Friday, January 2, 2009

უსასრულობა

New

11 step

მას შემდეგ გავიდა წლები.თუმცა ცხოვრება ისევ იმ პრინციპით გრძელდება,როგორც ადრე..თვალი თვალის წილ პრინციპით.ოღონდ ამჯერად ვინ არი მევალე და ვინ დავალებული უკვე აღარ ვიცი..

მე ჩემი ვალი თითქოს მოვიხადე.ვალი არა,ხარკი რომელსაც ყველა იხდის.განსხვავება მხოლოდ სიდიდესა და სიმძიმეშია.

რაც დრო გადის უფრო და უფრო ცივი გონებით ვუყურებ წარსულ ცხოვრებას.აუცილებელი იყო,რომ შემწირვოდა საყვარელი ადამიანი მე,რომელსაც ცხოვრების აზრზე მოსვლა ესე მჭირდებოდა..

კარგად ვერ მივმხვდარვარ დღესაც,თუ ვინ იყო კეშა ჩემთვის.მიწად მოვლენილი მაგალითი იმისა,თუ რას შეუძლია ადამიანი შეცვალოს..თუ საყვარელი მამაკაცი,რომელიც ჩემმავე უზნეობამ იმსხვერპლა,თუ ორივე ერთად??

ახლა შედარებით ”ადვილია” ამაზე ფიქრი და კითხვებზე პასუხის გაცემა..თუმცა სული ისე მაქვს დამძიმებული,რომ ესე მგონია ჟანგბადის ნაკლებობა მექნება და სულ ნერვიული სპაზმები შემაწუხებს.

ყველაფერი შეიცვალა,მაგრამ რაღაცის ფასად,ადამიანის სიცოცხლის ფასად,რომელიც ჩემივე ხელით გამოვასალმე სიცოცხლეს..აი ყველაფერი ეს რა დაჯდა და რა ღირს ეს ყველაფერი!

თითქოს მოვიხადე სასჯელი,მაგრამ მე ისევ ისეთ დამნაშავედ ვგრძნობ თავს,როგორიც პირველივე წუთებში ვიყავი..თითქოს ბედნიერების საწყისი დაიწყო და ეგრევე უბედურებასვე შევეყარე.აი რა არის ნარკომანის ცხოვრება და ცხოვრების ბოლოც უარესი იქნება ვგონებ.

მარტივად რომ ვთქვათ,ყველაფერ ამას ვიმსახურებ,ღირსი ვარ და ბედის დაჩაგრულიც არ ვარ.. უბრალოდ მერჩივნა,სიცოცხლეს მე გამოვთხოვებოდი,ვიდრე კეშა,რომლის სიკვდილმაც იქით ცხოვრება სანატრელი გამიხადა..მაგამ სწორედ ეს არის სასჯელი,რომელიც მე მეკუთვნის.

არ ვიცი როგორ მოვინანიო,როგორ ვთხოვო პატიება..თითქოს გამბედაობა არ მყოფნის და მხოლოდ უხმოდ ვტირი.სიტყვის თქმაც კი მეშინია..გულის გადაშლა კი არავისთვის მინდა,უბრალოდ მინდა ერთხელ გამბედაობა მოვიკრიბო და კეშას ველაპარაკო ჩემს ფიქრებში,ან ღამე გავიდე გარეთ და გავაგონო ხმა,ვიცი რომ გაიგონებს.

ამ ყველაფრის მერე ვხდები,რომ ღმეთი არსებობს..არსებობს და სამართლიანად მიაგებს ყველას,ან ამ ცხოვრებაში ან იქით შორს..

სინანულის უფლება ყველას აქვს,თითქოს მეც მაგრამ თვითონ სინანულის ძალიან მეშინია..

გარეგნულად არაფერი მეტყობა ნამდვილად,თუმცა კეშას მერე ურთიერთობა არავისთან მქონია და დღემდე ესე გრძელდება,ასე მგონია კიდევ ვინმე უნდა ვიმსხვერპლო და ისევ მარტო ვარ.როგორც ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი..ზოგჯერ არსებობის საჭიროებასაც ვერ ვხედავ..არანაირი მიზანი არანაირი მონდომება,არაფერი საერთოდ,უბრალოდ სუნთქვა და სიცარიელე..

ანისთნ ვცხოვრობ,მაპატია და შემიფარა მისი პატარა კი სულის შეძვრამდე მიყვარს და ცოტათი მახალისებს კიდევაც..თითქოს სამსახურიც დავიწყე.მოგვიანებით კი გავარკვიე რომ უშვილო ვარ,ანუ შვილი არასდროს მეყოლება..რამდენი კვალი დამიტოვა და რამდენს კიდევ აღმოვაჩენ ალბათ მარტო ღმერთმა იცის.

იმედი? იმის იმედი რომ გამივლის და გადავიტან,ძალიან პატარაა..თუმცა მაინც იმედია.

ახალი ფურცლიდან კი ცხოვრება არასდროს იწყება,ჯობია დინებას მივყვე და გავინაბო.თუ ჩასაქოლი ვარ კიდევ ერთელ ჩამქოლავს,თუ არადა იქნებ ერთ დღესაც მეჩეჩზე გამოვირიყო..

თითქოს დასრულდა უსასრულო წამება,თუმცა ჯერ კიდევ დასასრულის დასაწყისი ყოფილა..რომელსაც ბოლო ჯერ კიდევ არ უჩნს.

6 comments:

deka136 said...

aba mokvdebao? ;(

ნინა said...

შემეცოდა :'უსერ:'

თორე ცოცხალი როა რა> უღირს რამედ? :მო:

peoplearound said...

დამთავრდა? :უსერ:

მამენტ, არის ღირსი..
ეგეთი ცხოვრების :პპ
განარკომანების მერე აღარ მევასება ეგ გოგო ))

NiN said...

davigruze :(

zurriuss said...

მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა...

http://allshares.ge/download.php?id=1755DC2C29

მაგრამ აქვე ამასაც დავძენ :)

http://allshares.ge/download.php?id=2BAEB8EF15

ნინა said...

zurriuss

))) ხო,ორივე შეესაბამება თითქოს :)


ერთი მხარე და მეორე მხარე.. : )