგება არ შეიძლება ადამიანის.იდეალური სამყარო არ უქმნია ღმერთს და ადამიანი რომელიც ყველაზე ბოლოს იქნა სულჩადგმული,ამ ბედნიერებას არ ღირსებია.თუმცა არის კი სრული იდეალიზმი ბედნიერება?აბა წარმოიდგინეთ,ყველაფერი ისე იყოს როგორც ჩვენ გვინდა.ფული ჩეჩქვად იყოს,საყვარელი ადამიანისთვის ბრძოლა არ გჭირდებოდეს..წარმოიდგინეთ ფიქრი და რეალობა ერთი და იგივე იყოს.მე მგონია ზედმეტი სრულყოფილებისგან ადამიანი თავს მოიკლავდა.

  ** * *    

ბავშვობიდან ერთი თვისება მომყვება,წინასწარ მიყვარს ყველაფრისგან თავის დაზღვევა,ადრიდანვე ვითვლი რას რა შეიძლება მოყვეს და ჩემი აზრით ეს ცუდია.თითქოს ნებისმიერ მოულოდნელობას გზას უჭრი და გამორიცხავ.არადა სიურპრიზები მიყვარს.მაგრამ... ადამიანის ბუნება უმწეოა,ვერ წვდება ჭეშმარიტებას და ვერც მოვლენების განვითარებას განსაზღვრავს.ეს არის სხვა ძალა,დიდი და ბუმბერაზი,რომელიც აკონტროლებს ამ ყველაფერს საათის მექანიზმივით..  არც თუ ისე დალხენილი ბავშვობა გვქონდა მე და ჩემს დას,იყო პერიოდები როცა ოჯახს უჭირდა..თუმცა საჭმელი და სასმელი ყოველთვის ბლომად იყო ხოლმე.ფუფუნებაში არ მიცხოვრია ამის თქმა მინდა.საერთო ჯამში ბავშვობა კარგად მახსენდება,არაჩვეულებრივი კლასი მყავდა,ყველასთან ვმეგობრობდი.სკოლის მერე კი დავიფანტეთ,ყველამ თავისი გზა აირჩია და ის ბავშვური სიყვარულიც რაც ერთმანეთის მიმართ გვქონდა ბავშვებს თანდათან გაფერმკრთალდა.  ორი დაქალი მყავდა ბავშვობაში,აი ტრუსიკის დაქალებს რომ ეძახიან..ერთად გვიძინია და გვიჭამია,ერთი ტანისამოსი გვცმია და გაკვეთილებიც ერთად მოგვიმზადებია.უბანში პარადიც ჩვენ მიგვყავდა,აქტუალური გოგჩოები ვიყავით ყოველთვის და ყველა ჩვენს სასტავში ცდილობდა შემოძრომას.ალბათ გაგიკვირდებათ და დაქალებთან არასდროს მიჩხუბია..  გოგონებზე მეტად კი ბიჭებთან გამომდიოდა მეგობრობა,მათთან უფრო მაგრად ვერთობოდი,ფეხბურთიც ბევრჯერ მითამაშნია და ბომბობანაც.გარაჟებზეც ძაან ბევრჯერ მიძრომიალია და ა.შ ცელქი გოგო ვიყავი მოკლედ. ისე ერთ რამეს კი დავაკვირდი.ბავშვობაში მყავდა ორი ძმაკაცი(ვერ ვიტან ამ სიტყვას),ძალიან მაგრად ვიყავით ერთმანეთთან,მხოლოდ ვმეგობრობდით,მეტი არაფერი,თუმცა ჩემი თავი გამოვიჭირე იმაში,რომ რაღაც მომენტებში მათაც სხვა ბიჭებივით ვუყურებდი.მაგათ გულში კი რა ხდებოდა ამას ვერ გეტყვით,არ ვიცი.დროთა განმავლობაში ოერივესთან გამიქრა ურთიერთობა..მათგან ერთს კი ძალიან გამოვყოფ,რომელსაც სკოლის ბოლო წლებში ვემეგობრებოდი.  ძალიან უცნაურად დაიწყო ჩვენი მეგობრობა,თუ არ ვცდები მე ვიყავი 16 წლის ის 20ის.რატომღაც ერთმანეთთან არასასიამოვნო ურთიერთობა გვქონდა,თითქმის არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს,არადა ერთ სასტავში კი ვიყავით..ერთ დღესაც მოვინდომე ურთიერთობის გარკვევა და ვესაუბრე,რა თქმა უნდა პრიჩინა კონფლიკტისა ვერ აღმოვჩინეთ.მეც მეგობრობა შევთავაზე,მხოლოდ არა ლაითი მეგობრობა არამედ ამ ურთიერთობით ჩვენ ვხდებოდით ერთმანეთისთვის ძვირფასი ადამიანები და დამოკიდებულები,ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ რომ ამავე ურთიერთობას წერტილი მე დავუსვი. თითქმის ერთი წელი ვიმეგობრეთ..უაღრესად თბილი იყო ჩვენი ურთიერთობა,ამასთანავე ჩემზე ბატონობდა,რაც დამყოლი არ ვიყავი არავისთან მაგასთან დავთმე.თითქმის ყველა ნაბიჯი იცოდა ჩემი და მეც მსიამოვნებდა მის წინაშე ანგარიშების ბარება… Uამრავი ჭორი დადიოდა ჩვენზე,შეყვარებულები ვეგონეთ,რაღაც მომენტში მეც ვეჭვობდი..ხომ არ მიყვარდა? ახლანდელი გადასახედიდან,მიმაჩნია რომ ქალსა და მამაკაცს შორის თბილი და ძაან ახლო უღრთიერთობა მხოლოდ მეგობრობით არ შემოიფარგლება.ერთი მარტივი მიზეზის გამო,ქალი ქალია და კაცი კაცი,ბუნებრივი მოთხოვნილებები ყოველთვის თავს იჩენს…ყოველთვის როცა ამ თემაზე ვფიქრობ მახსენდება ფრაზა : “ქალისა და მამაკაცის მეგობრობას,საგრძნობლად აქვეითებს ღამის მოახლოება”..ნუ მართალია მთლად ღამეც არ უნდა ამ ყველაფერს,მაგრამ ჭკვიანი კაცის ნათქვამია. ძალიან უფერულად დასრულდა ჩვენი ურთიერთობა,მე დავასრულე..თითქოს ის მივიღე რაც მინდოდა და მოქმედება მორჩა….არ ვიცი ამ ურთიერთობის მაგალითზე ჩემს რა თვისებას ესმევა ხაზი??? აღიარებასავით გამომდის ეს წერა..მე თVითონ ვერ გამირკვევია როგორი ვარ და რა მინდა,ერთი ვიცი რომ სიმშვიდისკენ და ბედნიერებისკენ მივისწრაფი,სულიერი სიმშვიდისკენ.ჩემს სულში კი დღესაც ეიფორია და ქაოსია..ისე რომ დაფიქრდე,რამდენი რამის ჩადენა შეუძლია ადამიანს?ან რამდენი რამ აქვს ჩადენილი?ამ ბედკრული ხალხისთვის მიუღებელი და გასაკიცხი?ის სხვა საკითხია რომ განკითხვა მხოლოდ დ მხოლოდ ღვთის პრეროგატვაა..და როდესაც ეს ყველაფერი დამალულია და ჩვენს თვალთაგან უჩინარი,ეს ადამიანი გვიყვარს ჩვენ,პატივს ვცემთ და ზოგჯერ ვაღმერთებთ კიდევაც.თუკი ის ცოდვები,რომელიც მას მიუძღვის ღვთისა და ჩვენს წინაშე ფარდაახდილი იქნება,რატომ ვაქცევთ ხოლმე ზურგს?მერე რატომ აღარ გვიყვარს?როგორ..გირჩევნიათ ილუზიას ეთამაშოთ?ვიდრე მიუტევოთ მას წარსული და მიიღოთ ისეთი როგორიც არის?რატომ ვაიძულებთ ადამიანები ერთმანეთს ვითმშოთ?მსოფლიოს მართლა ვერ შევცვლი მე,ალბათ ასეთია კანონზომიერება,როგორც დღის მერე ღამე და ა.შ.. მაგრამ მე,ჩემს შემთხვევაში,არ ვცდილობა თავი გამოვუტენო ადამიანს ჩემი ლაყბობით,არ ვცდილობ ჩემი აზრით სხვები ვაცხოვრო!ყველას თავისი არჩეული გზა აქვს,რომელიც თოთო ბავშვობიდან მოსდევს,ცუდია თუ კარგია ეს..ბოლოს განისჯება……….. 

გაგრძელება იქნება : )

მალე : )

First post

მოგესალმებით..როგორც იქნა გადავწყვიტე ჩემი ესე ვთქვათ შემოქმედების მზეზე გამოტანა : ) ძველ ნაწარმოებებს არ დავწერ აქ,ზედემტად ბავშვურად მიმაჩნია...

ახლა კი წარმოგიდგენთ ამბავს ერთ გოგონაზე,რომლის ბედიც ჯერ ბოლომდე არ გადამიწყვეტია : ) ნაწარმოები პროცესშია..თუმცა საკმაოდ დიდი ნაწილი უკვე დაწერილია..

ასევე ველი თქვენს კომენტარებს სულმოუთქმელად..

კრიტიკის ქარ-ცეცხლი არ დაიშუროთ : )