Tuesday, August 19, 2008

უსასრულობა

2 step(დასაწყისის გაგრძელება)


-შენ თვითონ ვერ გაგირკვევია რა გინდა,არც არაფერს ამბობ და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს არც ერთი ჩვენთაგანი არ გჭირდება,ბოლოს მარტო დარჩები ელე,იმიტომ რომ ვერავინ გაგიძლებს_მითხრა ერთ დღე ერთმა დაქალოჩკამ.

ჩემი ერთი მეც ამას მიჩიჩინებდა,სერთოდაც ვერ გამირკვევია რამდენ მედ ვარ დაყოფილი.ალბათ მართლა ცოტა რამ დარჩა და გადავიჩეხები,მაგრამ რატომღაც ყურებსაც არ ვიბერტყავ,სულ ერთია არაფრის შეცვლას არ ვცდილობ და ისიც კი მგონია რამეს რომ ვეცადო არაფერი გამომივა..დაე ვიყო ისეთი როგორიც ვარ..

ერთი რამ კი ავიკვიატე ჩემი ფსიქოლოგიური პორტრეტი მინდა,ზედმიწევნით კარგად შესრულებული ოღონდ.ნელ-ნელა პესიმისტი ვხდები და ეს სულაც არ მაღელვებს,არც ის დიდი მწვანე ველი მინდა,გვირილებით გადაჭედილი რომელზეც ბევრჯერ მიოცნებია.

არც ისეთი პატარა ვარ,21 წლის გახლავართ და პოზიტივი ჩემს პირად ცხოვრებაში არ მახსოვს,ყოველთვის ერთი მეორეზე უარეს სიტუაციაში ვხვდებოდი.არ მიმართლებს ურთიერთობებში და ვაღიარებ ამას.ჩემი პირველი შეყვარებული შიდსით გარდაიცვალა,არ მქონია მასთან არაფერი,თან ჩვენი ურთიერთობის მერე გაირკვა რომ ინფიცირებულიყოფილა..ძლივს გადავიტანე,მერე რა რომ რ ვიყავით ერთად?რაღაცნაირად ღირებული იყო ჩემთვის.სიკვდილამდე ვუყვარდი,მე კი სიკვდილამდე კაი ხნით ადრე მივატოვე...

მერე იყო ერთი ”სირი”,როგორც ახლა გოგოები იტყვიან : ) მისი ძმაკაცი იავნად მკერავდა და ეს ჩუმად იყო,არადა ვუყვარდი... ნუ თვითონ თუ ეკიდა ან მით უმეტეს ვერაფერს ეუბნებოდა,მეც კარგად დავიკიდე და შესანიშნავად ვფლირტაობდი...

ა.შ და ა.შ ყველა იდეინის ისტორია ნუ მომაყოლებთ,ისიც კმარა მაგათი გახსენებით ნერვები რომ მეწიწკნება.საბოლოოდ კი წაგებული მაინც მე ვრჩებოდი,იმიტომ რომ მარტოობა მაღიზიანებს უკვე კატასავით ვარ,სითბო მიყვარს,უზომო სითბო.გაგიმხელთ და ჯერ ჩემს ცხოვრებაში ესეთი რამ არ მიგრძვნია..ალბათ იმიტომ რომ ყველა ჩემი ურთიერთობა ხანმოკლე იყო,ადვილად შეველიე ყველას,ნერვიც არ შემტოკებია ისე.უცნაური კი ის არის,რომ მიუხედავად იმისა რომ ყველას მე ვშორდებოდი,მაინც გულნატკენი ვრჩებოდი,არადა წესით მაგარი დავოლნი უნდა ვყოფილიყავი,რადგან დაჩაგრულის როლში მე არ ვყოფილვარ.ყოველთვის მიკვირდა იმ გოგოების,ვისაც თავის დაფასება უყვარდათ,თუმცა ახლა ვხვდები რომ კაცებს მაინც ანგელოზის ქურქში შეფუთული გველები ურჩევნიათ.მოგებული ყოველთვის ამ ტიპის გოგოები რჩებიან,ბევრ რამეს მალავენ საყვარელ ადამიანთან,იტყუებიან,ბევრჯერ ასეთი ხერხით კაცის შებმა წარმატებულად გამოსდით.ტყუილს ვერ ვიტან!მიამიტი ბავშვის შთაბეჭდლებას ვტოებ? არ ვარ ბავშვი არადა.. უბრალოდ უშუალობას ვაფასებ ადამიანებს შორის,გრძნობების დაუფარავად გამოხატვას,პირდაპირობას.ალბათ შორს ვერ წავალ ასე,თუმცა ჩემგან ვიგოდნიკი მაინც ვერ დადგება.დაე იყოს ისე როგორც არის....

-კაცი იმისთვისაა,რომ სარგებელი ნახო_იტყვის ხოლმე ლიკუნა,ჩემი დაქალი.ფანი ვარ ამ გოგოსი,როგორ შეუძლია კაცები ასე ატრიალოს? თან ისე თვითონ რომ მათ მიმართ ოდნავი სიმპათიაც არ ქონდეს?

-უბრალოდ მიყვარს ფუფუნება და ამითვის სულაც არ არის საჭირო სიყვარული,უბრალოდ რამდენიმე საათით თვალები უნდა დახუჭო შენს თვითდარწმუნებულ პარტნიორზე.კარგი ქალი კი ყოველთვის ფასობს და კაცებიც გულუხვები არიან შესაბამისად._თვალს მიკრავს ლიკუნა.

ადამიანი რომელსაც ყოველთვის უმართლებს! ასე ახასიათებს საკუთარ თავს ჩვენი ლიკუნა.კმაყოფილია ამ ცხოვრებით და არასოდეს წუწუნებს პარტნიორის სიმახინჯეზე.სამაგიეროდ უფულო ჯორჯ კლუნსაც ზედ არ შეაფურთხებს.ხშირად იცვლის მანქანებს და მისი ბინაც ყოველთვის იდეალურ მდგომარეობაშია.

სიმრთლე გითხრათ არ მესმის ლიკუნასი,თითქოს ყველაფერი იდეალურად აქვს,როგორც თვითონ ამბობს,მაგრამ არამგონია თავის თავს მაინც არ უტყდებოდეს სიმართლეში,რომ ეს იდაეალიზმი სულაც არ არის ბედნიერება..ასე თუ ისე ჩემნაირ რომანტიკოსს ალბათ ისევ ლიკუნასნაირი რეალისტობა ჯობია..

კიდევ უფრო უცნაური ის არის,რომ ჩემს პირველ სექსს სიყვარულთან კავშირი არ ქონია,სურვილი იყო და ვნება.სექსისთვის ალბათ,მართალია სულაც არ არის სიყვარული საჭირო თუმცა გაცილებით სრულფასოვანი იქნება მასთან ერთად..მორალურად კი უფრო გამართლებული.

-არ მელოდო!_გამოვიჯახუნე კარი და გამოვედი სახლიდან.სისხლი მასხამმდა თავში და ბოღმისგან სუნთქვა მიჭირდა.თავში ტრიალებს ერთი კითხვა,მხოლოდ ერთი : რატომ? და მეორდება ისევ და ისევ.ამოვიღე სიგარეტი და გავაბოლე,ბიჩოკიც წიწკნად მეყო.არადა ვფიქრობ,მამაჩემი ნაღდად არ არის იმის ღირსი რომ დედამ ვიღაც ნაბიჭვარს სასიყვარულო ესემესები წეროს.ბლიად..უცებ ცრემლები მომერია,გული ამოვარდნას მქონდა ვერაფრით მოვაბი ფიქრს თავი და ბოლო.მეზიზღებოდა და დედაჩემი!რატომ? კაცი მუდამ ხელის გულზე გატარებდა და ეს კიდევ ვიღაცას ეფლირტავება,გული მერევა..მიმტკიცებს ეს მარტო მესიჯებიაო და სხვა არაფერი.უნდა დავუჯერო?რა მნიშვნელობა აქვს?სულით ხომ მრუშობს?ვერც იმას მივხვდი მამაჩემისთვის უნდა მეთქვა ეს თუ არა..გაფანტულად ვაზროვნებდი.ნამწვი გადავაგდე და ტაქსი გავაჩერე.ჩემსავით დაგრუზული მძროლი შემხვდა,მთელი გზა ხმა არ გაუცია.

 ბარში როგორც ყოველთვის ცვენა იყო და ბოლი იდგა,მონოტონური ელექტრო..დიჯეი ვერ ვიცანი.ბართან კი ნიკუშა,კაი ტიპი მართლა კაი ტიპი,ადამიანი რომელიც მარტო თავისი ცხოვრებით ცხოვრობს.გამიხარდა მისი დანახვა.როგორც ყოველთვის ჯიგრულად მომესალმა.ვგრძნობდი რომ დალევა მწყუროდა,რამოდენიმე ჭიქა კონიაკი გადავუშვი,არ მეყო და კოქტეილი დავამატე..დამკრა...


12 comments:

deka136 said...

ლიკუნა არ დამევასა :-s

Anonymous said...

saxelebi ar momwons :S
ele da likuna ra ubedurebaa : spy :

ai salome ro erqvat kide ho :chest:

pirveli nawili jobda txrobis manerit :user:


dalshe dalshe...


:popcorn:

Anonymous said...

: დეკა ჰო ლიკუნას ტიპის გოგონები ჩვენ მრავლად გვყავს და მათზე თვალების დახუჭვა არ ღირს..ამ მოინათხრობში შეიძლება ბევრმა საკუთარი თავი ამოიხცნოს და დაფიქრდეს ყველაფერზე.

: cursed ჰო სახელებზე ბევრი ვიფიქრე.მე მგონი ლიკუნას ტიპაჟს შეეფერება ეს სახელი,აი ელენეზე კი შეიძლებოდა სხვა რამე..

მადლობა კრიტიკისთვის : )

დალშე იქნება აუცილებლად...

deka136 said...

ამ მოინათხრობში შეიძლება ბევრმა საკუთარი თავი ამოიხცნოს და დაფიქრდეს ყველაფერზე.




likunashi me tu mgulisxmob, egreve mitxari barem :S

ნინა said...

: დეკა :დ შორი გზით შემოვლა ვარჩიე ხომ იცი შენ..

კიარადა ისე,ლიკუნასნაირ პარტნიორს არ გისურვებდი :დ

აუ ბეჭდვა მეზარება არადა გაგრძელება არის ჯერ კიდევ შექმნილი : )

deka136 said...

ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს მღვდლის ცოლიო :)))) ხეზ, ლიკუნასთან რა კავშირშია, მაგრამ მაინც :)) უცებ მარტო ეგ გამახსენდა :D

ხოდა, ხო იცი, ჩასაფრებულ(ებ)ი ვარ(თ) და გაგრძელებას ველოდები(თ), ასე რომ, პუბლიკას უკმაყოფილების საბაბი არ მისცე :D

Anonymous said...

საინტერესოაა გაგრძელებას ველოდები, ჩაგამატებ ჩემთან )

Anonymous said...

ბარი ცოტა დაწვრილებით აღწერე რა...
:უსერ:

ნინა said...

: big crow უჰუ... დიზაინს აქვს დიდი მნიშვნელობა თუ? :)

Anonymous said...

ნწ, ბარმენს :)))

Anonymous said...

ლიკუნა უნდა ერქვას იმ გოგოს! ეგეთია :პ

დიდი მწვანე ველი გვირილებით არ მომეწონა.. ზედმეტად ბანალურია. თან ეგეთ ბალახებში ბევრი ხოჭოა.. + გვირილებს ცუდი სუნი აქვთ..
და უბრალო ყვავილები არიან. უბრალო არ უნდა იყოს არაფერი.. ან კი.. ოღონდ მარტო იმიტომ, რომ განსაკუთრებული ქმნილებების სიკარგეს გაუსვას ხაზი.. მაგრამ ეგ არაა რამე ისეთი სერიოზული..
გაგრძელებაც კარგია და ახლა უკვე მესამე ნაწილზე გადავალ

ნინა said...

: Nymphetamine

ლიკუნა უნდა ერქვას იმ გოგოს! ეგეთია :პ

გენაცვალე! ზუსტად მიმიხვდი რა,რაღაც ძაან გავს ეს სახელი თავის გმირს... : )