Thursday, August 21, 2008

უსასრულობა

4 step

ამ კვირას ლიკუნა აწყობდა რაღაც ფართის თავის სახლში,მემუდარა მოდიო.ალბათ გაბღენძილი კაცები დამხვდებოდნენ და გადაპრანჭული ქალები.სნობური დვიჟნია რა.უარი ვერ ვუთხარი..ისე ლიკუნა ძაან  ჩაეშვა საზოგადოების ”ელიტაში” და არ მომწონდა ეგ.დილიდანვე შემაწუხა რეკვით ,ძალიან უნდად  ავსულიყავი.ასე თუ ისე მე ვყავარ მარტო,როცა ცუდადაა იცის რომ ჩემთან შეუძლია გული მოიოხოს,იცის რომ  არ გავკიცხავ და იცის რომ უბრალოდ სითბო ელოდება ჩემთან..ვერავის ვე გავკიცხავ,რა ჩემი საქმეა სხვისი ცხოვრება,ლიკუნასიც თქვენ წარმოიდგინეთ..მე ისეთივე მიყვარს როგორიც ახლაა და არა გარდაქმნების შედეგად მიღებული,ნიღაბ ქვეშ დამალული გოგონა..

უნდა გენახათ კედებით და ჯინსით რომ ავადექი რა სახე ქონდა,კინაღამ გამომაბრუნა.

-კუსა რა იყო,ხომ გთხოვე არა?_მწუხარებისგან დამანჭული სახე..-აქ თინეიჯერები არ იკრიბებიან,ჩაგეცვა რამე ნორმალური..

გამებუტა ლიკუნა წამიერად,კუსასაც მარტო ის მეძახის ბავშვობიდან,ლიკუნა ჩემზე დიდია 4 წლით და პატარაობიდანვე ეგ დამათრევდა ყველგან,შეჩვეული ვარ ამ ადამიანს და უიმისოდაც გამიჭირდება...

-გავბრუნდები მაშინ_ვეიაზვე

-რა სულელი ხარ.._უცებ გაუქრა ის წყენა და სახე გაებადრა_მთავარია შენ ხარ ჩემთან!

გულში ჩამიკრა,ეს იყო უზომოდ თბილი,უთბილესი ჩახუტება..სიყვარულით სავსე..ლიკუნა ჩემთვის დადებითი მუხტია,რასაც ვერ ვიტყვი დახვდურ საზოგადოებაზე.

გულში ვაგინე ამ ყველაფრის მასპინძელს..რა მინდოდა აქ?ღიპდადებული კაცები და უაზრო,შეუხამებელი მაკიაჟით შეჭმული ქალები.ალბათ მართლა თვალში საცემი ვიყავი..არც არავის ესიამოვნა დიდად,პატარა მაგიდაზე ფეხები რომ შემოვაწყე და სიგარეტის გაბოლება დავიწყე..ვარღვევდი მათ იდილიას. ”ნეტა რაში დასჭირდა ლიკუნას ეს ჯამბაზობა?”

თურმე ჯერ სად ვყოფილვარ...მოულოდნელი იყო ჩემთვის მისი განცხადება გათხოვების შესახებ.ძალიან მეტკინა გული..განა იმიტომ რომ ლიკუნას გათხოვება არ მინდოდა?არა..უბრალოდ ვის მიყვებოდა,ამათგან ერთ-ერთ ღიპდადებულ ბიძიას..ფულის ჩუჩელას.და დარწმუნებული ვარ რომ ლიკუნას არ უყვრდა რეზო..თუმცა ლიკუნას არც შეუძლია სიყვარული,კაცების სიყვარული..თან გონება უფრო მართავს,ვიდრე გული და ემოციები.მეწყინა მაგრამ არ გამკვირვებია..ვიცოდი ჭკუას კარგავდა ისე ტიპი ლიკუნაზე,რატომაც არა ახალგაზრდა გოგონა ლამაზი გარეგნობით,აი რა უნდათ კაცებს..ყველასთვის შესაშური ცოლი და ამავდროულად მისი ლამაზი სხეულით ტკბობა..საქს..

ცოტაც დავლიე და ოდნავ მოგვიანებით დავტოვე მეტად ”ღირებული” საზოგადოება....ლიკუნა კი მოცინარი დავტოვე,კისკისებდა..”ალბათ ფული მართლაც საკმარისია ბედნიერებისთვის”.გავიფიქრე და ნელი სვლით ჩამოვიარე კიბე.

ციოდა გარეთ,წვიმასაც აპირებდა..მეუცხოვა ყველაფერი,არადა ყველაფერი ძალზედ ნაცნობი იყო ამავდროულად,ნაცნობი და ძველი.ჩემი უბანი,ჩემთან ერთად გზრდილი ხეები,სიძველე შეპარული კედლები,გაცვეთილი ფილაქანი..ჩვენი სკამი,ბავშვობაში რომ სხოდკებს ვაწყობდით.ჩემი სახლი მოშორებითაა აქედან,არ ვაპირებდი ასვლას,ისევ არ მინდოა დედის ნახვა.ქურთუკში კარგად ჩავიფუთე და გავუყევი ფეხით,უბრალოდ წავედი,უცნაურად გამოფიტული,ცარიელი,აზრი ვერ ვუპოვე ვერაფერს,დასაწყისი და ბოლო ვერ ვპოვე..ჩემი ცხოვრების აზრს ვერ ვპოულობდი.რისთვის და რატომ ვიყავი,ან თუნდაც ვისთვის ვიყავი?პოზოტივს ვეძებდი ჩემში და ვერ მეპოვა,ყველაფერთან ერთად ჩემს თავსაც აზიზად ვუყურებდი.”არ ღირს ამ ცხოვრებისთვის თვალის გასწორება”.დალევა მინდოდა ისევ,არადა არ ვარ ლოთი,უბრალოდ მართლა ყელში მაქვს ყველაფერი და სასმელი მაბრუებს..გადავიფიქრე დალევა..ოი,სანამდე მოვსულვარ,ბარემ კინოში შევალ,მივჯდები ჩუმად და ვუყურებ დრამას..ხო დრამას.მულტფილმებზე და დრამებზე მეკეტება..როგორც ყოველთვის აცრემლებული გამოვედი,საერთოდ ვერ ვიტან როცა ფილმი კარგად მთავრდება..არარეალური მგონია.”ალბათ ჩემი ცხოვრებაც ერთი კარგად გადაღებული კინოა,სადაც მე ვარ მთავარ როლში,ჟანრი კი ჯერ-ჯერობით არ ვიცი”.გამეღიმა..წვიმდა გარეთ,სახლში ავედი და მკვდარივით დამეძინა.

***

ლიკუნა კაბას იზომავდა,უფრო სწორად მკერავი უღებდა ზომებს..ახლოს იყო ქორწილი.ეს ლიკუნას მეორე ქორწნება იყო.საოცრად უხდებოდა თეთრი,მართლაც რომ დედოფალივით იყო.მიყვარდა,ძალიან მიყვარდა ლიკუნა..სავარძელში ვიჯექი და ვუყურებდი,როგორ დინჯად აკვირდებოდა ყველა დეტალს.და უცებ წარმოვიდგინე,როგორ ეფერებოდა ის ბებერი ჩემს პატარა გოგოს და გული ამერია,ხასიათი წამიხდა..

-დავიჯერო მართლა ბედნიერი ხარ?_ვკითხე და ჩავაშტერდი.

-გააჩნია ვისთვის რ არის ბედნიერება კუსა_კალთაში ჩმიჯდა დ ჩამეხუტა-აი მე,ფუფუნების გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.გამოდის ეს არის ჩემი ბედნიერება.

-და ამისთვის იმ ბებერს უნდა ჩაუწვე?

-ფული და ლამაზი კაცი ერთად ვერ იქნება,ან ერთი უნდა იყოს ან მეორე.მსხვერპლს ყველაფერი ითხვს..მე უკვე შეჩვეული ვარ ასეთ ცხოვრებას,თან რეზო მაღმერთებს.მეტი რა მინდა?ცხოვრებაში მატერილური უფრო ფასობს ჩემო ძვირფასო.აი შენ,ჩმო პატარა,რა გაქვს?ან რაგინდა საერთოდ?დაწექი ვიღაცასთან,უქონელთან..თან ირკვევა რომ მაგრად კიდიხარ და შენთან სექსის გარდა სხვა  ღირებულს ვერ ამჩნევს.გამოდის შენ არც ერთი გაქვს და არც მეორე,არც ფული არც სიყვარული..

მართალი იყო,ცამდე მართალი და კინაღამ ავღრიალდი..

-უბრალოდ იმას ვაკეთებ რაც მინდა_მხოლოდ ეს ამოვილუღლუღე პასუხად.

-და სანამდე მიგიყვანს ეს?შენი ნაკლი ისაა,რომ ემოციებს ვერ აკონტროლებ.რა არის სასარგებლო ვერ არჩევ და რამ შეიძლება ცუდი მოგიტანოს მასაც ვერ არჩევ..მხოლოდ ცოტა დაფიქრდი კუსა..ჩემთვს კი უსაყვარლესი ხარ მაინც.

აღარ გამიგრძელებია,უბრალოდ ძალიან ჩავეხუტე..

იქიდან წამოსულმა კი ტაქსი გავაჩერე და მექანიკურად ჩემი ”უცნობის” მისამართი ვუთხარი....

12 comments:

deka136 said...
This comment has been removed by the author.
deka136 said...

ui, shemeshala ragac :D

Anonymous said...

ლიკუნას ქმარს თავიდან ვახო არ ერქვა? :უსერ:

ხო, დალევა მეც მინდა.. სულ.. ოღონდ მე ლოთი ვარ :გივი:

Anonymous said...

ეს ყველაზე უაზრო ეპიზოდი იყო...

ნინა said...

:deka136 რა შეგეშალა დეკუცი? :*

:hellcaster კი საქმროს ქვია ვახო,რამე შეცდომა გამეპარა? ისე ვარ დაღლილი მეზარება გადაკითხვა :(

შე ლოთო შენა :2კისს:

: მე რატომ სექსები რო არ იყო იმიტომ?

Anonymous said...

და დარწმუნებული ვარ რომ ლიკუნას არ უყვრდა ვახო..


მე უკვე შეჩვეული ვარ ასეთ ცხოვრებას,თან რეზო მაღმერთებს.მეტი რა მინდა?

აი.. თუ რეზო სხვაა კიდევ :უსერ:



ჩამოვა ჰანი და ერთ დღეს არ გამოვტოვებ :D
და შენც მოდი ხოლმე :ევილ:

არა, ჯერ ისევ ვერ ვხვდები

ნინა said...

: hellcaster კაროჩე ჩავასწორე და რეზო ერვას ჯობია :გივი:


ჰანის ძუძუები დაგვლოცავენ აბა მალე? :გივი:



ჰოოოომ :ტან:

Anonymous said...

ხო, თორემ ვახოზე ცახოს მამა მახსენდება :D

ზეგ ჩამოვალო. იმედია მართლა ზეგ ჩამოვა, თორემ დავიღალე სახლშჳ ჯდომით

დამაინტრიგა ამ მოთხრობამ. თან ვერც ვხვდები მერე რა შეიძლება მოხდეს და უფრო მაინტერესებს :P

deka136 said...

mec is davcere, rom jer vaxo erqva da mere rezo, magram megona, momechvena da cavshale komenti :D

Kate said...

აუ როგორ მაგრა მეცნობი რომ იცოდე ფორუმიდან...

ხოდა ეს ყველაფერი ნამდვილი ამბავია???

Kate said...

აუ რა სვანი ვარ.
ახლა გადავიკითხე წინა პოსტები.
ხოდა, ტაკ ძერჯაწ.

ნინა said...

: deka136 ნწ ნწ ერთი შეცდომა ვერ დაგიშვია კაცს რა :დ

: Kate არა არ არის ნამდვილი ამბავი : )