Saturday, August 23, 2008

უსასრულობა

5 step

კარებთან შევჩერდი,თითქოს ვიყოყმანე შესვლა..”რა მინდა კაცთან,რომელიც მარტო ჩემი მძორით ძღება?მაგრამ მე მინდა მასთან ყოფნა,რომ ვხედავ მაჟრიალებს და მიტოვებული კნუტივით ვიბუზები.სულის შეხუთვამდე მინდა მომეფეროს და მიგრძნოს,მისი დანახვის მერე გამოწვეულ სიმხურვალეს კი ვერაფერს ვუშვები...”

სახელური გადავწიე და გაიღო..სულ ავილეწე,რაღაც ძაან ვიბნეოდი..ვიღაც გოგოს უღებდა ფოტოებს..ლამაზი გოგო,ძaლიან ლამაზი..”ვინ იცის იქნებ ამასაც ჟიმავს?”.რაღაც მომებჯინა ყელში და ვგრძნობდი რომ მახრჩობდა,ვიბოღმებოდი..

წავიდა გოგო და დავრჩი მე პირისპირ,ის კიდევ მიყურებს ისევ ისე მომნუხველი თვალებით და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება,თითქოს უამრავი ხალხის წინაშე შიშველი ვიყო..მიახლოვდება და მის ხშირ სუნთქვას ვგრძნობ..

არ უნახავს ჩემი ცრემლები..არც კი ვიცი რისთვის ეს ცრემლი? აკი ადრე მეცინებოდა?ძალიან ბედნიერი ვიყავი მასთან..ეს იყო რაღაც სიგიჟე..მის თავს მკერდთან ვიხუტებ და ჩუმად ვტირი,მემორჩილება და სულგანაბულია..ჭერს ვაშტერდები ფართოდ გახელილი თვალებით,არაფერზე არ ვფიქრობ და ამ წამებით ვტკბები..მაშტერდება და ცრემლიან თვალებს მიკოცნის,გული მეწურება..

-ნუ ტირი.. არ ღირს.. _მხოლოდ ეს სიტყვები,მაშინ ვერ მივხვდი რას ნიშნავდა..

***

ლიკუნას ქორწილი ახლოვდებოდა..თუმცა მე დიდი ხანია არ მენახა,სიხარულისგან დავფრინავდი,პირველად ვხდებოდი მეჯვარე,თან ჩემი უსაყვარლესი ადამიანის.დიდი სამზადისი აქვს ლიკუნას,უნაკლოდ უნდა ჩაიაროს ყველაფერმა,ასე აქვს დაგეგმილი..

ჩემი ცხოვრება კი ისევ ისე,უსაფუძვლო შეხვედრები და ისევ თავს გასული ვნება და საიყვარული??? არ ვიცი...

კარგად ვიცოდი,რომ არ ვიყავი ნიკისთვის მეორე ნახევარი,არც მე მოვიკლავდი ალბათ თავს მის გამო..უბრალოდ ჩვენს შორის იყო ის რაც ალბათ ყველა ადამინშია ცხოვრებაში ერთხელ მაინც.ვნება..მომენტი როცა სურვილი ყველაფერზე ხაზს გასმევინებს.მე კი მინდოდა ყველაფერი ამაზე მაღლა მდგარიყო მაგრამ..მარტო მე ვერ ავაწყობდი სრულყოფილებას..გულის სიღრმეში ძალიან მინდოდა ვყვარებოდი,რომ მხოლოდ მე ვყოფილიყავი მისთვის და არავინ სხვა..

***

ისევ ისე გაუფრთხლებლად მივდივარ,ისევ ისე სურვილს აყოლილი,ისევ ისე ამჩატებული,ისევ ისე ბედნიერების მოლოდინში,და მისი მოფერების მოლოდინში..

და..ყველა გრძნობა მაშრება უცებ,ვქვავდები და ხმას ვერ ვიღებ.დრო ჩერდება და თავში კი ისევ პატარა ჩაქუჩი მირტყამს,მონოტონურად..თითქოს კადრებიც შენელდა,ყველაფერი ისე ნელა ხდება და მკვეთრად,რომ მუხლებში ვიკეცები..ცრელები მაწვება და ჯიუტად არ ვტირივარ..რატომ უნდა მღალატობდნენ საყვარელი ადამიანები?ამ შემთხვევაში კი ნიკი არა..

რაღაც წამები გაგრძელდა ჩემი უმწეობა..წამოვდექი”დიდი ბოდიში რომ ორალს გაწყვეტინებთ..ბლიად ნაბიჭვრები”.ისევ ვიკავებ ცრემლებს და უცებ ძალაუნებურად ტაშს ვუკრავ..მოქმედება წყდება და გაოგნებული წყვილი შემომცქერის..ახლოს მივდივარ..

- მაშ ასე,ახლა ორივე გაქვს ლიკუნა ფულიც და სიყვარულიც??ლამაზი სახლიც და ლამაზი კაციც?

ჯერ კიდევ აზრზე ვერ მოვიდა ეტყობა,უსიტყვოდ შემომცქერის მისი უგულო თვალები..მინდოდა მიმეხრჩო,ერთი წამით არ დამიდანაშაულებია ნიკუშა..მე ლიკასგან მეტკინა,მიწასთან გამასწორა..

-კუსა მოიცადე..ყველაფერს აგიხსნი..

რა უნდა ამიხსნას ნეტა?რომ ეს ის არ არის რაც მე მგონია?არ ვიცი უნდა დავრჩენილიყავი მანდ და უნდა გამელანძღა ან რამე მეთქვა კიდევ?რა აზრი აქვს...

ჩქარი ნაბიჯით გამოვედი,გამოვედი კიარა გამოევთრიე...ბოტანიკურში ავედი.რა კარგი იყო აქ ადრე,ახლა კი გულამოსკვნილი ცრემლად ვიცლებოდი.ჭაჭანება არ იყო..ჩემს საყვარელ ადგილას ბალახზე გავიშოტე,მიტოვებულად ვგრძნობდი თავს და არარაობად,რომელიც არავისთვის არაფერს წამოადგენს..ცას მივაპყრე თვალები,არ ვიცი რამდენად ღირსი ვიყავი ამ ყველაფრის?ღრიალი მინდოდა,ისე რომ ცა შემეძრა,მაგრამ ესეც არ შემეძლო,უსუსური ვიყავი.ბოლოს კი ვიგრძენინ რომ რაღაც გათავდა და ისე ვერ იყო..და ემოციაც წავიდა..ორაგანიზმი დაიღალა ჩემით.ჩემს ფიზიონომიას ჩემი ფსიქიკა საშინლად შესძულდა..შეშლილი მე..კიდევ კარგი ისტერიული სიცილი არ ამიტყდა,როგორც ეს ფილმებში ხდება..

ალბათ შემეძლო ლიკუნას ქორწილის ჩაშლა.ალბათ რა,ნამდვილად შემეძლო..მაგრამ არ ვქენი.თუ თვითონ თავისმა სინდისმა ნება მისცა..ბედნიერად იყოს.თუმცა რომელ სინდისზეა საუბარი?მეორეც იყო..მომავლისთვის ვინახავდი ბოღმას,თუმცა ზოგჯერ შურისძიებაზე საერთოდ არ ვფიქრობდი და ამ ყველაფერს ღმერთს ვანდობდი..რა თქმა უნდა მეჯვარედ არ წავსულვარ და საერთოდ,მას მერე ლიკუნა არ მინახავს..ნიკუშაც არ მინახავს,აღარ მივეცი ჩემით თამაშის უფლება..მარიონეტის როლში ყოფნა აღარ მინდოდა.თუმცა ამ ყველაფერში ნიკი ყველაზე ნაკლებად არის დამნაშავე..ის არასდროს შემპირებია არაფერს,თუმცა შეეძლო ეს არ გაეკეთებინა..ალბათ სულ ცოტათი ძვირფასი ვყოფილიყავი მისთვის,ჩემს უსაყვარლეს ადამიანს არ მიადგებოდა..თუმცა კი გულიდან ვერ მოვიცილე მასზე ფიქრი,”ალბათ ერთი დღეც გათენდება და ისევ მივეტმასნები”

”მე ხომ ძლიან უნებისყოფო ადამიანი ვარ!”

იმეგაცრუებული,ყველაფერს ჩემს თავში ვადანაშულებდი..საკუთარ თავზე დავიბოღმე..როგორი უსუსური უნდა იყო ადამიანი,რომ ერთი ერთგული მეგობარიც არ გაგაჩნდეს გვერდზე?უაზროდ გავიდა რამოდენიმე დღე და ერთადერთ მეგობრად ალკოჰოლს ვთვლიდი...ლიკუნა კი მეზიზღებოდა და ვგრძნობდი რომ ამ ყველაფერს ასე არ დავტოვებდი..

12 comments:

deka136 said...

isa da... ertmaneti sad gaicnes? :-/

hellcaster said...

დავაკვირდი და ძალიან მაკომპლექსებს ეს მოთხრობა :))))

თან მაგარია მთლიანად რომ არ დევს.. მერე რაღაც დაველოდებოდი ყოველ დღე :უსერ:

ჰო, ეს ნაწილი ტრადიციულია.. სიყვარულზე რომაა ფილმები, მაგას მაგონებს. თუმცა, სხვანაირად როგორ უნდა ყოფილიყო ”ექშენი”, არ ვიცი

მე said...

უფრო და უფრო უაზრო ხდება...


მარა მაინც წავიკითხავ ხოლმე , ჩემი რა მიდის :D

ნინა said...

: deka136 მაგას აქ რამე აზრი?შეიძლება მომავალში ეგეც გაირკვეს.

: cursed წატი შენი :დ წუხელ კიდევ კარგ გონებაზე ვიყავი ეგ რომ დაწერე,სიქა გამაცალე და რა იქნებოდა :დ

: hellcaster გაკომპლექსებსოოო? : )

ჰო შეიძლება ცოტა ბანალური გამოვიდა,ვარსკვლავების მოწყვეტა მეც არ შემიძლია ციდან :უსერ:

: მე შენი სახით ერთი მუდმივი კრიტიკოსი მყავს,მაგრამ რომ კითხულობ ე.ი გაინტერესებს..ჰოდა იკითხე ;)

cursed said...

ნინოოჰ....
ესე იგი ბანალურია და იმიტო არ მომეწონა

სიქა შენ გამაცალე :ვიკ:

წინებშI ინტრიგა იდო ^^

ეს ზედაპირულია ასეთი შეგრძნება მაქ ვინუჟდენი იყავი დაგეწერა რაღაც და მეტი ვერაფერი მოიფიქრე :D
არ მცემო ჰო კაი...
ჰო გიყვარს კრიტიკა

:2kiss:

ნინა said...

: cursed ე.ი შენი ქომენტი იმას მიანიშნებს რომ მეტი შემიძლია? :გივი:


ჰო რა დაახლოებით მასე იყო..თავი ჩმოვდე კინაღამ კლავიატურაზე.

ვაფშეტა სხვანაირი გაგრძელება ქონდა სიუჟეტს მაგრამ ასე შევცვალე..უამრავი მიზეზის გამო.ჯობია ისევ პაპსა გამოვიდეს..


ლოლ

cursed said...

მეტი შეგიძლია კი არადა დებილი ხარ :D

გირჩევნია ამ რაღაცას ნორმალური ბოლო მოუძებნო თორე გცემენ :D

deka136 said...

sxvata shoris, chemtvis mnishvnelovania, mashasadame :D

მარი said...

ჩამსვი ლინკებში და მეც ჩაგსვაამ :D

goooooood girl said...

Very fine......

hellcaster said...

სავეტი:

ძალით არ წერო ხოლმე..
მართალია ყოველ საღამოს ველოდები, მაგრამ მირჩევნია 3 დღე ველოდო და ძალიან კარგი დამხვდეს :PPP

ვსო
დამთავრდა სავეტი

ნინა said...

დავკომპლექსდი ბლიად...

მგონი დროა პატარა თაიმ აუთი გამოვახცადო...