Saturday, October 4, 2008

უსასრულობა

8 step

ბლინ ჩემი თავის მიკვირდა,რეები ვუთხარი ადამიანს,რომელიც ერთ დროს ალბათ სიცოცხლეს მერჩივნა..კინაღამ მოვკალი,თუმცა  გული მიგრძნობდა რომ ეს მხოლოდ ნარკოტიკისთვის არ იყო,ძველი ჭრილობები გამეხსნა და გადმოვანთხიე..მსიამოვნებდა მისი შეშინებული სახის ყურება,როგორ მებრძოდა და როგორ ვამარცხებდი.

-შენ ნუ გგონია ნიკუშას უყვარდი,მხოლოდ ფული უნდოდა შენთან მეტი არაფერი,ეგ რომ არა სანაგვეზე მოგისვრიდა..ახლა კი იოცნებე შენმა ძვირფასმა მეუღლემ არ შეიტყოს შენი თავგადასავლების შესახებ,ცუდი არ იქნება მის რქებს პირველმა მე მოვეფერო..რას იტყვი? _ბედნიერი  სახით ვუყურებდი და დავცინოდი,ალბათ ის მიიღო რაც  ეკუთვნოდა..თუმცა მე მაინც არარაობა ვარ და იარაღი,რომლის მეშვეობითაც ვიღაცას რაღაცა მიეზღო..

-წყალწაღებულ ნარკომანს არავინ დაუჯერებს!_მართლა არ მახსოვს რას ვაკეთბდი,აზრზე მოვედი მაშინ,როდესაც მისი ხროტინი შემომესმა..ვახრჩობდი და დავახრჩობდი კიდევაც,უბრალოდ რაღაცამ მომაბრუნა და გონზე მოვედი..შეშინებული მიყურებდა,აკანკალებული  პატიებას მთხოვდა და ცრემლებს აფრქვევდა..

თვითონაც გრძნობდა,რომ ეს არ იქნებოდა ბოლო შემთხვევა..ალბათ ხვდებოდა,რომ მისი ყოველდღიური კოშმარი ვიყავი.რა თქმა უნდა გამოსავალს დაუწყებდა ძებნას..

ვერც კი ვიგრძენი ისე მომეპარა ეს ყველაფერი უკნიდან და ზურგში ჩამცხო..

როცა ფული გვქონდა მე და ნიკი ბედნიერები ვიყავით,როცა არა ერთმანეთს ვჭამდით,ნიკის შევეჩვიე და შევეგუე როგორც ჩემს ყოველდღიურობას,მასზე ახლობელი მაინც არავინ მყავს,ერთადერთ რამეზე გვიწევს ზრუნვა და ერთი ინტერესები გვაქვს,მერე რა .. ორივეს გვგონია რომ ცხოვრება ვიცით და მუღამიც დავუჭირეთ,თვალებს ვხუჭავთ და ჩვენს პატარა სამყაროში ვხოვრობთ..

ბედნიერრების წუთები კი ზენიტამდე მაშინ მიდიოდა,როცა ორივენი გავცურავდით ვარდისფერ სამყაროში და ამ დროს ჩართული იყო ჩვენი საყვარელი მუსიკა,ქალის ლამაზი და დრეკადი ხმა,მთელს სხეულში ჩასახლებული სულივით იყო..ემოციების პიკი,სადღაც უდაბნოში გგონია თავი და ირგვლივ აქლემების ქარავანია,ბედუინები დადიან და ლამაზი ქალები კი შენს ირგვლივ ცეკვავენ...სიცხეს კი ვერ გრძნობ..დიდი ხანი ვეგდეთ ხოლმე ასე ძირს,ზოგჯერ კი მე ვცეკვავდი ნიკუშასთვის მთელი არსებით და გულით,ეს ყველაფერი გავდა არარსებულ სამყაროს რომელიც ჩვენ შევქმენით და რომელიც შუშის იყო.. წამიერი სიამოვნება..ცოდვით სავსე სიამოვნება..

დროთაგანმავლობაში ფული შემოგვაკლდა,ლიკუნა სადღაც იკარგებოდა და ვერ ვპოულობდით,მაშინ კი ჯოჯოხეთი იყო ჩვენი თანაცხოვრება,რა თქმა უნდა უნარკოტიკოდ ნიკუშა არაფერი იყო ჩმთვის..სრულიად არაფერი და მის სანაცვლოდ დ გვრდზეც კი გადავდებდი,ალბათ შესაბამისად ნიკიც,მართალია ამბობს რომ ვუყვარვარ მაგრამ წამალი ყველაზე მეტად უყვარს.. 

რამოდენიმეჯერ კეშა შემხვდა,ვიძაბები რომ ვხედავ და რატომღაც სინდისის ქენჯნა მეწყება მისი ნახვისას,განვიცდი და საკუთარ თავს ვაძაგებ..მისი სითბო მიღვიძებს რაღაცას რაც ჩემში კაი ხანია დაიკარგა და გაქრა..უბრალოდ კი სინანული იღვიძებს.რამდენჯერმე მთხოვა დანებება ყველაფრისთვის და შემპირდა რომ დამეხმარებოდა,რომ გამოვძვრებოდი..ერთი პერიოდი ვფიქრობდი კიდევაც ამაზე,მაგრამ რა თქმა უნდა ვერ შევძელი..უბრალოდ ათასში ორჯერ გავუვლიდი და ვუსმენდი თუ როგორ უკრავდა,ვუსმენდი და ვინაბებოდი,მერე კი ისევ ჩემს ”სახლში” ვბრუნდებოდი,სადაც მხოლოდ ორი რამ იყო..ნიკუშა და კაიფი..

რა თქმა უნდა,მხოლოდ ნარკომანი არ ვარ ..ჭკვიანიც ვარ და მიხვედრილიც,ალბათ წინასწარმეტყველების გრძნობაც გამაჩნია..რა თქმა უნდა ლიკუნამ ივაჟკაცა,დაკარგვა არ იკმარა და განსაცდელშიც ჩაგვაგდო..

სანამ ერთ დღეს პოლიცია არ დაგვადგ თავზე,მანამდე ვერ მივხვდით ალბათ რომ დანძრეული გვქონდა..დაგვფაქტეს,ნარკოტიკის შენახვა და მოხმარება..წინასწარი დაკავების საკანი,ზედამხედველის ნაგლი მზერა,საკანში შემოპარული ლომკა და სიკვდილთან ჭიდილი...უნიჭო ადვოკატი..წრიალი და ნერვების წიწკნა,თვალები ჩამილურჯდა..დედა მოვიდა ერთ დღესაც..მოვთხოვე სახლი გაეყდათ და ჩემი წილი თავდებად დაედოთ,სხვანირად არ მიშვებდნენ..ნიკუშას კი ვინ გამოიყვანდა ალბათ ისევ მე..დედაჩემი შეურაცყოფილი  მეჩვენა თითქოს მაგრამ ეს ყველაფერი მე ფეხებზე მეკიდა,მხოლოდ ის მინდოდა გავსულიყავი აქედან..2 თვე გაიჭიმა,საშინელებას დავემსგავსე,ქალი არ მერქვა ალბათ,საკუთარ თავს ვპირდებოდი რომ გადავაგდებდი საშინელებას,რომელმაც ამ დღეში ჩამაგდო..

მზის შუქის დანახვისთანავე ვიგრძენი რომ ადამინი ღმერთმა სამადლოდ  მოავლინა და  გადავწყვიტე ეკლესიაში შევსულიყავი და მადლობა მეთქვა მისთვის ამის გამო..თუმცა ყველას არსებობა,ცხოვრება ხომ არაა?მაინც მადლობა რადგან ვცოცხლობ..

რამოდენიმე დღეში ნიკის გამოყვანაც მოვახერხე..მინდოდა სერიოზულად დავლაპარაკებოდი,მინდოდა დაგვენებებინა..თვითონაც მგონი ჭკუაში დაუჯდა შეშინებული იყო..აქ მთავარია გამძლეობა,რომელი როდემდე გავძლებდით..თუმცა ეს ყველაფერი დიდ ხანს არ გაგრძელებულა,ან რა გაგვაძლებინებდა..როგორ და რანაირად?ერთ დღესაც ისევ მივეცით კმაყოფილებას თავი და ისევ გადავეშვით სხვა ტალღაში..”ალბათ არ არის გზა რომ სხვანაირად ვიარო,იყოს როგორც არის” ეს სიტყვები მიტრიალებს რატომღაც ყოველი დოზის წინ თავში,გამოსავალს კი არ ვეძებ..

ფული? აი ისევ ფული და სულ ფული..არავინ არიგებს ისე უბრალოდ არაფერს..არავის არ უნდა ნარკომანი სამსახურში,არავინ არ მეგობრობს ნარკომანთან,არავინ გასესხებს  ფულს..არავინ შეგიყვარებს.ყველს ეშინია მათთან სიხლოვის..

მაგრამ ზოგჯერ ნარკომნსაც აქვს სინანულის გრძნობა,არც ისე იშვიათად..სურვილი აქვს გამოსწორების,მაგრამ ძალა არა და ერთეულები შეძლებენ მხოლოდ ამას!არასოდეს მიფიქრია ჩემი თავი თუ იყო  მათ სიაში..

ნიკუშამ ფეხი ფეხზე გადაიდოსავით,ფულს ვეღარ შოულობდა.. აქ კი დამერხა,რა უნდა მექნა,ვერ ვიბოზებდი ნაღდად..არ მჯერა რომ აქამდე მოვედი,არ მჯერა..ნეტა სიზმარი იყოს,ცუდი სიზმარი..მეორე დღეს რომ ეფრემ ვერდს გადაშლი და წაიკითხავ თუ რას ნიშნავს...მაგრამ არა,შენც არ მომიკვდე..ეს რეალობაა!

დედასთან ვიყავი რამოდენიმეჯერ,ანისთანაც..ანი გათხოვდა ხო მართლა,არაჩვეულებრივი ქმარი ყავს..პატარაც ეყოლება მალე..

საბოლოოდ კი დედაც მოგიხურავს ცხვირწინ კარებს..არ მიგიღებს და დაგემალება..უარგყოფს და მოგაფურთხებს..

ანის ქმარმა კი კაი ხანია მათთან მისვლა ამიკრძალა,მითხრა საშიში ხარო..არადა ჩემს დაიკოს ვნახულობდი ..ახლა ვგრძნობ როგორ მიყვარს ანი,ჩემი პატარა დაიკო,მაგრამ მასთან ვერ მივდივარ,თუმცა ვიცი ალბათ შესაძლებლობა რომ მქონდეს მასაც ვთხოვდი ფულს..ე.ი მისი მეუღლე მართალია,საშიში ვარ..ამ მათ პატარას როგორ უნდა მოვეფერო..

ერთ საღამოს კი ნიკუშასგან ერთი ”მომგებიანი” წინადადება მოვისმინე და საგონებელში ჩავვარდი..

4 comments:

m i r a m a x said...

ამას თარგმნი თუ შენ წერ?

Anonymous said...

: m i r a m a x ვერ მივხვდი რატომ მეკითხები მაგას :)
ჩემი დაწერილია: )

Anonymous said...

პატარაობაში შენც კაი ბავშვი იქნებოდი :გივი:

წაკითხვას არავინ გაძალებს :)

Anonymous said...

ამ ნაწილს ინტრიგა აკლია :პპპ
თითქოს უკვე ვიცი ყველაფერი
ვიცი, რომ ამ გოგოს ცუდად აქვს საქმე და ვეღარ გადაურჩება ნარკომანობას. რაღა უნდა მოხდეს ისეთი :უსერ: